რომა (საფეხბურთო კლუბი)
სრული სახელი | Associazione Sportiva Roma SpA | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი |
Giallorossi (ყვითელ-წითლები) La Maggica (ჯადოქრები) Lupi (მგლები) | |||
დაარსდა |
22 ივლისი, 1927 (იტალო ფოშის მიერ) | |||
სტადიონი |
სტადიო ოლიმპიკო რომი, იტალია (ტევადობა: 72,481 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი | დენ ფრიდკინი | |||
მწვრთნელი | დანიელე დე როსი | |||
ლიგა | სერია A | |||
2023–24 | მე-6 ადგილი | |||
|
რომა (იტალ. Associazione Sportiva Roma) — იტალიური საფეხბურთო კლუბი ქალაქ რომიდან. იგი დააარსა 1927 წლის 22 ივლისს იტალო ფოშიმ. „რომამ“ არსებობის მანძილზე მხოლოდ ერთხელ იასპარეზა იტალიის დაბალ დივიზიონში, კერძოდ სერია B-ში, 1951-52 წლებში. მას შემდეგ კი მოყოლებული დღემდე იგი ასპარეზობს იტალიის სერია A-ში, ზედიზედ 58 სეზონი (სულ 77 სეზონი).
რომას სერია A მოგებული აქვს სამჯერ. პირველად ეს მათ 1941-42 წლების სეზონზე მოახერხეს. შემდეგ 1982-83 წლებში და ეს შედეგი 2000-01 წლებში გაიმეორეს. რომას ასევე მოგებული აქვს იტალიის თასი ცხრაჯერ. ევროპის სარბიელზე რომას მოგებული აქვს საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი 1960-61 წლებში. 1983-84 წლის სეზონზე რომაელები ახლოს იყვნენ ლიგის თასთან. თუმცა ისინი საკუთარ სტადიონზე დამარცხდნენ ლივერპულთან პენალტების სერიაში. აგრეთვე მეორე ადგილზე გავიდა 1990-91 წლებში უეფას თასზე, დამარცხდა რა ინტერთან ორი მატჩის ჯამში.
საშინაო შეხვედრებს რომა სტადიო ოლიმპიკოზე ატარებს. ამ სტადიონზე ასევე მათი უშუალო მეტოქე, თანაქალაქელი ლაციო ასპარეზობს. მაყურებლის ტევადობით სტადიო ოლიმპიკო იტალიაში მეორე სტადიონია; მხოლოდ სან-სირო იტევს მეტ გულშემატკივარს. 2009 წლის სექტემბერში კლუბის ხელმძღვანელობამ გადაყვიტა ააშენოს ახალი 55,000 იანი სტადიონი რომის დასავლეთ ნაწილში. ეს სტადიონი აგებული იქნება ინგლისური სტილით, ანუ მაყურებლებს საშუალება მიეცემათ სათამაშო მოედანს უფრო ახლოდან და უკეთ ადევნონ თვალი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომა დაარსდა 1927 წლის ზაფხულში იტალო ფოშის მიერ. მისი ინიციატივა იყო, რომ იმ დროისთვის არსებული სამი რომაული კლუბი: Roman FC, SS Alba-Audace და Fortitudo-Pro Roma SGS გაერთიანებულიყო. გაერთიანების მიზანი იყო, რომ დედაქალაქს ყოლოდა ისეთი ძლიერი კლუბი, რომელიც შეძლებდა წინააღმდეგობის გაწევას იმდროინდელი ჩრდილოეთ იტალიის დომინანტი კლუბებისათვის. ერთადერთი რომაული კლუბი, რომელიც არ დათანხმდა გაერთიანებას და აგრძელებდა არსებობას, იყო რომის ლაციო. რომა თავის პირველ შეხვედრებს ატარებდა სტადიონზე სახელად: Motovelodromo Appio. შემდეგ რომაული კლუბი რომის მე-20 რაიონში წავიდა, სადაც ხის სტადიონი (Campo Testaccio) აიგო. ეს სტადიონი 1929 წლის ნოემბერში გაიხსნა. პირველი დიდი წარმატება, რომელსაც კლუბმა მიაღწია იყო 1930-31 წლის სეზონი სერია A-ში, სადაც კლუბმა მეორე პოზიცია დაიკავა და მხოლოდ იუვენტუსმა გაუსწრო. იმ დროისთვის კლუბის წამყვანი ფეხბურთელები იყვნენ: კაპიტანი ატილიო ფერარი, გვიდო მასეტი, ფულვიო ბერნარდინი და როდოლფო ვოლკი.
პირველი გამარჯვება და პირველი მარცხი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი დაღმასვლისა და წამყვანი ფეხბურთელების გუნდიდან წასვლის შემდეგ რომამ დაიმატა არგენტინელი ბომბარდირი ენრიკე გუაიტა. ლუიჯი ბარბესინიოს პრეზიდენტობისას რომაული კლუბი ახლოს იყო პირველ ტიტულთან 1935-36 წლების სეზონზე; იგი მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩნენ ჩემპიონ ბოლონიას.
1930 წლის ბოლოს უსახურად ჩატარებული თამაშების შემდეგ რომა ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა. 1941-42 წლის სეზონზე რომამ ყველას მოულოდნელად თავისი საწადელი აისრულა და პირველ სკუდეტოს დაეუფლა. ამადეო ამადეის მიერ მეთვრამეტე გატანილი გოლი აუცილებელი იყო ალფრედ შაფიორისთვის, რომელიც იმ დროს რომას წვრთნიდა. ამ დროისთვის იტალია მეორე მსოფლიო ომში ჩაება. ამიტომაც რომა თამაშობდა სტადიონზე სახელად Stadio del Partito Nazionale Fascista
ომის შემდეგ წლებში რომამ ვერ შეძლო ტიტულის შენარჩუნება. რომა მომდევნო ხუთი სეზონი ცხრილის დაბალ საფეხურებზე იმყოფებოდა, სანამ სერია B-ში არ ჩამოქვეითდა 1950-51 წლების სეზონისათვის. სერია B-დან კლუბი ჯუზეპე ვიანიმ ამოიყვანა.
სერია A-ში დაბრუნების შემდეგ რომა სტაბილურად ხვდებოდა ცხრილი ზედა საფეხურებზე. კლუბში იმ დროისთვის იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: ეგისტო პანდოლფინი, დინო და კოსტა და დანიელი განაპირა მცველი ჰელგო ბრონიე. ამ შემადგენლობის საუკეთესო მიღწევა ის იყო, რომ 1954-55 წლების სეზონზე, ინგლისელი იესე კარვერის ხელმძღვანელობით, მეორე ადგილზე გავიდნენ მას შემდეგ, რაც უდინეზე კორუპციის გამო სერია ბეში დააქვეითეს. მომდევნო 4 ათწლეულის განმავლობაში რომამ ვერ შეაღწია ტოპ ოთხეულში. თუმცა, გუნდს წარმატებები ჰქონდა თასზე. მათი პირველი ტიტული ქვეყნის გარეთ იყო საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი, რომელიც მათ 1961-62 წლების სეზონზე მოიპოვეს. რომამ ფინალში დაამარცხა ბირმინგემ სიტი ანგარიშით 4-2. რამდენიმე წლის შემდეგ რომამ პირველად მოიგო კოპა იტალია. 1963-64 წლების სეზონზე რომამ დაამარცხა ტორინო მინიმალური ანგარიშით, 1-0.
1964-65 წლების სეზონის შემდეგ კლუბის მენეჯერმა ხუან კარლოს ლორენცომ განაცხადა, რომ კლუბს არ შეეძლო ფეხბურთელებისათვის ხელფასების გადახდა. გულშემატკივრებმა გადაარჩინეს კლუბი, რომლებმაც შეაგროვეს საკმარისი თანხა კლუბის არსებობის გასაგრძლებელად. არჩეულ იქნა ახალი პრეზიდენტი ფრანკო ევანგელისტი.
კლუბმა მეორე კოპა იტალია 1969 წელს მოიგო, როდესაც თასი პატარა ლიგის სისტემის თამაშდებოდა. ჯიაკომო ლოსიმ დაამყარა რეკორდი 1969 წელს, ჩაატარა რა 450 თამაში ყველა ჩემპიოატის გათვალისწინებით. მისი რეკორდი 38 წლის განმავლობაში ვერავინ გააუმჯობესა.
წარმატებების პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომამ შეძლო თასების კოლექციის გაზრდა ანგლო-იტალიური თასის მოპოვებით, დაამარცხა რა ბლექპული ანგარიშით 3-1. 70-იანი წლების უმეტეს პერიოდში რომა იშვიათად თუ ახერხებდა მაღალი პოზიციების დაკავებას. ამ ათწლეულის განმავლობაში კლუბმა საუკეთესო შედეგი მხოლოდ 1974-75 წლებში აჩვენა, ისიც მესამე ადგილი. ფეხბურთელები, რომლებმაც კლუბის შემობრუნება მოახერხეს, იყვნენ ნახევარმცველები ჯანკარლო დე სისტი და ფრანჩესკო როკა.
ახალი, წარმატებული პერიოდი რომას ისტორიაში კოპა იტალიის მოგებას ემთხვევა. რომაულმა კლუბმა დაამარცხა ტორინო 1980 წელს სათასო ფინალში პენალტების სერიით. რომამ მიაღწია ისეთ სიმაღლეს, რომლისთვისაც გუნდს დაახლოებით 40 წელიწადი არ ჰქონდა მიღწეული. კლუბმა მეორე ადგილი დაიკავა, ჩამორჩა მხოლოდ იუვენტუსს. მილანის ყოფილი ფეხბურთელი ნილს ლიდჰოლი წვრთნიდა გუნდს, როდესაც კლუბში იმყოფებოდნენ გამოჩენილი ფეხბურთელები: ბრუნო კონტი, აგუსტინო დი ბარტოლომეო, რობერტო პრუზო და ფალკაო.
მეორე სკუდეტოს მოპოვებისათვის რომას დიდი დრო აღარ დასჭირვებია. 1982-83 წლების სეზონზე რომაულმა კლუბმა მეორედ დაისაკუთრა ტიტული. შემდეგი სეზონი რომამ მეორე ადგილზე დაასრულა და ასევე მოიგო კოპა იტალია. რომა 1984 წელს ევროპის თასზე ფინალში დამარცდა. ევროპის თასის ფინალი ლივერპულთან ძირითად დროში 1-1 დამთავრდა. გოლი პრუზომ გაიტანა, მაგრამ რომა პენალტების სერიაში დამარცხდა. რომას წარმატებული სვლა 1985-86 წლებში სერია A-ში მეორე ადგილითა და იტალიის თასით დამთავრდა.
90-იანების დასაწყისში, კერძოდ 1992 წელს რომა გავიდა უეფას თასის ფინალში, სადაც დამარცხდა ინტერთან ანგარიშით 2-1. იმავე წელს რომამ მეშვიდედ მოიგო კოპა იტალია და მეორე ადგილზე გავიდა სერია აში. მომავალ წელს კი დამარცხდა სამპდორიაში იტალიის სუპერკოპას თასზე, სადაც პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ხვდებოდნენ ერთმანეთს. შემდეგი წლები კი რომას ისტორიაში ყველაზე თანასწორად შეგვიძლია შევრაცხოთ (ან რომა ყოველთვის ხვდებოდა ცხრილის შუა ნაწილში). მხოლოლ მეშვიდე ადგილი იყო მათი ყველაზე დიდი წარმატება... აგრეთვე 90-იანი წლიდან, კერძოდ კი 1992 წლიდან გამოჩნდა რომას მიერ აღზრდილი ნიჭიერი იმედისმომცემი თავდამსხმელი ფრანჩესკო ტოტი, რომელიც კლუბის მნიშვნელოვანი ფიგურა და კაპიტანია.
ახალ ათასწლეულში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომა ჩვეულ ფორმას 2000 წლისათვის დაუბრუნდა. ათწლეული რომამ გამარჯვებით დაიწყო, გახდა რა იტალიის ჩემპიონი და დაეუფლა სკუდეტოს მესამედ სერია A-ს 2000-01 წლების სეზონზე. ჩემპიონობა მათ ბოლო ტურში მოიპოვეს პარმას 3-1 დამარცხებით. რომამ იუვენტუსს ორი ქულით გაუსწრო. კლუბის კაპიტანმა, ფრანჩესკო ტოტიმ განაპირობა რომას გამარჯვება. იგი გახდა კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი. მან დაამხო რამდენიმე რეკორდი. სხვა გამორჩეული ფეხბურთელები იმ დროისთვის იყვნენ: ალდაირი, კაფუ, გაბრიელ ბატისტუტა და ვინჩენცო მონტელა.
კლუბმა ვერ შეძლო მომავალ წელს ტიტულის დაცვა და მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა. მაგრამ აღსანიშნავია ისიც რომ იუვენტუსმა რომაელებს მხოლოდ ერთი ქულით გაუსწრეს. ამის შემდეგ რომა ბევრჯერ გასულა მეორე ადგილზე როგორც სერია A-ში, ისევე იტალიის თასზე. 2002-03 წლების კოპა იტალიის თასის ფინალში რომა დამარცხდა მილანთან ანგარიშით 4-2 და ასევე მომდევნო წელს სწორედ მილანმა გაუსწრო რომას და დაიკავა პირველი ადგილი
2006 წლის სერია A-ს სკანდალის დროს ხუთი იტალიური კლუბი დაისაჯა. რომა კი მეორე ადგილზე ავიდა. იმავე სეზონში რომა კვლავ დამარცხდა კოპა იტალიას თასზე ფინალში მილანურ ინტერთან. მომდევნო ორ სეზონში რომა მეორე ადგილზე გავიდა. რომამ ამ ათწლეულში ყველაზე მეტჯერ გავიდა მოწინავე ორ პოზიციაზე. ასევე რომამ ორჯერ მიაღწია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს. მიუხედავად ცუდი სტარტისა რომამ გაასწრო ლონდონის ჩელსის და პირველი ადგილი დაიკავა ჯგუფში. რომაული კლუბის ისტორიაში რომა პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ადგილზე. თუმცა მერვედფინალში "ჯალაროსი" არსენალთან პენალტების სერიაში დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგასაც დაემშვიდობა.
საპრეზიდენტო ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომას ისტორიის მანძილზე ბევრი პრეზიდენტი ჰყავდა, რომელთაგან რამდენიმე კლუბის მეპატრონეც ყოფილა, დანარჩენები კი კლუბის საპატიო პრეზიდენტები იყვნენ. ფრანკო სენსი კლუბის მეპატრონე გარდაცვალებამდე, თავის ქალიშვილ როზელა სენსისთან ერთად, რომელიც კლუბის საპატიო პრეზიდენტი იყო. აქ არის ჩამონათვალი რომას პრეზიდენტებისა 1927 წლიდან დღემდე.
|
|
სამწვრთნელო ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომას ყველა მწვრთნელი 1927 წლიდან მოყოლებული დღემდე.
|
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაციონალური ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სერია A:
- გამარჯვებული (3): 1941–42; 1982–83; 2000–01
- მეორე ადგილი (12): 1930–31; 1935–36; 1980–81; 1983–84; 1985–86; 2001–02; 2003–04; 2005–06; 2006–07; 2007–08; 2009-10; 2013-14
კოპა იტალია:
- გამარჯვებული (9): 1963–64; 1968–69; 1979–80; 1980–81; 1983–84; 1985–86; 1990–91; 2006–07; 2007–08
- მეორე ადგილი (6): 1936–37; 1940–41; 1992–93; 2002–03; 2004–05; 2005–06
სუპერკოპა:
- გამარჯვებული (2): 2001; 2007
- მეორე ადგილი (3): 1991; 2006; 2008
ევროპული ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეორე ადგილი (1): 1983–84
- მეორე ადგილი (1): 1990-91
საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი:
- გამარჯვებული (1): 1960-61
უმნიშვნელო ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სერია B:
- გამარჯვებული (1): 1951-52
ანგლო-იტალიის თასი:
- გამარჯვებული (1): 1971–72
ანგლო-იტალიის ლიგის თასი:
- მეორე ადგილი (1): 1969
ფეხბურთელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიმდინარე შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2020 წლის 28 თებერვლის მონაცემებით.
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
მწვრთნელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთავარი მწვრთნელის თანაშემწე | პაულო ფონსეკა |
მთავარი მწვრთნელის თანაშემწე | ნუნუ კამპოსი |
მეკარეთა მწვრთნელი | მარკო სავორანი |
ფიზიოთერაპევტი | ვალერიო ფლამინი |
ფიზიკური მომზადების მწვრთნელი | ნუნუ რომანიო |
ფიზიკური მომზადების მწვრთნელი | პედრო მორეირა |
გუნდის მენეჯერი | მორგან დე სანტკტისი |
მუდმივი ნომრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]6 – ალდაირი, მცველი, 1990–2003
მსოფლიო ჩემპიონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ატილიო ფერარი (იტალია 1934)
- ენრიკე ლუკას გონსალეს გუაიტა (იტალია 1934)
- გვიდო მასეტი (იტალია 1934) და (საფრანგეთი 1938)
- ალდო დონატი (საფრანგეთი 1938)
- ერალდო მონზეგლიო (საფრანგეთი 1938)
- პიეტრო სერანტონი (საფრანგეთი 1938)
- ბრუნო კონტი (ესპანეთი 1982))
- პიეტრო ვირკოვოდი (ესპანეთი 1982))
- ტომას ბერთოლდი (იტალია 1990)
- რუდი ფიოლერი (იტალია 1990)
- ალდაირი (აშშ 1994)
- ვინსენტ კანდელა (საფრანგეთი 1998)
- კაფუ (კორეა-იაპონია 2002)
- დანიელე დე როსი (გერმანია 2006)
- სიმონე პეროტა (გერმანია 2006)
- ფრანჩესკო ტოტი (გერმანია 2006)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- რომა Twitter-ზე
- ქართული ფანკლუბი დაარქივებული 2021-05-07 საიტზე Wayback Machine.
|
|