რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია | |
---|---|
Российская социал-демократическая рабочая партия | |
ქვეყანა | რუსეთის იმპერია |
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი |
იულიუს მარტოვი ვლადიმერ ლენინი |
ისტორია | |
დაფუძნდა | 1898 |
დაიშალა | 1917 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | მარქსიზმი |
შტაბ-ბინა | სანქტ-პეტერბურგი |
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, რსდმპ (რუს. Российская социал-демократическая рабочая партия, РСДРП), ასევე რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია — რუსეთის იმპერიის რევოლუციურ-სოციალისტური პოლიტიკური პარტია, რომელიც შეიქმნა 1898 წელს მინსკში, მემარცხენე რევოლუციური ძალების ერთ პარტიაში გაერთიანების მიზნით.
1903 წელს ლონდონში ჩატარებულ პარტიის II კონგრესზე რსდმპ გაიყო ბოლშევიკურ და მენშევიკურ ფრაქციებად. 1905 წლის აპრილიდან ორივე ფრაქციას დამოუკიდებელი ორგანოები ჰქონდა. 1906 წლის აპრილში სტოკჰოლმში გაიმართა გამაერთიანებელი IV ყრილობა,რომელსაც ფორმალური ხასიათი ჰქონდა. საბოლოოდ ბოლშევიკებმა შექმნეს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია.
ყრილობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რსდმპ I ყრილობა — 1898, მინსკი
- რსდმპ II ყრილობა — 1903, ბრიუსელი, ლონდონი
- რსდმპ III ყრილობა — 1905, ლონდონი
- რსდმპ IV ყრილობა — 1906, სტოკჰოლმი
- რსდმპ V ყრილობა — 1907, ლონდონი
საქართველოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოში მენშევიკები წარმოადგენდნენ უმრავლესობას. 1904-05 წლებში მენშევიკებს საქართველოში 15 ათასამდე წევრი ჰყავდათ, ხოლო ბოლშევიკებს რამდენიმე ასეული. 1906 წელს მთლიანად მენშევიკებით დაკომპლექტდა პარტიის ამიერკვაკასიის საოლქო კომიტეტი. 1921 წლამდე არცერთი ადგილობრივი კომიტეტი ბოლშევიკების ხელში აღარ გადასულა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობის ისტორია, გამომც. „Весь Мир“, 2016. — გვ. 472, ISBN 978-5-7777-0606-5.
- რუსეთის ისტორია, გამომც. „Высшая школа“, 1994. — გვ. 431, ISBN 5-06-003281-7.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]