შინაარსზე გადასვლა

სამხრეთ შეტლანდის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სამხრეთ-შეტლანდის კუნძულები)
სამხრეთ-შეტლანდის კუნძულები

სამხრეთ-შეტლანდის კუნძულები
გეოგრაფია
62°00′ ს. გ. 58°00′ დ. გ. / 62.000° ს. გ. 58.000° დ. გ. / -62.000; -58.000
მდებარეობა ანტარქტიდა
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
კუნძულთა რაოდენობა 24
მთავარი კუნძული მეფე ჯორჯის კუნძული
ფართობი 3687 კმ²
უმაღლესი წერტილი 2300 მ
დემოგრაფია
მოსახლეობა 0 (2014)

სამხრეთ-შეტლანდის კუნძულები (ინგლ. South Shetland Islands) — არქიპელაგი ატლანტის ოკეანეში, რომელიც ანტარქტიდის ნახევარკუნძულიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 120 კილომეტრში მდებარეობს,[1] კუნძულების ფართობი შეადგენს 3687 კმ²-ს. ანტარქტიკის 1959 წლის შეთანხმების მიხედვით კუნძულებზე უფლება არ არის განსაზღვრული ხელმომწერი მხარეების მიერ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მასზე პრეტენზიას არ აცხადებენ და ის გამოიყენება სამშვიდობო მიზნებისათვის.

კუნძულებზე პრეტენზიას აცხადებენ ბრიტანეთი 1908 წლიდან და მიიჩნევს, რომ ის არის ბრიტანეთის ანტარქტიდული ტერიტორიის ნაწილი, ჩილე 1940 წლიდან და მიიჩნევს, რომ არის ჩილეს ანტარქტიკის პროვინციის ნაწილი და არგენტინა 1943 წლიდან, რომელიც კუნძულებს არგენტინული ანტარქტიკის ნაწილად მიიჩნევს.

თბილი ვულკანური აუზი. იმედგაცრუების კუნძულზე
რენიერის პუნქტი
კუნძულების მდებარეობა
1819 წლის 19 თებერვალს აღმოჩენილი უილიამსის კონცხი

არქიპელაგი გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ და გამოყოფილია ანტარქტიდის ნახევარკუნძულისაგან ბრანსფილდის სრუტით, ხოლო სამხრეთ ამერიკისაგანდრეიკის სრუტით. არქიპელაგი ბევრი კუნძულებისაგან შედგება, მაგრამ მათი უმრავლესობა პატარაა. არქიპელაგის ფართობია — 3687 კმ².

კუნძული (რუს.) კუნძული (ინგლ.) ფართობი,[2]
კმ²
უმაღლესი წერტილი,
კოორდინატები
1 კუნძული აიჩო Aitcho Islands 62°24′48″ ს. გ. 59°46′12″ დ. გ. / 62.413417° ს. გ. 59.770083° დ. გ. / -62.413417; -59.770083
2 ბრიჯმენის კუნძული Bridgeman Island 240 62°04′ ს. გ. 056°44′ დ. გ. / 62.067° ს. გ. 56.733° დ. გ. / -62.067; -56.733
3 ვოტჩკიპერი The Watchkeeper 62°18′ ს. გ. 59°49′ დ. გ. / 62.300° ს. გ. 59.817° დ. გ. / -62.300; -59.817
4 ჯიბსი (როჟნოვის) Gibbs Island 22 520 61°28′ ს. გ. 055°34′ დ. გ. / 61.467° ს. გ. 55.567° დ. გ. / -61.467; -55.567
5 გრინვიჩის კუნძული (ბერეზინა) Greenwich Island 174 625 62°31′ ს. გ. 59°47′ დ. გ. / 62.517° ს. გ. 59.783° დ. გ. / -62.517; -59.783
6 იმედგაცრუების კუნძული (ტეილია) Deception Island 137 576 62°58′37″ ს. გ. 60°39′00″ დ. გ. / 62.97694° ს. გ. 60.65000° დ. გ. / -62.97694; -60.65000
7 მარტოობის კუნძული Desolation Island 3,12 62°27′27″ ს. გ. 60°20′48″ დ. გ. / 62.457750° ს. გ. 60.346750° დ. გ. / -62.457750; -60.346750
8 იდი Eadie Island 61°28′ ს. გ. 55°57′ დ. გ. / 61.467° ს. გ. 55.950° დ. გ. / -61.467; -55.950
9 მეფე ჯორჯის კუნძული (ვატერლოო) King George Island 1384 655 62°02′ ს. გ. 58°21′ დ. გ. / 62.033° ს. გ. 58.350° დ. გ. / -62.033; -58.350
10 კორნუელსის კუნძული (მიხაილოვი) Cornwallis Island 61°04′ ს. გ. 54°28′ დ. გ. / 61.067° ს. გ. 54.467° დ. გ. / -61.067; -54.467
11 ლივინგსტონის კუნძული (სმოლენსკი) Livingston Island 974 1700 62°36′ ს. გ. 60°30′ დ. გ. / 62.600° ს. გ. 60.500° დ. გ. / -62.600; -60.500
12 დაბალი კუნძული Low Island 181 63°17′ ს. გ. 62°09′ დ. გ. / 63.283° ს. გ. 62.150° დ. გ. / -63.283; -62.150
13 სპილოს კუნძული (მორდვინოვი) Elephant Island 558 853 61°08′ ს. გ. 55°07′ დ. გ. / 61.133° ს. გ. 55.117° დ. გ. / -61.133; -55.117
14 ნელსონის კუნძული (ლაიფციგი) Nelson Island 192 62°18′ ს. გ. 59°03′ დ. გ. / 62.300° ს. გ. 59.050° დ. გ. / -62.300; -59.050
15 პინგვინის კუნძული Penguin Island 180 62°06′S 57°56′W / 62.10° ს. გ. 57.93° დ. გ. / -62.10; -57.93
16 ნახევარ მთვარის კუნძული Half Moon Island 0,51 101 62°35′30″ ს. გ. 59°55′15″ დ. გ. / 62.59167° ს. გ. 59.92083° დ. გ. / -62.59167; -59.92083
17 რობერტის კუნძული (პოლოცკი) Robert Island 186 62°24′ ს. გ. 59°30′ დ. გ. / 62.400° ს. გ. 59.500° დ. გ. / -62.400; -59.500
18 როუეტის კუნძული Rowett Island 61°17′ ს. გ. 55°13′ დ. გ. / 61.283° ს. გ. 55.217° დ. გ. / -61.283; -55.217
19 უსწორმასწორო კუნძული Rugged Island 10,4 256 62°38′ ს. გ. 61°15′ დ. გ. / 62.633° ს. გ. 61.250° დ. გ. / -62.633; -61.250
20 სმითის კუნძული (ბოროდინო) Smith Island 206 2105 63°00′ ს. გ. 62°30′ დ. გ. / 63.000° ს. გ. 62.500° დ. გ. / -63.000; -62.500
21 თოვლის კუნძული (მალი იაროსლავეცი) Snow Island 154 62°47′ ს. გ. 61°23′ დ. გ. / 62.783° ს. გ. 61.383° დ. გ. / -62.783; -61.383
22 თეიბლი Table Island 1,12 150 62°20′34″ ს. გ. 59°48′29″ დ. გ. / 62.343000° ს. გ. 59.808250° დ. გ. / -62.343000; -59.808250
23 სელაპის კუნძული Seal Islands 60°58′ ს. გ. 55°24′ დ. გ. / 60.967° ს. გ. 55.400° დ. გ. / -60.967; -55.400
24 კლარენსი (შიშკოვი) Clarence Island 162 2300 61°12′ ს. გ. 054°05′ დ. გ. / 61.200° ს. გ. 54.083° დ. გ. / -61.200; -54.083

(რუსული სახელები არის ისტორიული და არა ოფიციალური.)

კვლევითი სადგურები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წმინდა კლიმენტ ოხრიდსკის ბაზა
ბელინსგაუზენის რუსული ბაზა, მეფე ჯორჯის კუნძული

კუნძულებზე რამდენიმე ქვეყანას აქვს მუდმივი კვლევითი სადგურები. მათი უმეტესობა განთავსებულია მეფე ჯორჯის კუნძულზე, რომლებიც ჩილეს ედუარდო ფრეი მონტალვას სახელობის ბაზის აეროდრომით სარგებლობენ.

დღისთვის კუნძულებზე მდებარეობს 16 კვლევითი ბაზა, რომლებს შორისაც ჩილეს ბაზები ყველაზე ბევრია. ზოგიერთ შემთხვევაში ბაზებს ორი ქვეყანა ერთდროულად იყენებს, რისი მაგალითიცაა ჩილურ-ამერიკული ბაზა შირეფი.

კვლევითი ბაზები ქვეყნების მიხედვით:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. სამხრეთ-შეტლანდის კუნძულები. ჩრდილოეთ დაკოტის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ციტირების თარიღი: 2009-08-21.
  2. South Shetland Islands - Wolfram|Alpha. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-09. ციტირების თარიღი: 2013-03-01.