სტრატოპაუზა
იერსახე
სტრატოპაუზა (ლათ. stratum – ფენა და ბერძნ. pausis – შეჩერება) — დედამიწის ატმოსფეროს ფენა, ეგრეთ წოდებული გარდამავალი ფენა სტრატოსფეროსა და მეზოსფეროს შორის. სტრატოსფეროში ტემპერატურა სიმაღლესთან ერთად მატულობს, ხოლო საკუთრივ სტრატოპაუზა წარმოადგენს ფენას, სადაც ტემპერატურა მაქსიმუმს აღწევს. სტრატოპაუზაში ტემპერატურა უდრის 0 °C-ს. აღნიშნული, მოვლენა არა მხოლოდ დედამიწისთვის, არამედ ყველა იმ პლანეტისთვისაა დამახასიათებელი, რომლებსაც ატმოსფერო გააჩნიათ. დედამიწაზე სტრატოპაუზის სიმაღლეა 50-55 კმ.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სტრატოპაუზა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)