შინაარსზე გადასვლა

სულთანზადე მეჰმედ-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სულთანზადე მეჰმედ-ფაშა
Sultanzade Mehmed Paşa
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 31 იანვარი, 1644
მმართ. დასასრული: 17 დეკემბერი, 1645
წინამორბედი: ქემანქეშ მუსტაფა-ფაშა
მემკვიდრე: ნევესინლი სალიჰ-ფაშა
სულთანი: იბრაჰიმ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ. 1603
გარდ. თარიღი: 1646
გარდ. ადგილი: კრეტა

სულთანზადე მეჰმედ-ფაშა (თურქ. Sultanzade Mehmed Paşa; დ. დაახლ. 1603 — გ. 1646, კრეტა) — ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი 1644-1645 წწ., ეგვიპტის გუბერნატორი 1637-1640 წლებში.

სულთან მურად III-ის შვილის, აიშე სულთნისა და დიდი ვეზირის იემიშჩი ჰასან-ფაშას შვილიშვილი.

1638 წელს მეჰმედ-ფაშა დანიშნეს ოსმალეთის გუბერნატორად ეგვიპტეში. 1638 წლის მაისში მეჰმედ-ფაშას ბრძანებით თურქეთის არმიის 1500 მებრძოლი გაიგზავნა ბაღდადის ლაშქრობაში მონაწილეობის მისაღებად. ლაშქრობიდან დაბრუნდნენ 1639 წლის ივნისში.

1640 წელს იგი დაბრუნდა სტამბოლში და გახდა ოსმალეთის დივანის ვეზირი. 1641 წელს დანიშნეს აჩი-კალეს (თანამედროვე ოჩაკოვი) გუბერნატორად, მას დავალებული ჰქონდა დაეპყრო კაზაკების ციხესიმაგრე აზოვი. მეჰმედ-ფაშამ, რომელიც სათავეში ედგა თურქეთის შეიარაღებულ ძალებს, ბლოკადაში მოაქცია აზოვი.

1643 წელს მეჰმედ-ფაშა იდანიშნეს დამასკოს გუბერნატორად. ეს დანიშვნა შესაძლებელია დაკავშირებული იყო იმ საიდუმლო ბრძოლასთან ძალაუფლებაზე, რომელიც მასსა და დიდ ვეზირ ქემანქეშ მუსტაფა-ფაშას შორის მიმდინარეობდა.

1644 წლის იანვარში სულთანზადე მეჰმედ-ფაშამ ვალიდე-სულთნის თანადგომით შეეძლო გამარჯვება სულთან იბრაჰიმზე, თანამდებობიდან გადააყენებინა და სიკვდილით დაასჯევინა დიდი ვეზირი ქემანქეშ მუსტაფ-ფაშა, რის შემდეგაც დიდ ვეზირად სულთანზადე მეჰმედ-ფაშა დანიშნეს.

1645 წელს ის გამოდიოდა კუნძულ კრეტაზე ვენეციის რესპუბლიკასთან ომის დაწყების წინააღმდეგ. ამის მიუხედავად სულთან იბრაჰიმმა გასცა ბრძანება, რომ დაეწყოთ საომარი მოქმედებები კრეტზე. დეკემბერში იმავე წელს სულთანზადე მეჰმედ-ფაშა ჩამოაშორეს დიდი ვეზირის თანამდებობას და მალევე დაინიშნა კრეტაზე თურქეთის არმიის მეთაურად.

1646 წლის ივლისში სულთანზადე მეჰმედ-ფაშა გარდაიცვალა კუნძულ კრეტაზე.

  • Uzunçarşılı, İsmail Hakkı, (1954) Osmanlı Tarihi III. Cilt, 2. Kısım , XVİ. Yüzyıl Ortalarından XVİİ. Yüzyıl Sonuna kadar), Ankara: Türk Tarih Kurumu (6. Baskı 2011) ISBN 975-16-0014-6) say.391-393
  • Mehmed Süreyya (haz. Nuri Akbayar) (1996), Sicill-i Osmani, İstanbul:Tarih Vakfı Yurt Yayınları ISBN 975-333-0383 C.IV say.161-162 [1]
  • Alper, Ömer Mahir, (1999) "Mehmed Paşa (Sultanzade, Cıvankapıcıbaşı)", Yaşamlarıyla ve Yapıtlarıyla Osmanlılar Ansiklopedisi Ç.2 ş.172 İstanbul:Yapı Kredi Kültür Sanat Yayıncılık A.Ş. İŞBN 975-0800710
  • Buz, Ayhan, (2009) Osmanlı Sadrazamları, İstanbul: Neden Kitap, ISBN978-975-254-278-5,
  • Danışmend, İsmail Hami, (2011), İzahlı Osmanlı Tarihi Kronolojisi 6 Cilt, İstanbul:Doğu Kütüphanesi, ISBN 9789944397681