სფინქსისებრნი[1] (ლათ.Sphingidae) — ბინდისა და ღამის პეპლებისოჯახი. ჩვეულებრივ საშუალო და დიდი ზომისები არიან; ფრთები ვიწროა, შლილი 20 სმ-მდე აღწევს; ტანი სქელი, სიგარისებრი; ულვაშები თითისტარასებრი.[2] ცნობილია 1450-მდე სახეობა.[3] გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებული მრავალფეროვნებაა ტროპიკებში. გამოირჩევიან ფრენის დიდი სისწრაფით (60 კმ/სთ-მდე) და ფრენის დროს ყვავილების თავზე ჰაერში დაკიდება. მეტისმეტად გრძელი ხორთუმით (მადაგასკარული Macrosila predicta-ს ხორთუმი 25 სმ-ს აჭარბებს) შეუძლიათ სხვა მწერებისათვის მიუწვდომელი მცენარეების მილისებრი ყვავილების დამტვერვა. ზოგიერთი სფინქსისებრი არ იკვებება (ხორთუმი რედუცირებულია). ცალკეული სახეობები დღისით არიან აქტიურნი. უმრავლესობის მუხლუხებს სხეულის ბოლოს აქვთ რქისებური გამონაზარდი; ჭუპრდებიან ნიადაგში. შეუძლიათ შორეული მიგრაციები. ჩრდილოამერიკული თამბაქოს სფინქსი (Manduca sexta) ზოგჯერ ზიანს აყენებს თამბაქოს და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების პლანტაციებს.[2]