ტაჯიკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
ტაჯიკეთის სსრ ტაჯ. РСС Тоҷикистон | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
ჰიმნი ტაჯიკეთის სსრ ჰიმნი | |||||||||
ტაჯიკეთის სსრ (წითლად) საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში | |||||||||
დედაქალაქი | დუშანბე | ||||||||
ენა | ტაჯიკური, რუსული | ||||||||
რელიგია | ათეიზმი | ||||||||
ფართობი | 143,100 კმ² | ||||||||
მოსახლეობა | 5,112,000 (1989 წლისთვის) | ||||||||
მმართველობის ფორმა | სოციალისტური რესპუბლიკა | ||||||||
ტაჯიკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ტაჯიკეთის სსრ (ტაჯ. Республикаи Советии Социалистии Тоҷикистон, РСС Тоҷикистон) — თხუთმეტიდან ერთ-ერთი მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სსრ კავშირის შემადგენლობაში. დედაქალაქი — ქალაქი დუშანბე.
1924 წლის 14 ოქტომბერს ჩამოყალიბდა, როგორც ტაჯიკეთის ასსრ და შედიოდა უზბეკეთის სსრ-ს შემადგენლობაში. 1929 წლის 16 ოქტომბერს ეწოდა ტაჯიკეთის სსრ, ხოლო ამავე წლის 5 დეკემბრიდან მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსით შეუერთდა სსრკ-ს. მდებარეობდა შუა აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ესაზღვრებოდა ყირგიზეთის სსრ, უზბეკეთის სსრ, ავღანეთი და ჩინეთი. ფართობი 143,1 ათ. კმ². მოსახლეობა 3 387 ათ. კაცი (1975). დედაქალაქი - ქ. დუშანბე.
იყოფოდა 1 ავტონომიურ (მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქი) და სამ ადმინისტრაციულ (ქულაბის ოლქი, ყურღანთეფის ოლქი და ლენინაბადის ოლქი) ოლქად. რესპუბლიკაში იყო 41 რაიონი, 18 ქალაქი და 47 დაბა.