ტრიკეს ხალხი
იერსახე
ტრიკე (ესპ. Trique) — მექსიკის ოახაკის შტატის დასავლეთ ნაწილის ადგილობრივი ხალხი. ეთნოლოგიური მოხსენებების თანახმად, მათი რაოდენობა 23 000-მდეა.[1] ტრიკეს ენა ოტო-მანგის ენის მიშტეკური ენების შტოს მიეკუთვნება. ტრიკეები გამოირჩევიან ქსოვის ხელოვნებით.[2]
ტრიკეს ხალხი ოახაკის შტატის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მთიან რეგიონში სახლობს, ზღვის დონიდან 1 500–3 000 მეტრზე.
მექსიკის სხვა სამხრეთული შტატების მსგავსად, მაღალია ტრიკეების სამუშაოდ გადინება მეხიკოსა და აშშ-ში.[3]<ref>
ჩვეულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრიკეს ხალხის ერთ-ერთი გამორჩეული ტრადიციაა პატარძლის საფასური. ქორწინების ეს ტრადიცია ფართოდ იყო გავრცელებული კოლონიამდელ მესოამერიკაში. როგორც წესი, ტრიკე მამაკაცი პატარძლის ოჯახს სთავაზობს ფულს, საკვებსა და სხვა პროდუქტებს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ INEGI: Lenguas indígenas y hablantes de 5 años y más al 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2016-07-27.
- ↑ Takahashi, Masako. Mexican Textiles: Spirit and Style. Chronicle Books. 2003.
- ↑ Murphy, Arthur D., Stepick, Alex. Social Inequality in Oaxaca: A History of Resistance and Change. Temple University Press. 1991