ფოშანი
საოლქო დონის ქალაქი | |
---|---|
ფოშანი 佛山市 | |
ქვეყანა | ჩინეთი |
პროვინცია | გუანდუნი |
შიდა დაყოფა | Chancheng District, Nanhai District, Shunde District, Sanshui District და Gaoming District |
კოორდინატები | 23°01′17″ ჩ. გ. 113°07′18″ ა. გ. / 23.02139° ჩ. გ. 113.12167° ა. გ. |
ფართობი | 3,848 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 16±1 მეტრი |
მოსახლეობა | 7,197,394 კაცი (2012) |
სიმჭიდროვე | 1,900[1] კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 0757 |
საფოსტო ინდექსი | 528000 |
საავტომობილო კოდი | 粤E |
ოფიციალური საიტი | foshan.gov.cn |
ფოშანი (ჩინ.: 佛山; ფინინი: Fóshān) — საოლქო დონის ქალაქი გუანდუნის პროვინციის ცენტრალურ ნაწილში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. მთლიანად საოლქო დონის ქალაქი 3 848 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს, 2012 წლის მონაცემებით კი მისი მოსახლეობა 7.2 მილიონ ადამიანს შეადგენს. ქალაქი ასევე არის მარგალიტის მდინარის დელტის ეკონომიკური ზონის ნაწილი.
ფოშანი ითვლება კანტონური ოპერის წარმოშობის ადგილად, რომელიც ჩინური ოპერის მიმდინარეობაა. ქალაქი ასევე არის ნანცუანის, ჩინური საბრძოლო ხელოვნების და ლომის ცეკვის სამშობლო.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქს ამჟამად ფოშანი (ჩინ.: 佛山, ფინინი: Fóshān) ეწოდენა. საფოსტო რუკაზე საოლქო დონის ქალაქი დატანილია როგორც „Fatshan“, რომელიც ამავე სახელს წარმოადგენს ოღონდ კანტონური გამოთქმის წესის მიხედვით. ფოშანს ასევე მოიხსენიებენ როგორც ფატ-შანს.[2][3] ფოშანი ითარგმნება როგორც „ბუდას მთა“. ეს სახელწოდება წარმოშობილია კუანინის ცნობილი ქანდაკებისაგან, რომელიც მთა სიციაოზე (სიციაოშანი) მდებარეობს. ამჟამინდელი ქანდაკება ბუდას გამოსახულებას არ წარმოადგენს, უბრალოდ მითითებს მცირე ზომის გორას (ქალაქის ცენტრის მიმდებარედ), სადაც ბუდას სამი ბრინჯაოს ქანდაკება იქნა აღმოჩენილი ახალი წელთაღრიცხვით 628 წელს.[4]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფოშანი მდებარეობს მდინარე ფინზე (ფინხე) და ის მარგალიტის მდინარის დელტის დასავლეთ ნაწილს წარმოადგენს. ქალაქიდან გუანჯოუ 25 კილომეტრით ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჭუნგშანი სამხრეთ-აღმოსავლეთით, ძიანგმენი სამხრეთით, ცინგიუენი დასავლეთით და ჭაოცინგი დასავლეთით მდებარეობს.[5]
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფოშანისათვის დამახასიათებელია ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია: Cfa).
ჰავის მონაცემები — ფოშანი (1981−2010) | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 26.7 | 27.1 | 30.7 | 32.7 | 35.6 | 37.1 | 38.5 | 38.5 | 37.8 | 34.2 | 30.6 | 28.8 | 38.5 |
საშუალო მაღალი °C | 17.9 | 18.5 | 20.8 | 25.1 | 29.2 | 31.5 | 32.9 | 33.2 | 31.5 | 28.6 | 24.0 | 19.8 | 26.1 |
საშუალო დღიური °C | 13.8 | 14.3 | 17.6 | 21.9 | 25.7 | 28.0 | 29.1 | 29.2 | 27.6 | 24.6 | 19.6 | 15.0 | 22.2 |
საშუალო დაბალი °C | 10.8 | 11.9 | 15.2 | 19.5 | 23.0 | 25.3 | 26.1 | 26.3 | 24.6 | 21.4 | 16.3 | 11.4 | 19.3 |
რეკორდულად დაბალი °C | 2.0 | 2.3 | 3.4 | 10.5 | 14.9 | 18.7 | 22.8 | 23.3 | 19.6 | 10.7 | 4.4 | 3.1 | 2.0 |
საშუალო ნალექი (მმ) | 45.7 | 65.2 | 92.4 | 166.4 | 245.1 | 273.7 | 228.4 | 229.9 | 196.7 | 68.1 | 37.7 | 28.0 | 1 677,3 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) | 74 | 82 | 84 | 85 | 84 | 83 | 81 | 79 | 79 | 75 | 71 | 66 | 79 |
წყარო: China Meteorological Data Service Center |
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფოშანი ცნობილია თიხის ნაკეთობებით (ჩინური კერამიკის ნიმუშებით), რომელიც ამ ტერიტორიაზე მინის დინასტიის პერიოდიდან მზადდება. ნაკეთობების წარმოება მცირე ხნით შეწყდა ჩინეთის კულტურული რევოლუციის გამო.[6]
შუნტეს რაიონი ცნობილია ცხოვრების მაღალი ხარისხით. აქ მდებარე 3000-ზე მეტი ელექტრონული ტექნიკის ქარხანა პასუხისმგებელია მსოფლიოში კონდიციონერებისა და მაცივრების ნახევარზე მეტის წარმოებაზე.[7] ფოშანსი არსებობს 30-ზე მეტი მცირე ზომის ქალაქი, სადაც სხვადასხვა სახის ინდუსტრიაა. მათ შორისაა: ავეჯის, მაქანებისა და სასმელების ინდუსტრიები.[7]
ფოშანის მაღალტექნოლოგიური განვითარების ზონა 1992 წელს დაარსდა. მისი საერთო ფართობი 7.55 კვადრატულ კილომეტრს წარმოადგენს. ეს ზონა ძალიან ახლოსაა ეროვნულ მაგისტრალ G325-სთან, ასევე გუანჯოუ პაიიუნის საერთაშორისო აეროპორტთან. მაღალტექნოლოგიური განვითარების ზონა მოიცავს ავტომობილების ნაწილების, ბიოტექნოლოგიებისა და ქიმიური მწარმოებელ დაწესებულებებს.
ენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩინური ენის სამიაპის მიმდინარეობის დიალექტი, კანტონური ენა ქალაქის ადგილობრივებს შორის კომუნიკაციისათვის გამოიყენება. ამის გარდა, ქალაქში ასევე საუბრობენ მანდარინულად, ძირითადად ბიზნესისა და განათლების დარგებში.
სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფოშანი კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებული 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი იყო.[8]
ქალაქი ასევე მასპინძლობდა 2010 წლის აზიური თამაშების ღონისძიებებს. კერძოდ სინქრონირებულ ცურვასა და კრივს.[9]
2010 წლის ოქტომბერში ქალაქში მოეწყო ფოშანის ღია პირველობა გოლფში ევროპული Challenge Tour-ისათვის.[10]
ფოშანში ორი პროფესიონალური საფეხბურთო გუნდს უთამაშია. 1989 წლიდან 1997 წლმადე ფოშან ფოსტი (ამჟამად გაუქმებული) ბიუ პლაზას სტადიონზე თამაშობდა ჩანჩენგის რაიონში (ამჟამად გაუქმებულია). ფოშან ფოსტი ძირითადად მეორე დივიზიონში თამაშობდა, თუმცა 1993 წელს საუკეთესო რვა გუნდს შორის იღებდა მონაწილეობას. 2007 წელს გუანდუნ სანრეი კეივმა ნანხაის რაიონში მდებარე სტადიონზე თამაშა (ამჟამად გაუქმებულია). მოგვიანებით საფეხბურთო კლუბის მთავარო მოედანი სენჩერი ლოტუსის სტადიონი გახდა (2008 წელი). სანრეი კეივი გუანჯოუში გადავიდა, თუმცა 2013 წლამდე ჩინეთის უმაღლეს დივიზიონში საშინაო მარჩებს მაინც სენჩერი ლოტუსის სტადიონზე ატარებდა. აღნიშნული საფეხბურთო კლუბი გუანჯოუში 2014 წელს დაბრუნდა, ცოტა ხნის შემდეგ კი დაიშალა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Archived copy. ციტირების თარიღი: 2015-01-03
- ↑ Chisholm, Hugh, ed. (1911). . Encyclopædia Britannica (ინგლისური). XV (11th ed.). Cambridge University Press.
- ↑ Chisholm, Hugh, ed. (1911), , Encyclopædia Britannica (ინგლისური), 5 (11th ed.), Cambridge University Press
- ↑ McDermott, Joseph P., State and Court Ritual in China, p. 281.
- ↑ Farrell, Samuel. „Foshan“. Bing Maps. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 27, 2016. ციტირების თარიღი: May 28, 2016.
- ↑ Vogel, Ezra F. (October 1990), One Step Ahead in China: Guangdong under Reform, p. 182, ISBN 9780674639119, https://books.google.com/books?id=NU2NLLjO1fUC. წაკითხვის თარიღი: 2016-10-30.
- ↑ 7.0 7.1 „Foshan: From Buddhist Hill to World Manufacturing Centre“, MacauHub, 11 September 2015, http://www.macauhub.com.mo/en/2015/09/11/foshan-from-buddhist-hill-to-world-manufacturing-centre/. წაკითხვის თარიღი: 30 October 2016.
- ↑ FIBA Basketball World Cup 2019 high-ranking LOC officials confirmed, FIBA to open three offices in China. FIBA (14 June 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 7 September 2016
- ↑ Guangzhou Asian Games Venues and Transportation. ციტირების თარიღი: 2019-04-19
- ↑ The Foshan Tour. European Challenge Tour. PGA European Tour. ციტირების თარიღი: 20 November 2014