შინაარსზე გადასვლა

ფრანსუა II (ბრეტანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანსუა II
ბრეტანის ჰერცოგი
კორონაცია: 3 თებერვალი, 1459
მმართ. დასაწყისი: 26 დეკემბერი, 1458
მმართ. დასასრული: 9 სექტემბერი, 1488
წინამორბედი: არტურ III
მემკვიდრე: ანა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 23 ივნისი, 1433
დაბ. ადგილი: კლიზონი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 9 სექტემბერი, 1488, (55 წლის)
გარდ. ადგილი: კუირონი, საფრანგეთი
მეუღლე: მარგარიტა ბრეტონელი
მარგარიტა დე ფუა
შვილები: ჟანი, მონფორის გრაფი
ანა, საფრანგეთის დედოფალი
იზაბელი
დინასტია: მონფორები
მამა: რიჩარდი, ბრეტანის ჰერცოგი
დედა: მარგარიტა ორლეანელი
რელიგია: კათოლიციზმი

ფრანსუა II (ფრანგ. Francois II; დ. 23 ივნისი, 1433 — გ. 9 სექტემბერი, 1488) — მონფორთა დინსტიის წარმომადგენელი. ბრეტანის ჰერცოგ რიჩარდისა და მარგარიტა ორლეანელის ვაჟი. ბრეტანის ჰერცოგი 1458-1488 წლებში. იბრძოდა ჯერ საფრანგეთის მეფე ლუი XI-ს, შემდეგ კი მის შვილებს: შარლ VIII-სა და ანა დე ვალუას, რაც შემდეგში "შეშლილ ომში" გადაიზარდა და ფრანსუას მარცხით დასრულდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მის ერთადერთ მემკვიდრედ მისი ქალიშვილი ანა დარჩა, რომელიც იძულებით გაჰყვა ცოლად საფრანგეთის მეფე შარლ VIII-ს, რითაც ბრეტანი საფრანგეთის დომენად იქცა.

ფრანსუა დაიბადა 1433 წლის 23 ივნისს, დასავლეთ საფრანგეთში. იგი იყო ბრეტანის ჰერცოგის ვაჟის, რიჩარდ მონფორისა და მისი ცოლის, ორლეანის ჰერცოგის ასულ მარგარიტა ვალუას ძე. ბრეტანის ტახტზე ასასვლელად, ფრანსუამ ცოლად თავისი ბიძაშვილი, ბრეტანის ჰერცოგის ერთადერთი ასული მარგარიტა ბრეტონელი შეირთო, რომელთან ერთადაც 1458 წელს ბრეტანის მმართველი ხდება. სულ მალე იგი დაუპირისპირდა საფრანგეთის მეფე ლუი XI-ს. მალევე ეს დაპირისპირება სამოქალაქო ომად იქცა, რომელშიც ფრანსუას მხარეს აღმოჩნდნენ ბურგუნდიის ჰერცოგი ფილიპე III, ორლეანის ჰერცოგი შარლ I და ანგულემის ჰერცოგი ჟან ორლეანელი.

1463 წელს მისი ცოლი მარგარიტა მშობიარობას გადაჰყვა. მალევე დაიღუპა ბავშვიც. ამის გამო იგი იძულებული გახდა მეორედ დაქორწინებულიყო ნავარის პრინცესაზე.

ამავდროულად მეფე ლუი გარდაიცვალა და ტახტზე მისი მცირეწლოვანი ვაჟი შარლ VIII ავიდა, რომლის რეგენტიც მისი უფროსი და ანა ვალუა ხდება. ანამ და მისმა ქმარმა, ბურბონის ჰერცოგმა წარმატებული სამხედრო კამპანია წამოიწყეს მეამბოხეთა წინააღმდეგ, რითაც დაიწყო საფრანგეთის სამოქალაქო ომი, რომელიც ისტორიაში "შეშლილი ომის" სახელითაა ცნობილი. სწორედ ამ კამპანიისას, ერთ-ერთ ბრძოლაში ფრანსუა ცხენიდან გადმოვარდა და დაიღუპა.

მისი გარდაცვალების გამო სამოქალაქო ომი დასრულდა, ვინაიდან ორლეანისა და ანგულემის ჰერცოგები უმალვ დააპატიმრეს. ბრეტანის ტახტზე ფრანსუას მცირეწლოვანი ასული ავიდა, რითაც საფრანგეთის მეფემ ისარგებლა და ბრეტანში შევიდა. საბოლოოდ მისი ქალიშვილი ანა ცოლად შარლ VIII-ს გაჰყვა, რითაც ბრეტანი და საფრანგეთი სამუდამოდ გაერთიანდა.

ფრანსუა პირველად ბრეტანის ჰერცოგ ფრანსუა I-ისა და იზაბელა შოტლანდიელის ასულ მარგარიტა ბრეტონელზე დაქორწინდა, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი:

  1. ჟანი (1463), მონფორის გრაფი, გარდაიცვალა ჩვილი;

პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ, იგი მეორედ დაქორწინდა ნავარის დედოფალ ელეანორა I-ისა და მისი ქმრის, ფუას გრაფ გასტონ IV-ის ასულ მარგარიტა დე ფუაზე, რომელთანაც ორი ქალიშვილი შეეძინა:

  1. ანა (1477-1514), ბრეტანის ჰერცოგინია, პირველად ცოლად გაჰყვა ავსტრიის ერცჰერცოგ მაქსიმილიან I-ს, რომელსაც მალევე გასცილდა და ცოლად საფრანგეთის მეფე შარლ VIII-ს გაჰყვა, რომლის დაღუპვის შემდეგაც იქორწინა შარლის ბიძაშვილზე, საფრანგეთის მეფე ლუი XII-ზე, რომელთანაც ორი გოგონა შეეძინა;
  2. იზაბელი (1478-1490), დანიშნული იყო ჟან დ'ალბრეზე, თუმცა ქორწინებამდე გარდაიცვალა.

ფრანსუას საფრანგეთის მეფე შარლ VII-ის ყოფილ საყვარელ ანტუანეტ დე მენიელესთან ჰყავდა ხუთი უკანონო შვილი.

  • Kendall, Paul Murray (1973). Richard the Third. Sphere Books. ISBN 0-351-17095-2.
  • Kerhervé, Jean (1987). L'État Breton aux XIVe et XVe siècles, 2 vol. Maloine. ISBN 2-224-01703-0. Volume 2 ISBN 2-224-01704-9
  • Lander, Jack (1981) [1980]. "Richard III". Government and Community: England, 1450–1509. Massachusetts, United States: Harvard University Press. ISBN 0-674-35794-9. Retrieved 26 May 2009.
  • Legay, Jean-Pierre; Martin, Hervé (1982). Fastes et malheurs de la Bretagne ducale 1213–1532. Rennes, France: Editions *Ouest-France Université.
  • Minois, Georges (1999). Anne de Bretagne. Paris, France: Fayard.
  • Ross, Charles (1997) [1974]. Edward IV. Yale English Monarchs (revised ed.). New Haven, Connecticut; and London: Yale University Press. ISBN 0-300-07372-0. Retrieved 16 March 2009.
  • Ross, Charles (1999) [1981]. Richard III. Yale English Monarchs. New Haven, Connecticut; and London: Yale University Press. ISBN 0-300-07979-6.