შინაარსზე გადასვლა

ქოჯა დავუდ-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქოჯა დავუდ-ფაშა
Koca Davud Paşa
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 1482
მმართ. დასასრული: 1497
წინამორბედი: ისჰაკ-ფაშა
მემკვიდრე: ჰერსეკზადე აჰმედ-ფაშა
სულთანი: ბაიაზიდ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
დაბ. ადგილი: ალბანეთი
გარდ. თარიღი: 20 ოქტომბერი, 1498
გარდ. ადგილი: დიდიმოტიკა
ეროვნება: ალბანელი

ქოჯა დავუდ-ფაშა (თურქ. Koca Davud Paşa; გ. 20 ოქტომბერი, 1498, დიდიმოტიკა) — ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწე. ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი 1482-1497 წლებში, სულთან ბაიაზიდ II-ის დროს. დავუდა ფაშა გახდა ოსმალების დინასტიის სიძე (დამატი) მას შემდეგ, რაც ოსმლეთის პრინცესასთან იქორწინა.

1473 წელს მისი ხელმძღვანელობით ოსმალეთის ჯარმა გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა ოტლუკბელის ბრძოლაში. მან ხელში ჩაიგდო ქალაქი შკოდერი, რომელიც ბოლო დასაყრდენს წარმოადგენდა ალბანეთისთვის. 1479 წელს იგი გახდა ბოსნიის სანჯაყ-ბეი და დიდი ჯარით განახორციელა თავდასხმა უნგრეთის სამეფოზე. როგორც ძლიერმა ვეზირმა, მან 1487 წელს წამოიწყო ომი მამლუქებთან. თავდაპირველად მან დაგეგმა ექსპედიცია მამლუქების წინააღმდეგ, მაგრამ მისი გეგმა გააუქმა ბაიაზიდ II-მ.

დავუდა-ფაშა გარდაიცვალა დიდიმოტიკაში 1498 წლის 20 ოქტომბერს.

  • Danişmend, İsmail Hâmi, (1961) Osmanlı Devlet Erkânı, İstanbul:Türkiye Yayınevi.