შაჰდაღი
იერსახე
შაჰდაღი | |
---|---|
შაჰდაღი | |
კოორდინატები: 41°16′21″ ჩ. გ. 48°00′16″ ა. გ. / 41.27250° ჩ. გ. 48.00444° ა. გ. | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
სიმაღლე | 4243 მ |
მთის მასივი | კავკასიონი |
ქედი | აღმოსავლეთი კავკასიონი |
შაჰდაღი (ლეზ. Шагь-сув, აზერ. Şahdağ) — მწვერვალი აღმოსავლეთ კავკასიონზე, გვერდით ქედზე, აზერბაიჯანში. რუსეთის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს. სიმაღლე 4243 მ.[1] აგებულია კირქვებითა და დოლომიტებით.[2] შემოსილია მაღალმთიანი მდელოს ბალახეულით. არის პატარა მყინვარები. 2007 წლის თებერვალში მწვერვალზე ასვლა აზერბაიჯანელმა ალპინისტებმა განახორციელეს, თუმცა უშედეგოდ. შაჰდაღის კალთები მეტად ციცაბო და კლდოვანია. აგრეთვე, ამ უბანში განვითარებულია ძლიერი ქარები, რის გამოც შაჰდაღი აზერბაიჯანის ერთ-ერთი ყველაზე ძნელად მისადგომი მწვერვალია.[3] ზამთარში ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ უდრის -20 °C.[3] კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილში უკანასკნელი მყინვარები მხოლოდ შაჰდაღის მასივზეა შემორჩენილი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დიდი საბჭოთა ენციკლოპედია. შაჰდაღი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-19. ციტირების თარიღი: 2011-08-09. (რუსული)
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 697.
- ↑ 3.0 3.1 „Альпинисты Азербайджана совершили зимнее восхождение на одну из самых высоких вершин страны - гору Шахдаг“ [Azerbaijani alpinists climbed to one of the highest peaks of the country - Mount Shahdag]. Novosti Azerbaijan. 2007-02-10. ციტირების თარიღი: 2011-08-09. (რუსული)