შინაარსზე გადასვლა

შხაპრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შხაპრი

შხაპრი (ლათ. — Sparganium) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი შხაპრისებრთა ოჯახისა. წყლის ან ჭაობის ბალახებია. 20-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და სუბარქტიკულ რაიონებში, აგრეთვე ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. საქართველოში გვხვდება 5 სახეობა; მათგან უფრო გავრცელებულია S. neglectum. S. polyedrum-ის ფესურას იყენებენ შხამიანი გველის ნაკბენის საწინააღმდეგოდ. შხაპრი წყლის ცხოველების (ონდატრა, ნუტრია და სხვა. ) და ფრინველების საკვებია.