შინაარსზე გადასვლა

ჩრდილო-დასავლეთი არგენტინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სალტა.
ხუხუის პროვინცია.

ჩრდილო-დასავლეთი არგენტინა (ესპ. Noroeste argentino) — გეოგრაფიული რეგიონი არგენტინაში. მოიცავს კატამარკის, ხუხუის, სანტიაგო-დელ-ესტეროსა და ტუკუმანის პროვინციებს. რეგიონის ტერიტორიაზე გვხვდება 5 სხვადასხვა ბიომი. ყველაზე მაღალი ადგილები წარმოდგენილია ანდებში. გამოიყოფა აგრეთვე პუნისა და ალტიპლანოს პლატოები. აღმოსავლეთი ქარების ზეგავლენით წინაანდების სერადოში ყალიბდება ნოტიო ჰაერის მასები, რომლებსაც აკავებს ანდების აღმოსავლეთი კალთები. ჩამოყალიბებულია სუბტროპიკული ჰავა. ხშირია წვიმა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩასახლებულია მდინარეთა ხეობების ნაყოფიერი მიწების გასწვრივ, სადაც წარმოებს ძირითადი ეკონომიკური საქმიანობა. მოჰყავთ შაქრის ლერწამი, თამბაქო, ციტრუსები. ამრავლებენ მსხვილ რქოსან საქონელსა და თხას. კალჩაკის ხეობა ცნობილია ღვინის წარმოებით. არის ქალაქები. განვითარებულია ტურიზმი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]