შინაარსზე გადასვლა

ჩხერიმელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩხერიმელა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები იმერეთის მხარე
ქალაქები ხარაგაული
სათავე ლიხის ქედი
42°02′28″ ჩ. გ. 43°28′26″ ა. გ. / 42.041250° ჩ. გ. 43.474111° ა. გ. / 42.041250; 43.474111
სათავის სიმაღლე 1150 მ
შესართავი ძირულა
42°04′49″ ჩ. გ. 43°09′14″ ა. გ. / 42.080306° ჩ. გ. 43.154056° ა. გ. / 42.080306; 43.154056
სიგრძე 39 კმ
აუზის ფართობი 490 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 13,6 მ³/წმ
ჩხერიმელა — საქართველო
ჩხერიმელა
ჩხერიმელა
ჩხერიმელა — იმერეთის მხარე
ჩხერიმელა
ჩხერიმელა
— სათავე, — შესართავი
ჩხერიმელა ვიკისაწყობში

ჩხერიმელამდინარე ხარაგაულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში. ძირულის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1150 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე 39 კილომეტრი. აუზის ფართობი — 490 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, თოვლის დნობის შედეგად, შუა თებერვლიდან ივნისის დასაწყისამდე. ზაფხულსა და ზამთარში წყალმცირობაა, ხოლო შემოდგომაზე — წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 13,6 მ³/წმ.