ჰაჯი გაიბის აბანო
ჰაჯი გაიბის აბანო აზერ. Hacı Qayıb hamamı | |
---|---|
მდებარეობა | ბაქო, აზერბაიჯანი |
მოქანდაკე | ქერდალაი აბუსალამოღლი |
თარიღდება | XV საუკუნე |
ჰაჯი გაიბის აბანო (აზერ. Hacı Qayıb hamamı) — განლაგებულია იჩერი შეჰერში, ბაქოს ძველ უბანში, ქალწულის კოშკის მოპირდაპირედ (ასაფ ზეინალის ქუჩა, 67).
აბანოში შესასვლელი მართკუთხედი ფორმისაა. აბანოს მთელი კომპლექსი იყოფა სამ ჯგუფად: შესასვლელი, გასახდელი და დასაბანი ოთახი.გასახდელი და საბანაო ოთახი რვაკუთხა ფორმისანი არიან, რომელნიც გარშემორტყმულები არიან მცირე ზომის შენობებით. გუმბათებს და თაღებს გააჩნიათ სხვადასხვა ფორმები და მოპირკეთებულნი არიან სხვადასხვა ფიგურებით. დარბაზის შუაში განლაგებულია აუზი ცხელი და ცივი წყლით. იატაკზე, რომელზეც დაფენილია ქვის ფილები თბება თიხისგან დამზადებული მილებით, რომლებშიც გადის წყლის გაცხელებისგან მიღებული ორთქლი.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აბანო სავარაუდოდ თარიღდება XV საუკუნით. ეს კომპლექსი აღმოჩენილ იქნა 1964 წელს გატხრების შედეგად.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ашурбейли, Сара Белабек кызы Очерк истории средневекового Баку (VIII — начало ХIX вв.)[მკვდარი ბმული] Баку. Изд-во Академии наук Азербайджанской СССР. 1964.
- ↑ 10 таинственных мест Старого города Баку. Бани Ичери шехер