შინაარსზე გადასვლა

Mythology (ბრიტანული ჯგუფი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Mythology
ბიოგრაფია
წარმოშობა კარლაილი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი ბლუზი
აქტიური 1966-1968
ყოფილი წევრები ტონი აიომი
ბილ უორდი
ნილ მარშალი
კრის სმითი
ფრენკ კენიონი

Mythologyინგლისური ბლუზ ჯგუფი კარლაილიდან, ინგლისი, რომელიც ჩამოყალიბდა გვიან 1966 წელს. ეს ჯგუფი შეიცავდა შემდგომში Black Sabbath-ის დამაარსებელ წევრებს, ტონი აიომისა და ბილ უორდს.

ჯგუფის დამაარსებლები იყვნენ ბასისტი ნილ მარშალი (დაბადებული 1944 წელს, კარლაილში), ვოკალისტი მაიკ გილანი, მთავარი გიტარისტი ფრენკ კენიონი (დაბადებული 1945 წელს,კარლაილში) და დრამერი ტერი სიმსი. 1968 წლის იანვარში ჯგუფ რესტის ყოფილმა წევრებმა ტონი აიომიმ და კრის სმითმა შეცვალეს კენიონი და გილანი მთავარ გიტარაზე და ვოკალზე შესაბამისად.[1] ერთ თვეში ბილ უორდმა, ასევე რესტის ყოფილმა წევრმა, შეცვალა სიმსი დრამებზე.[1]

Mythology-ს ჰქონდა გარკვეული რეგიონული წარმატება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, დაიშალა 1968 წლის 27 მაისის ინცინდეტის შემდეგ, როდესაც ჯგუფის ყველა წევრი დააპატიმრეს[1] და დააჯარიმეს 15 გირვანქით მარიხუანის შენახვის გამო. ამის შემდეგ ჯგუფი ისეთი აქტიური აღარ იყო, როგორც უწინ და მალე დაიშალა კიდეც მათი უკანასკნელი კონცერტის შემდეგ Queen's Hotel-ში, სილოთი, ინგლისი, რომელიც ჩატარდა 1968 წლის 13 ივლისს.

დაშლის შემდეგ უორდმა და აიომიმ ოზი ოსბორნსა და გიზერ ბატლერთან ერთად დააარსეს ახალი ჯგუფი სახელწოდებით Polka Tulk Blues Band, შემდგომში შეუცვალეს სახელი და უწოდეს Earth, ხოლო საბოლოოდ Black Sabbath დაარქვეს.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 The Rest/Mythology/Polka Tulk Blues Band/Earth/Black Sabbath. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-07. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2009.