შინაარსზე გადასვლა

БРДМ-2

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

БРДМ-2БРДМ-1-ის შემდეგი მოდელი. იწარმოებოდა 1965-89 წლებში.

BRDM-2

წინა ნაწილში მოთავსებული იყო მართვის განყოფილება, ხოლო უკან კი შიგაწვის ძრავი. ასეთი განლაგება უფრო სწრაფად ცურვის შესაძლებლობას იძლეოდა, ვიდრე ეს БРДМ-1-ის მეშვეობით იყო შესაძლებელი, ასევე გაფართოვდა მძღოლის სამუშაო ადგილი. მანქანა იყო ჰერმეტიკულად დახურული, ზემოდან კი დამაგრებული იყო სხვადასხვა აგრეგატები და მექანიზმები.

БРДМ-2-ს დაყენებული ჰქონდა ВПУ-1 შეწყვილებული 7,62-მმ ტყვიამფრქვევი ПКТ, რომელიც დამონტაჟებული იყო მის კოშკურაზე, ტყვიამფრქვევს ჰქონდა ტელესკოპური ხელსაწყო ПП61А, მართვადი სამიზნე, სროლის ჰორიზონტალური კუთხე 180 გრადუსი, ხოლო ვერტიკალური – 5-დან 30-მდე. ღამის პირობებში უყენებდნენ ღამის ხედვის ხელსაწყოს ТБНО-2Г, ცალკე მეთაურს სათვალთვალო ხელსაწყო ТКП-2-ის ნაცვლად ეყენა ТКН-1. რადიოკავშირს უზრუნველყოფდა П123, სავალი ნაწილი კი არ განსხვავდებოდა БРДМ-1-ისგან.

საბრძოლო მანქანა ПТРК9К14М - "მალიუტკა ემ"

9П124 - "ფალანგა"

9П133-ПТРК - "მალიუტკა პე"

9П137 ПТРК 2К8 - "ფალანგა პე"

9П148- ПТРК 9К111 - "ფაგოტი" ან 9К112 "კონკურსი"

პოლონეთის მიერ მოდერნიზებული БРДМ2

БРДМ-2ПХ - ქიმიური დაზვერვის მანქანა აღჭურვილი იყო ქიმიური და რადიაციული დაზვერვის მოწყობილობა ВПХП-ით, ავტომატური გაზის ანალიზატორი ГЦА12-ით, რადიომეტრით - 9П5А და რენდგენომეტრით - ГП3Б. ქარის მოძრაობის გამოსათვლელად ჰქონდა 6 საკვამლე ყუმბარა РГД-2 და 40-მმ ქიმიური საყვირი ЦХТ.

БРДМ-2У - მართვის ცენტრი

9К31 СТРЕЛА 1 - მისი ანალოგის "СТРЕЛА 1"-ის თვითმავალი ვერსია, რომელიც БРДМ2-ზეა დამონტაჟებული.

ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ეკიპაჟი 4 ადამიანი
  • წონა 7 ტონა
  • მაქსიმალური სიჩქარე 95 კმ/სთ ხმელეთზე, 10 კმ/სთ წყალში
  • 140 ცხენის ძალა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/БРДМ-2“-დან