შინაარსზე გადასვლა

ვმ საქართველო/კონკურსები/2020/ქვეყნები და დედაქალაქები ვიკიპედიაში

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ქვეყნები და დედაქალაქები ვიკიპედიაში

ქვეყნები და დედაქალაქები ვიკიპედიაშივიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის კონკურსი. კონკურსის მიზანია ქართულ ვიკიპედიაში ქვეყნებსა და მათ დედაქალაქებზე არსებული სტატიების ინფორმაციით შევსება და გაუმჯობესება.

კონკურსი გაიმართება ქართულენოვან ვიკიპედიაში. მონაწილეებს შეუძლიათ გააუმჯობესონ ქვეყნებისა და მათი დედაქალაქების სტატიები. სტატიის მინიმალური შეფასებაა 1 ქულა, ხოლო მაქსიმალური — 5 ქულა.

სტატია 15 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით უნდა იყოს გაუმჯობესებული და მომხმარებლის მიერ კონკურსის განმავლობაში დამატებული ინფორმაცია იყოს მინიმუმ 15 000 ბაიტი და 700 სიტყვა. შეფასების კრიტერიუმები დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.


სტატიების სიის სანახავად გადადით


გაუმჯობესებული სტატიების სია
სტატიის გაუმჯობესების შემდეგ დაამატეთ ის პროგრამაში

წესები

მოთხოვნები სტატიისათვის
  • სტატია გაუმჯობესებული უნდა იყოს თქვენ მიერ 2020 წლის
    15 ივლისის 0:00 (UTC)-დან - 15 აგვისტოს, 23:59 (UTC)-მდე.
    UTC დროის სანახავად დააჭირეთ აქ.
    საქართველო UTC+4 დროის სარტყელში მდებარეობს, შესაბამისად UTC 14:00 საათი საქართველოს დროით (UTC +4) 18:00 საათია. საქართველოს დროით კონკურსის ვადებია 2020 წლის 15 ივლისის 04:00-დან 16 აგვისტოს, 03:59-მდე
  • სტატიის გაუმჯობესების რიცხვითი მოცულობა უნდა იყოს სულ მცირე 15 000 ბაიტი და არანაკლებ 700 სიტყვა.
  • სტატია აუცილებლად შემოთავაზებული სიიდან უნდა იყოს და ვიკიპედიის ნებისმიერენოვანი სტატიის თარგმნით გაუმჯობესებული.
  • სტატია უნდა აკმაყოფილებდეს ვიკიპედიის საბაზისო კრიტერიუმებს.
  • სტატიას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ინფოდაფა (ქვეყნის ან ქალაქის შესაბამისად).
  • სტატიას მითითებული უნდა ჰქონდეს საკმარისი აკადემიური წყაროები; საეჭვო ან ურთიერთგამომრიცხავი წინადადებები გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი წყაროებით.
  • სტატია არ უნდა იყოს მანქანური თარგმანი და უნდა იყოს დაწერილი გამართული სალიტერატურო ენით.
  • სტატია უნდა იყოს უნაკლო (ქართული ვიკიპედიის წესებთან შესაბამისი ფორმატირება (ვიკიფიცირება), წყაროების გამოყენება და ციტირების წესები, ტეგებისა და თარგების სათანადო გამოყენება, ილუსტრირება) კონკურსის დასრულებისთვის, ანუ 16 აგვისტოს, 04:00 (UTC)-თვის.
  • სტატია უნდა იყოს ინფორმაციული.
  • დაუშვებელია პლაგიატი — თუ სტატია იქნება დაწერილი მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით, მაშინ სტატიის ტექსტი სრულიად გადასხვაფერებული უნდა იყოს და არ ემთხვეოდეს წყაროს ტექსტს.
სავალდებულო მოთხოვნები კონკურსანტისადმი
  • კონკურსანტი დარეგისტრირებული უნდა იყოს ვიკიპედიაში.
  • ყოველი კონკურსანტი მონაწილეობს მხოლოდ ერთი ანგარიშით.
  • მონაწილეს ანგარიშზე მიბმული უნდა ჰქონდეს ელექტრონული ფოსტის მისამართი.
აკრძალვები
  • კონკურსის კოორდინატორისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
  • ჟიურის წევრებისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
  • ვმ საქართველოს ბორდის წევრებისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
  • აკრძალულია ერთდროულად ორ ან მეტ სტატიაში თარგ {{subst:მუშავდება}}-ს გამოყენება.
პასუხისმგებლობა
  • საბოლოო გადაწყვეტილებას ამა თუ იმ სტატიის მიღების ან უარყოფის შესახებ ადგილობრივი ვიკიპედიის ჟიური იღებს.
  • ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
  • ჟიურის შეუძლია აუკრძალოს კონკურსში მონაწილეობა კონკურსანტს კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე და ყველა იმ შემთხვევაში, რომელიც, ჟიურის მოსაზრებით, ეწინააღმდეგება „სამართლიანი თამაშის“ წესს.
  • კონკურსის ორგანიზატორები არ არიან პასუხისმგებელნი, თუ კონკურსის მონაწილემ დაარღვია საავტორო უფლებები.
  • კონკურსის ორგანიზატორები არ არიან პასუხისმგებელნი კონკურსის მონაწილეთა მიერ შექმნილი გვერდების ვიკიპედიიდან შესაძლო წაშლაზე.

პრიზი

„ვიკიმედია მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ კონკურსში მიღებული ქულების რაოდენობით გამარჯვებულ მონაწილეებს (ხუთი საპრიზო ადგილი) დააჯილდოებს შემდეგი პრიზებით:

  • პირველი ადგილი : ველოსიპედი
  • მეორე ადგილი : ტელესკოპი
  • მესამე ადგილი : ყავის აპარატი (მეამა)
  • მეოთხე ადგილი : სმარტ საათი
  • მეხუთე ადგილი : გარე დამტენი (PowerBank)

შენიშვნა: საპრიზო ადგილების პრეტენდენტებმა სრულყოფილად მინიმუმ 5 სტატია მაინც უნდა გააუმჯობესონ.

კოორდინატორი

ჟიური

შედეგები

შედეგების სანახავად გადადით ამ ბმულზე

ორგანიზატორი

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი
contests(_AT_)wikimedia.ge