შინაარსზე გადასვლა

გიზო გაბესკირია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
რესურსები ინტერნეტში: // რედაქტირება Wikiplus-ით
 
(3 შუალედური ცვლილებები იმავე მომხმარებლის მიერ არ არის ნაჩვენები)
ხაზი 17: ხაზი 17:
* [http://geocinema.ge//ka/persons/5371 გიზო გაბესკირია] — [[ეროვნული ფილმოგრაფია]]
* [http://geocinema.ge//ka/persons/5371 გიზო გაბესკირია] — [[ეროვნული ფილმოგრაფია]]
* {{imdb name|0300045|გიზო გაბესკირია}}
* {{imdb name|0300045|გიზო გაბესკირია}}

== სქოლიო ==
{{სქოლიო}}


{{DEFAULTSORT:გაბესკირია, გიზო}}
{{DEFAULTSORT:გაბესკირია, გიზო}}
ხაზი 24: ხაზი 27:
[[კატეგორია:საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები]]
[[კატეგორია:საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები]]
[[კატეგორია:სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები]]
[[კატეგორია:სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები]]
[[კატეგორია:თბილისში დაბადებულები]]
[[კატეგორია:საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები (1965)]]
[[კატეგორია:თბილისის საპატიო მოქალაქეები (2024)]]

უკანასკნელი რედაქცია 20:21, 5 ოქტომბერი 2024-ის მდგომარეობით

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურამ გაბესკირია (მრავალმნიშვნელოვანი).

გურამ (გიზო) გაბესკირია (დ. 12 აპრილი, 1936, თბილისი) — ქართველი რეჟისორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980).

1965 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი, 1971 წელს საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

1971 წელს კონოსტუდია „მოსფილმში“ თავისივე სცენარით გადაიღო სამნაწილიანი სადიპლომო მხატვრული ფილმი „პირველი გზა“. 1972 წლიდან მუშაობს კონცერნ „ქართულ ფილმში“. არის შემდეგი ფილმების დამდგმელი რეჟისორი: „დათა თუთაშხია“ (1977 წელი, გიგა ლორთქიფანიძესთან ერთად), „ვასილ კიკვიძე“ (1980 წელი გ. კალატოზიშვილთან ერთად), „ზღვის მაშვრალნი“ (1986 წელი, „ქართული ფილმისა“ და საფრანგეთის „პატესინემას“ ერთობლივი ნამუშევარი ე. საშენთან ერთად). 1987 წელს სახელმწიფო კინოკომიტეტის სატარიფიკაციო საბჭომ მიანიჭა მხატვრული ფილმების რეჟისორის უმაღლესი კატეგორიის კვალიფიკაცია; 1991 წელს დაინიშნა „ქართული ფილმის“ მე-2 შემოქმედებითი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელად; 1992 წელს აირჩიეს კინოკორპორაცია „ქართული ფილმის“ კინოსტუდია „ფრესკას“ სამხატვრო ხელმძღვანელად; 1997 წლიდან მუშაობს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის პედაგოგიურ უნივერსიტეტში; 2001–2004 წლებში საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე; 2006 წლიდან არის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის საპატიო პროფესორი.

1979 წლიდან იყო საკავშირო კინემატოგრაფისტთა კავშირის, ხოლო 1991 წლიდან არის საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 25 ადამიანს მიენიჭა“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)