თბილისის საპატიო მოქალაქეები
თბილისის საპატიო მოქალაქე — წოდება დაწესდა თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1979 წლის 26 ოქტომბრის დადგენილებით. 1979 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულომ მიიღო ახალი დებულება თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების შესახებ. დებულების თანახმად, წოდებას ანიჭებს თბილისის მერი სახელმწიფო ან საზოგადო ორგანიზაციის წარდგინებით, რომელსაც წინასწარ იხილავს თბილისის მერიასთან არსებული მრჩეველთა საბჭო. წოდება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებს თბილისის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის; უცხო სახელმწიფო მოქალაქეებს — განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და თბილისის წინაშე. წოდებას ძირითადად ანიჭებენ ყოველი წლის ოქტომბერში „თბილისობის“ დღესასწაულზე. თბილისის საპატიო მოქალაქეს გადაეცემა ამ წოდების დიპლომი და სხვა რეგალიები, ამასთან თბილისში მცხოვრები სარგებლობს სხვადასხვა შეღავათით.
ქვემოთ მოტანილია თბილისის საპატიო მოქალაქეების სია წლების მიხედვით:
1979 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლადო გუდიაშვილი — საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
- კონსტანტინე ილურიძე — ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მჭედელი, სოციალისტური შრომის გმირი.
- აკაკი შანიძე — ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
- შუშანა ჩიქოვანი — საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი.
1980 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ირაკლი აბაშიძე — პოეტ-აკადემიკოსი
- ვერიკო ანჯაფარიძე — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
- ნიკოლოზ კეცხოველი — ბოტანიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
- ვალერიან ჭელიძე — გაერთიანება „თბილქალაქმშენის“ მე-14 ტრესტის მშენებელთა ბრიგადის ხელმძღვანელი, სოციალისტური შრომის გმირი.
1981 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ელგუჯა ამაშუკელი — საქართველოს სახალხო მხატვარი, მხატვართა კავშირის თავმჯდომარე.
- ანდრია ბალანჩივაძე — კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი.
- ვლადიმერ ბურაკოვსკი — კარდიოქირურგი.
- ვიქტორ კუპრაძე — მათემატიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
- გიორგი კურტანიძე — თბილისის ფოლად-თუჯსამსხმელო ქარხნის ბრიგადირი.
- ნინო რამიშვილი — მოცეკვავე, ქორეოგრაფი, საქართველოს სახალხო არტისტი.
- ილია სუხიშვილი — მოცეკვავე, ქორეოგრაფი, საქართველოს სახალსო არტისტი.
1982 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიქტორ ამბარცუმიანი — ასტროფიზიკოსი, სომხეთის სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და პრეზიდენტი.
- გივი გაჩეჩილაძე — თბილისის ვაგონშემკეთებელი ქარხნის ხარატი.
- სესილია თაყაიშვილი — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
- ირაკლი თოიძე — მხატვარ-გრაფიკოსი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
- კარლო კალაძე — პოეტი და დრამატურგი.
- თენგიზ მენთეშაშვილი — სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი.
- ნიაზი — აზერბაიჯანელი კომპოზიტორი, დირიჟორი და საზოგადო მოღვაწე.
- ევგენი პრიმაკოვი — სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი.
- ევგენი ხარაძე — ასტრონომი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.
- უჩა ჯაფარიძე — საქართველოს სახალხო მხატვარი.
1983 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მანანა აბრამიშვილ-ფეტვიაშვილი — მრავალშვილიანი დედა.
- მერაბ ბერძენიშვილი — მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი.
- ავლიპი ზურაბაშვილი — ფსიქიატრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
- ანა კალანდაძე — პოეტი.
- ლევ კულიჯანოვი — კინორეჟისორი, სსრკ კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის პირველი მდივანი.
- ოთარ ლითანიშვილი — საქართველოს სახალხო მხატვარი, თბილისის მთავარი მხატვარი.
- გურამ მეტონიძე — საწარმოო გაერთიანება „ელმავალმშენებლის“ ელექტრომემონტაჟე.
- გიორგი ტოვსტონოგოვი — ლენინგრადის მაქსიმ გორკის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი, სსრკ სახალხო არტისტი.
- გიორგი ცაბაძე — კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი.
1984 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გრიგოლ აბაშიძე — პოეტ-აკადემიკოსი.
- ვასილ ბოროდავკა — ქარხანა „ცენტროლიტის“ მუშა, სოციალისტური შრომის გმირი.
- გიორგი დანელია — კინორეჟისორი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
- ირაკლი ციციშვილი — არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე, საბჭოთა კავშირის გმირი.
1985 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნატალია ბურმისტროვა — თბილისი გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის მსახიობი, სსრკ სახალხო არტისტი.
- ოთარ თაქთაქიშვილი — კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი.
- ტრიფონ როსტიაშვილი — გ. დიმიტროვის სახ. საავიაციო საწარმოო გაერთიანების ხარატთა ბრიგადირი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
- შოთა ყავლაშვილი — თბილისის მთავარი არქიტექტორი, შოთა რუსთაველიუს სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
- ედუარდ შევარდნაძე — სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრი.
1986 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვახტანგ ბერიძე — ხელოვნების ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი.
- გიორგი გულია — მწერალი, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული მოღვაწე.
- ოდისეი დიმიტრიადი — დირიჟორი, საქართველოს სახალხო არტისტი.
- მიხეილ თუმანიშვილი — რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი.
- ნინო პანკოვა — თბილიის წინდების საწარმოო გაერთიანება „კრწანისის“ მქსოველი.
- ვერა ქემაშვილი — თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატის „საბჭოთა საქართველოს“ ბრიგადირი.
- სიმონ ხეჩინაშვილი — ოტორინოლარინგოლოგი, თბილისის ექიმთა დახელოვნელბის ინსტიტუტის დირექტორი, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
1987 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზურაბ ანჯაფარიძე — მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის კონსერვატორის დირექტორი.
- თინათინ ასათიანი — ფიზიკოსი, ერევნის ფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე, ფიზიკა — მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ლენინური პრემიის ლაურეატი.
- რაშიდ მაჯიდ-ოღლი ბეიბუთოვი — მომღერალი, სსრკ სახალხო არტისტი, აზერბაიჯანის მირზა ფათალი ახუნდობის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი.
- სერგი დურმიშიძე — ბიოქიმიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე- პრეზიდენტი, აკადემიკოსი.
- ქეთევან ლომთათიძე — ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.
- გრიგოლ ტერეშჩენკო — მოწინავე მუშა.
1988 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიქტორ გოცირიძე — „თბილგვირაბმშენის“ სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
- ალექსანდრე დათაშვილი — „თბილგვირაბმშენის“ ზეინკალ მემონტაჟეთა ბრიგადირი.
- მარიამ ლორთქიფანიძე — ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თსუ საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე.
- ბორის პაიჭაძე — ფეხბურთელი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
- მელორ სტურუა — ჟურნალისტი, გაზეთ „იზვესტიის“ საერთაშორისო მიმომხილველი.
- მედეა ჯაფარიძე — კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
1995 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნანი ბრეგვაძე — საესტრადო მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი.
- ვალერიან გუგუნავა — სოციალისტური შრომის გმირი, ომის ვეტერანი.
- მურმან ლებანიძე — პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
- თეიმურაზ ჩირგაძე — ექიმი, ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.
1996 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგი (გიგა) ბათიაშვილი — არქიტექტორი, ძველი თბილისის აღდგენა-რეგენერაციის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი.
- ბიძინა კვერნაძე — კომპოზიტორი.
- გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე — რეჟისორი, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე.
- კოტე მახარაძე — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
- ნურსულთან ნაზარბაევი — ყაზახეთის პრეზიდენტი.
- ანატოლი სობჩაკი — სანქტ-პეტერბურგის ყოფილი მერი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.
- რობერტ სტურუა — რეჟისორი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
- ჯანსუღ ჩარკვიანი — პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ჟურნალ „დროშის“ რედაქტორი.
- გიორგი ჩუბინიშვილი — „თბილისის ქალაქპროექტის“ მთავარი ინჟინერი.
- აკაკი ძიძიგური — საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
1997 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ასკარ აკაევი — ყირგიზეთის პრეზიდენტი.
- კარლო მეგრელიშვილი — საქართველოს დამსახურებული ინჟინერი.
- ვახტანგ ტაბლიაშვილი — რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი.
- რამაზ ჩხიკვაძე — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
- სოფიკო ჭიაურელი — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
- ოთარ ჯაფარიძე — არქეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
1998 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანდრია აფაქიძე — ისტორიკოსი, არქეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, აკადემიკოსი.
- ჯანო ბაგრატიონი (ირაკლის ძე) — საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე.
- გიორგი (გია) ბადრიძე — კინოდრამატურგი.
- ფრიდონ თოდუა — ექიმი, დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორი.
- ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე — საესტრადო მომღერალი, მსახიობი.
- რობერტ ქოჩარიანი — სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი.
- დიმიტრი (ჯუნა) მიქატაძე — მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი.
- ვახტანგ მოსიძე — ფიზიოლოგო, ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
- ბინიამინ ნეთანიაჰუ — ისრაელის პრემიერ-მინისტრი.
- მსტისლავ როსტროპოვიჩი — მუსიკოსი, ვიოლონჩელისტი.
- ვახტანგ სალარიძე — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
- მიხეილ ქვლივიძე — პოეტი.
- კონსტანტინე წერეთელი — აღმოსავლეთმცოდნე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
1999 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვაჟა აზარაშვილი — კომპოზიტორი, კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე.
- ვახტანგ ბალავაძე — სპორტსმენი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში.
- ლეონიდე ბოკერია — ქირურგი, რუსეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მოსკოვის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორი.
- გრიგოლ (გივი) თოიძე — მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი.
- გურამ ლორთქიფანიძე — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
- როინ მეტრეველი — ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თსუ რექტორი.
- იზა ორჯონიკიძე — პოეტი, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერეტურის მუზეუმის დირექტორი.
- კონსტანტინოს სტეფანოპულოსი — საბერძნეთის პრეზიდენტი.
- თენგიზ სუხიშვილი — საქართველოს სახალხო არტისტი, „ქართული ნაციონალური ბალეტის“ დირექტორი.
- ირაკლი ციციშვილი — პედიატრი, პროფესორი.
- ფრიდონ ხალვაში — პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
2000 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თამაზ გამყრელიძე — ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი.
- ნონა გაფრინდაშვილი — მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თანაპრეზიდენტი.
- პანტიკო (ვაჟა) თორდია — შპს „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორი.
- ნათელა იანქოშვილი — საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
- ამირან კავკასიძე — ექიმი, საზოგადოება „თბილისელის“ ვიცე-პრეზიდენტი.
- ზაალ კახიანი — მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
- ნოდარ ლომოური — ისტორიკოსი, პროფესორი, შ. ამირანაშვილი სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორი.
- ომარ მხეიძე — მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი.
2001 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გოგი ალექსი-მესხიშვილი — ფერმწერი, სცენოგრაფი, საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
- ჭაბუა ამირეჯიბი — მწერალი, შოთა რუსთაველის სახელობის და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
- პაატა ბურჭულაძე — მომღერალი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი.
- კარლო ლეკიშვილი — მეცნიერი მანქანათმშენებლობის დარგში, სახელმწიფო სამხედრო-კვლევითი ცენტრის „დელტას“ გენერალური დირექტორი.
- ვლადიმერ პატეიშვილი — საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი, საქართველოს ბანკის პრეზიდენტი.
- გურამ საღარაძე — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის და სსრკ სახელმწიფო პრემიების ლაურეატი.
- თენგიზ ღვინიაშვილი — მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი.
- გიორგი შხვაცაბაია — მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
- რევაზ ჩხეიძე — კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, საერთაშორისო და საკავშირო კინოფესტივალების მრავალი პრემიისა და მთავარი პრიზების მფლობელი.
2002 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალექსანდრე ბასილაია — კომპოზიტორი
- თამარ დეკანოსიძე — ექიმი
- გივი ინწკირველი — სამართალმცოდნე
- დორიან კიტია — ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- ზურაბ ლეჟავა — მხატვარი
- მერაბ მერაბიშვილი — მოქანდაკე
- თამაზ ჩხენკელი — პოეტი, მწერალი
- ზურაბ წერეთელი — მხატვარი
- მედეა ჯუღელი — სპორტსმენი
- მედეა ჩახავა — მსახიობი
- ვოვა კანდელაკი — მხატვარი
2003 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რევაზ ამაშუკელი — პოეტი
- ალბერტ თავხელიძე — მეცნიერი
- ლამარა მარგველაშვილი — მასწავლებელი
- ლევ მარკიზი — მუსიკოსი
- მურაზ მურვანიძე — მხატვარი
- გიზო ნიშნიანიძე — მწერალი
- მერაბ ფიჩხაძე — მეცენატი
- ნოდარ ყიფშიძე — ექიმი
- თამაზ შილაკაძე — მეგზევე, ინჟინერი
- ბორის წიფურია — მსახიობი
- ვახტანგ ხუციძე — ექიმი
- რაფაელ ჩიმიშკიანი — სპორტსმენი
- გურამ საღარაძე — სპორტსმენი
- ლევან თედიაშვილი — სპორტსმენი
- დავით ციმაკურიძე — სპორტსმენი
2004 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნუნუ დუღაშვილი — კომპოზიტორი
- იაკობ ქიტესოვი — არღნის ოსტატი
- ვანიკო მაჭავარიანი — მომღერალი, თბილისის კოლორიტი
- ჯემალ აჯიაშვილი — მწერალი
- ჟენ მარკ ერო — ნანტის მერი
- მარკ მალკოვიჩ III — მუსიკოსი
2005 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიქტორ სანეევი — სპორტსმენი
- ემირ ბურჯანაძე — მხატვარი
- კარლ ლაუფცი — ზაარბრუკენის მერი
2006 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კონსტანტინე ჩოლოყაშვილი — ეთნოგრაფი, მუზეუმოლოგი
- ერგუნ ათაბაი (გურამ ქოქოლაძე) — ბიზნესმენი, ქველმოქმედი
- არტემ არუთინოვი — 109-ე სკოლის დირექტორი, მეთოდისტი ისტორიაში
2007 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გია ყანჩელი — კომპოზიტორი
- ვაჟა ორბელაძე — არქიტექტორი
- იანუშ შევჩუკი — ბიზნესმენი
2008 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კლაუს ჰიპი — გერმანელი მეწარმე და მეცენატი
- ჟილბერ ალბერი — შვეიცარიელი იუველირი
- ჰენრი პარი — ინგლისელი ფიზიოლოგი
- ტარიელ ქუთათელაძე — არქიტექტორი
- თეიმურაზ ბერიძე — ისტორიკოსი
- ალი ისაევ-ავარსკი — ავარიელი პოეტი და მსახიობი
2009 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოთარ რამიშვილი — მომღერალი
- ანტონ მირაქიშვილი — ოტორინოლარინგოლოგი
- იისა კოაზოი — ინგუში მწერალი და საზოგადო მოღვაწე
- მიქაილ ჯამაროვი — ბაქოს ყოფილი მერი
- ვერა წიგნაძე — ქორეოგრაფი
- ბესარიონ გელდიაშვილი — არქიტექტორი
- ელისო ვირსალაძე — პიანისტი
- ნანა ალექსანდრია — მოჭადრაკე
- რეჯებ ჟორდანია — საფრანგეთის ქართული სათვისტომოს წარმომადგენელი, ნოე ჟორდანიას ვაჟი
- მარიკა კვალიაშვილი — კომპოზიტორი
- ლეილა აბაშიძე — მსახიობი
- რუსუდან სებისკვერაძე — კომპოზიტორი
- გომარ სიხარულიძე — კომპოზიტორი
- თენგიზ ახმეტელი — ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
2010 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პაულ კუმერი — ქ. ინსბრუკის წარმომადგენელი
- ავთანდილ კვეზერელი–კოპაძე — მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
- თამაზ გერსამია — არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე
- მანაბა მაგომედოვა — დაღესტნელი მხატვარი, ოქრომჭედელი
- ალექსეი ფადეეჩევი — რუსეთის სახალხო არტისტი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი
- შალვა დავითაშვილი — კომპოზიტორი
- მერაბ სარელი — პროფესორი
- მარეხ გოძიაშვილი — საქართველოს დამსახურებული არტისტი
- თეიმურაზ წიკლაური — საქართველოს დამსახურებული არტისტი
- გასტონ ბუაჩიძე — ლიტერატორი, მთარგმნელი
- თემურ ჩხეიძე — რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი
- გივი ბერიკაშვილი — საქართველოს დამსახურებული არტისტი
- ნათელა ურუშაძე — თეატრმცოდნე
2011 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იოვანა - ბერძენი მომღერალი
- ოლეგ ბასილაშვილი — მსახიობი
- თამაზ გოგოტიშვილი — ხელოვნების დარგის მოღვაწე
- ვახტანგ ტატიშვილი — ანსამბლ ივერიის სოლისტი
- ნუნუ გაბუნია — კომპოზიტორი
- მოსე მდინარაძე — მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი
- მერი დავითაშვილი — კომპოზიტორი
- შოთა ხეცურიანი — მედიცინის მეცნიერაბათა დოქტორი
- ლევან ალექსიძე — იურიდიულ მეცნიერაბათა დოქტორი
- იოსებ ნანობაშვილი — ვენაში მოღვაწე ქირურგი
- სულიკო კოროშინაძე — მომღერალი
- მაია ჩიბურდანიძე — მოჭადრაკე
- მანანა თანდაშვილი — ფრანკფურტში მოღვაწე ფილოლოგი
- კენეტ ვოკერი — ატლანტიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი
- ჰაოლ დელ პიანკო — „რომუალდო დელ ბიანკოს“ ფონდის წევრი
- სალიხ გურტუევი — ბალყარელი პოეტი.
2012 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯამლეტ ხუხაშვილი — სპორტული კომენტატორი
- ბიძინა მურღულია — ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის აკადემიკოსი
- ცისანა ტატიშვილი — საოპერო მომღერალი
- მიხეილ დავიდოვი — რუსი ექიმი-ონკოლოგი
- კახა ცაბაძე — კომპოზიტორი
- შახინ პრიფ ოღლი მოვსუმოვი — აზერბაიჯანელი მეწარმე, თბილისის მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის, „დირსის“ ინვესტორი.
2013 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თამაზ ჭილაძე — მწერალი
- ამირან შალიკაშვილი — მსახიობი
- მზია ნადირაძე — ილია ჭავჭავაძის მემორიალური მუზეუმის ხელმძღვანელი
- ციალა კალმახელიძე — ბიბლიოთეკარი
- ქეთი მატაბელი — მხატვარი
- რამინ მიქაბერიძე — მომღერალი
- თემურ ყვითელაშვილი — მუსიკოსი
- თამაზ ჭელიძე — გეოფიზიკოსი
- გიორგი ჩლიაძე — კომპოზიტორი
- თეიმურაზ ბაბუნაშვილი — მეცნიერი-ეკონომისტი
- ჯემალ ბაღაშვილი — მუსიკოსი
- ნუგზარ შარია — ჟურნალისტი, მსახიობი
- ნოდარ გიორგაძე — ბიზნესმენი
- თენგიზ დოლიძე — თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელი
- ანზორ ტარყაშვილი — ავტობუსის მძღოლი
- გელა ჩარკვიანი — დიპლომატი
- მალხაზ სონღულაშვილი — საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი
- მალგოჟატა გოშევსკა (Małgorzata Gosiewska) — პოლონელი პოლიტიკური მოღვაწე, საქართველო–პოლონეთის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე.[1]
2014 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლამარა აბაშმაძე — მეტროსადგურების პროექტების ავტორი
- ანზორ ერქომაიშვილი — ლოტბარი
- გურამ ბზვანელი — კომპოზიტორი
- კახი კავსაძე — მსახიობი
- ბაჩანა ბრეგვაძე — ფილოსოფოსი, მთარგმნელი და მწერალი
- ივა ბერაძე — ოფთოლმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
- გია ჭირაქაძე — მომღერალი, ანსამბლ „ქართული ხმების“ წევრი
- გივი ღამბაშიძე — არქეოლოგი, დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის დირექტორი
- რიჩარდ ნორლანდი — ამერიკელი დიპლომატი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში
- იუვალ ფუქსი — ისრაელის ელჩი საქართველოში.
2015 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯუმბერ ბერაძე — მოცეკვავე
- ფოლად ბულბულ ოღლი — მომღერალი
- ქეთევან დოლიძე — რეჟისორი
- ლაშა თაბუკაშვილი — მწერალი
- ბესიკ იაშვილი — ექიმი
- ალექსანდრე კორსანტია — პიანისტი
- ომარ ნაფეტვარიძე — არქიტექტორი
- მზექალა შანიძე — მეცნიერი
- გივი შაჰნაზარი — მთარგმნელი
- გიორგი შენგელაია — რეჟისორი
- გიორგი (გია) ჯაფარიძე — მხატვარი
დაჯილდოების ცერემონია, „თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში, ეროვნული მუზეუმის ეზოში გაიმართა. დედაქალაქის მერმა საპატიო მოქალაქეებს სიგელები და თბილისის სიმბოლური გასაღები გადასცა. სიმბოლური გასაღები საპატიო თბილისელებთან ერთად ქართველმა მორაგბეებმაც მიიღეს. ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ „ბორჯღალოსნებს“ „წლის წარმატებული სპორტსმენის“ სპეციალური სამკერდე ნიშნებიც გადასცა.
2016 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლალი ბადურაშვილი — მსახიობი
- რევაზ გაბრიაძე — მხატვარი, მწერალი, თეატრისა და კინოს რეჟისორი
- რობერტ გოგოლაშვილი — ლოტბარი და მომღერალი
- დიმიტრი ერისთავი — მხატვარი
- ლიანა ისაკაძე — მევიოლინე და დირიჟორი
- გიორგი კვესიტაძე — აკადემიკოსი
- ნოდარ მგალობლიშვილი — მსახიობი
- გელა მუხაშავრია — ექიმი
- ფრიდონ სულაბერიძე — მოცეკვავე და ქორეოგრაფი
- თამარ სხირტლაძე — მსახიობი
- ალექსანდრე ჩივაძე — ვეტერანი ფეხბურთელი
- ლევან ჭაჭიაშვილი — ექიმი
- ჯემალ ჭკუასელი — ანსამბლ „ერისიონის“ ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი
2017 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლადო ათანელი — ბარიტონი
- თამაზ ტყემალაძე — პუბლიცისტი
- რომან შაქარიშვილი — ნევროლოგი
- ალექსანდრე მეტრეველი — ყოფილი ჩოგბურთელი
- იოჰანეს ჰანი — ევროკომისარი
- მერაბ თავაძე — მსახიობი და რეჟისორი
- გულიკო ჩაფიძე — ექიმი
- დემიკო ლოლაძე — ფოტოჟურნალისტი და მწერალი
- ეთერ ქემერტელიძე — მეცნიერი და ქიმიკოსი
- ზაიარა დავარაშვილი — ისტორიკოსი და ებრაული ენის პედაგოგი
- ვაჟა დურგლიშვილი — კომპოზიტორი
- თამარ ყურაშვილი (თათუზა) — მუსიკოსი
- ზაზა ფაჩულია — კალათბურთელი
2018 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქეთი მელუა — მუსიკოსი
- მიხეილ ბარიშნიკოვი — ამერიკაში მოღვაწე მოცეკვავე და ქორეოგრაფი
- ლანა ღოღობერიძე — კინორეჟისორი
- ელგუჯა მეძმარიაშვილი — გენერალ-მაიორი, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორი
- გიული ჩოხელი — ჯაზ-შემსრულებელი
- თენგიზ უთმელიძე — მოცეკვავე („სუხიშვილები“)
- გაიოზ კანდელაკი — თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ დამაარსებელი
- მაია მანია — არქიტექტურის ისტორიკოსი
- კონსტანტინე მარდალეიშვილი — ექიმი, ონკოლოგი
- ნოდარ ცერცვაძე — ჰიდროგეოლოგიის მკვლევარი
- ვლადიმერ კახაძე — ექიმი, ულტრასონოგრაფისტი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე (1998-2002)
- თემურ ჩალაბაშვილი — მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი
- შაბთაი ცური — ებრაელი დიპლომატი, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თანათავმჯდომარე
- ვახტანგ კახიძე — კომპოზიტორი და დირიჟორი
- ნიკოლოზ რაჭველი — დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი
2019 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიოზალ დუმოევი — „თბილსერვის ჯგუფის“ მეეზოვე
- გივი მამულაშვილი —„თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების ოსტატი
- ავთანდილ კობახიძე — გვირაბ ნაგებობათა სამსახურის თანამშრომელი
- ვალერიან მეთაფლიშვილი — თბილისის სატრანსპორტო კომპანია, N1 ავტობუსის მძღოლი
- როგნეტა კუჭავა — ბიბლიოთეკათმცოდნე
- მეია მეგრელიშვილი — 27-ე ბაგა-ბაღის მუსიკის პედაგოგი
- ნიკო ლეკიშვილი — თბილისის ყოფილი მერი.
2020 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გურამ დოჩანაშვილი — ქართველი კლასიკოსი მწერალი
- ამირან გამყრელიძე — დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი
- პაატა იმნაძე — დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში
- მარინა ენდელაძე — ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების გამგე
- თენგიზ ცერცვაძე — ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი
- მარინა ეზუგბაია — ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის სამედიცინო დირექტორი
- ლევან გოფოძე — თბილისის აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის იგივე რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი
- ლევან რატიანი — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი
- ელზა ვაშაკიძე — თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ განყოფილებათა კათედრის ხელმძღვანელი
- დავით გადელია — აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი
2021 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რისმაგ გორდეზიანი — მეცნიერი, ფილოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, აკადემიკოსი;
- აკაკი ნადარეიშვილი — ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
- ირაკლი ფავლენიშვილი — ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
- რამაზ ყურაშვილი — ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
- დავით კვაჭაძე — ფოტოგრაფი, კრივის სამგზის ჩემპიონი და სპორტის დამსახურებული ოსტატი;
- ლილი კინწურაშვილი — ქალაქის დასუფთავების სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მთავარ სპეციალისტს, რომელიც უკვე 49 წელია მუნიციპალიტეტს ემსახურება;
- ელგუჯა ბურდული — მსახიობი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი;
- პაატა კერვალიშვილი — ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებში აღიარებული მეცნიერი ატომური ენერგიის მიმართულებით;
- ინგა ჯიბუტი — ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, ტერმინოლოგი, საქართველოს ტერმინოლოგთა ასოციაციის თანადამფუძნებელი;
- ბადრი ქუთათელაძე — მწერალი, პოეტი და მკვლევარი; ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატი; საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი; ღირსების ორდენის კავალერი;
- გრიგოლ ჩიგოგიძე — თეატრმცოდნე და ჟურნალისტი, ახალგაზრდა კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალის თბილისური აისის დამფუძნებელი და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ ოქროს ფრთის ლაურეატი;
- დავით მუსხელიშვილი — ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი.
- გივი ღამბაშიძე — პროფესიით ზეინკალი, რომელიც სხვადასხვა დროს თბილისის მეტროპოლიტენში ზეინკლად და სამურნეო საამქროს თანამშრომლად მუშაობდა. გივი ღამბაშიძის თაოსნობით განაშენიანდა საწარმოო ტერიტორია და გაიმართა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. წლების განმავლობაში ის შეუცვლელ როლს ასრულებდა თბილისის მეტროპოლიტენის გამართულად მუშაობაში.
2022 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შალვა ამონაშვილი — პედაგოგი
- რევაზ ასათიანი — ინჟინერი
- თენგიზ არჩვაძე — მსახიობი
- ვან ბაიბურთი — ჟურნალისტი
- გურამ ბექაია — მეცნიერი
- დემნა გვასალია — დიზაინერი
- მაია გოთუა — ექიმი
- ვახტანგ დავითაია — არქიტექტორი
- ბადრი ვადაჭკორია — ფოტოგრაფი
- ლაურა იაშვილი — მუსიკოსი
- მერაბ კოკოჩაშვილი — კინორეჟისორი
- ჯემალ სეფიაშვილი — კომპოზიტორი
- ელიზაბეტ სომბარი (Elizabeth Sombart) — პიანისტი
- მინდია უგრეხელიძე — იურისტი
- ჯემალ ღაღანიძე — მსახიობი
- ელდარ შენგელაია — კინორეჟისორი
- ტარიელ ჭანტურია — პოეტი
- ილია ხეროდინაშვილი — მეცნიერი
- ვახტანგ ჯავახაძე — პოეტი
- ჰასან ჰასანოვი — დიპლომატი
2023 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არჩილ ხომასურიძე — რეპროდუქტოლოგი, ენდოკრინოლოგი
- ჟანრი ლოლაშვილი — თეატრისა და კინოს მსახიობი, მხატვარი
- ნუგზარ უბერი — პედიატრი
- ალექსანდრე კოტორაშვილი — ფოტორეპორტიორი
- რამაზ გახოკიძე — ქიმიკოსი
- გია ბაღაშვილი — მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნებათმცოდნე
- გურანდა გრიგორაშვილი — ექიმი, მეცნიერი
- ნანა ფაჩუაშვილი — თეატრისა და კინოს მსახიობი
- თამაზ მაღლაკელიძე — ექიმი-პულმონოლოგი
- ამირან ქორიძე — მეან-გინეკოლოგი
- გურამ ახალაია — პედაგოგი
- მურმან ჯინორია — თეატრისა და კინოს მსახიობი
- ლია სტურუა — პოეტი
- ლეო ანთაძე — თეატრისა და კინოს მსახიობი
- იმედა კახიანი — კინომსახიობი
- იამზე დოლაბერიძე — მოცეკვავე
- ლევან ლაღიძე — მხატვარი
- დავით მაღრაძე — პოეტი, პოლიტიკოსი
- რადიშ თორდია — მხატვარი
- ავთო მახარაძე — თეატრისა და კინოს მსახიობი
- ზურაბ ლეჟავა — სპორტსმენი, მწვრთნელი, კარატეს ქართული სკოლის ფუძემდებელი
- მანანა ახმეტელი — მუსიკათმცოდნე, პედაგოგი
- მამუკა ჩარკვიანი — საესტრადო მომღერალი, კომპოზიტორი
- ევა ბაბალაშვილი — მხატვარი, მწერალი
- რევაზ არველაძე — ენერგეტიკოსი, ინჟინერი, პოლიტიკოსი
- ზაზა ავალიანი — ექიმი-ფტიზიატრი
2024
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზურაბ კახაბრიშვილი — ექიმი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების გუნდების მთავარი ექიმი
- მერაბ კილაძე — ზოგადი ქირურგი
- გიორგი ჭუმბურიძე — ორთოპედი-ტრავმატოლოგი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი
- დიმიტრი ბაზერაშვილი — ექიმი, პროფესორი
- გიზო გაბესკირია — რეჟისორი
- გვანჯი მანია — გეოგრაფი, ჟურნალისტი, თბილისობის დღესასწაულის დაწესების ერთ-ერთი ინიციატორი
- ბიძინა სონღულაშვილი — ინჟინერი
- ნათელა ვასაძე — ფილოლოგი, პროფესორი
- გელა ფარჩუკიძე — დირიჟორი
- ნელი სალაძე — სპორტსმენი, მწვრთნელი
- მზია აფრიდონიძე — მუსიკოსი, მხატვარი
- გურამ ბათიაშვილი — მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი
- კახა ქორიძე — არქიტექტორი, მსახიობი
- გოგი მარგველაშვილი — რეჟისორი
- თამაზ გოდერძიშვილი — მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი
- ნელი კობიაშვილი — ჟურნალისტი, პუბლიცისტი
- გივი სიხარულიძე — მსახიობი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი
- ვახტანგ ცუხიშვილი — არქიტექტორი
- ზურა ყიფშიძე — მსახიობი
- გურამ კალანდაძე — გეოლოგი
- ნელი ბერაია — მსახიობი და მხატვარი
- თენგიზ გაჩეჩილაძე — პედაგოგი, ჟურნალისტი
- თეიმურაზ ლეჟავა — ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, გენეტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი საქართველოში
- ოლესია თავაძე — მხატვარი
- ვილი სანიოლი — ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული ენციკლოპედია, „თბილისი“, გვ. 15, თბ., 2002 წელი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ წელს ”საპატიო თბილისელის” წოდება 18 ადამიანს მიენიჭა. მედიანიუსი. 06 ოქტომბერი, 2013 წ.