ხარი
იერსახე
ხარი — კასტრირებული (დაკოდილი) კურო. გამოირჩევა მაღალი შრომისუნარიანობით, მშვიდი ხასიათით, აქვს მკვრივი ჩონჩხი, მოკლე და ძლიერი კისერი. იყენებენ როგორც სახორცე და მუშა ცხოველს. ადრე, როგორც წესი, კოდავდნენ მსხვილი ჯიშებისა და ჯიშნარევ ცხოველებს. დღეისათვის უმთავრესად ერთი წლის, სანაშენო მიზნებისთვის გამოუსადეგარ ხბოებს კოდავენ და ხორცის მიღებისათვის კვებავენ. ყველაზე ხშირად კასტრაციას მიმართავენ იმ მეურნეობებში, სადაც მეხორცულ საქონელს საძოვარზე ყოლიობენ, რადგან ასე ხარების დიდ ჯგუფებად შენახვა ხელსაყრელია.
ლიტერატურა
- Сельцов В. И. Вол // Большая российская энциклопедия. т. 5. — М., 2006. — стр. 614.