პატარა ფლევი
იერსახე
პატარა ფლევი - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში (ფლევის ტერიტორიული ორგანო). შიდა ქართლის ვაკეზე. ზღვის დონიდან 870 მეტრი. ხაშურიდან 22 კილომეტრი. 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 133 კომლი, სულ 330 ადამიანი. სოფელში ორი ეკლესიაა: სამყვირალოს წმინდა გიორგის ეკლესია და ფლევის ღვთისმშობლის ეკლესია.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 709.