დამჩხრეულა
დამჩხრეულა, დამჩხეულა, — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ცხრამუხის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 700 მეტრის სიმაღლეზე, ხაშურიდან 6 კილომეტრის დაშორებით. ამჟამად სოფელში მუდმივი მოსახლეობა არაა. სოფლის სამხრეთით დგას წმინდა გიორგის ეკლესია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება დამჩხერალოს სახელით. შედიოდა ისტორიული საციციანოს შემადგენლობაში და წარმოადგენდა მის საზღვარს დასავლეთით (ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში აღწერილია როგორც მეოთხე სასპასპეტოს საზღვარი). ნიკოლოზ ბუნიათისშვილის 1730 წლის 6 იანვრის ნასყიდობის წიგნიდან ჩანს, რომ დამჩხერალო მას ქვიშხეთელი ვახუშტი აბაშიძისათვის მიუყიდია. სოფელს იხსენიებს იოანე ბატონიშვილი გვერდისძირის სოფლების აღწერისას (შედგენილია 1790-იან წლებში), მაგრამ ამ პერიოდში აქ მუდმივი მოსახლეობა არ ჩანს. მისი ხელმეორედ დასახლება იმერეთიდან გადმოსული ოჯახებით XIX საუკუნის დასაწყისიდან მოხდა. 1886 წელს სოფლის მოსახლეობა 186 ადამიანს შეადგენდა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ ცხოვრობს.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 0 | 0 | 0 |
2014[1] | 0 | 0 | 0 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 306.
- ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ. „ხაშურის მოამბე“, № 15, 8 აპრილი, 2019, გვ. 5.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II