შინაარსზე გადასვლა

ევროკავშირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევროპის კავშირი
ოფიციალური ენებზე
დევიზი: In varietate concordia
„ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“
ჰიმნი: Ode an die Freude
„ოდა სიხარულს“

{{{link alias-s}}} მდებარეობა
დედაქალაქიბელგიის დროშა ბრიუსელი
საფრანგეთის დროშა სტრასბურგი
ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი
ნიდერლანდების დროშა ჰააგა
გერმანიის დროშა ფრანკფურტი
უდიდესი ქალაქი პარიზი
ოფიციალური ენა
ტიპი სახელმწიფოთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური გაერთიანება
წევრობა
ლიდერები
 -  ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი
 -  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი
 -  ევროპის პარლამენტის პრეზიდენტები რობერტა მეცოლა
ფართობი
 -  სულ 4 233 262 კმ2 (მე-7)
 -  წყალი (%) 3,08
მოსახლეობა
 -  2020 შეფასებით 447 206 135 (მე-3)
 -  სიმჭიდროვე 106 კაცი/კმ2 
მშპ (მუპ) 2020 შეფასებით
 -  სულ $20.366 ტრილიონი (მე-3)
 -  ერთ მოსახლეზე $45 541 
აგი (2014) 0.899 (ძალიან მაღალი) 
ვალუტა ევრო (€)ევროზონის მასშტაბით
დროის სარტყელი UTC
UTC+1
UTC+2
UTC+3
Internet TLD .eu

ევროპის კავშირი (ინგლისურად - European Union, ფრანგულად - Union européenne), შემოკლებით ევროკავშირი - ევროპის სახელმწიფოთა მსხვილი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება, 1993 წლამდე ევროპული თანამეგობრობა (ინგლისურად - European Community, ფრანგულად - Communauté européenne) ერქვა. მისი წევრია ევროპის 27 სახელმწიფო, რომელთა საერთო ფართობია 3.892 ათასი კვ. კმ, მოსახლეობა - 455 მლნ. ერთობლივი ეროვნული პროდუქტისა და საგარეო ვაჭრობის მასშტაბებით ევროპის კავშირი წინ უსწრებს აშშ-ის და იაპონიას.

ევროკავშირის შექმნა

ევროპის ტერიტორიაზე, ევროკავშირის მასშტაბების სადარი ერთიანი სახელმწიფო გაერთიანებები იყო: დასავლეთ რომის იმპერია, ფრანკების სახელმწიფო, საღვთო რომის იმპერია. გასული ათასწლეულის განმავლობაში ევროპა დანაწევრებული იყო, მაგრამ იდეა მისი გაერთიანების შესახებ მუდამ არსებობდა. ამერიკული რევოლუციის შემდეგ კი გაჩნდა იდეა ევროპის შეერთებული შტატების შესახებ, რომელიც ხელახლა გაცოცხლდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ევროპამ ორი მსოფლიო ომი გადაიტანა, რამაც ყველა ქვეყანაში დატოვა კვალი - ათეულ მილიონობით მსხვერპლი, განადგურებული ქალაქები, დანგრეული ეკონომიკა, მოშლილი კომუნიკაციები. ევროპის სახელმწიფოებმა დაიწყეს გზებისა და საშუალებების ძიება მომავალში მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტიებისათვის. მათ თანდათან გააცნობიერეს ერთიანობისა და მჭიდრო თანამშრომლობის იდეა და დაადგნენ პრინციპულ პოლიტიკას, რომლის მიზანი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია, მშვიდობა და უსაფრთხოება იყო.

დასახული მიზნების განხორციელების გზაზე ევროპის სახელმწიფოებმა შეძლეს გვერდი აევლოთ სერიოზული კრიზისებისა და დაბრკოლებებისათვის, შეენარჩუნებინათ იდეების ხელშეუხებლობა და ურღვევობა. ევროკავშირის ძირითადად მიღწევად უნდა ჩაითვალოს ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა წევრ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ჩათრეულნი იყვნენ სხვადასხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში, და დემოკრატიული თანხმობა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება საერთო მიზნები.

იხ. ევროპულის ინტეგრაციის ქრონოლოგია

ევროკავშირის ლეგალური საფუძველი

ევროპის კავშირი აგებულია ევროპული თანამეგობრობის ურთიერთობების მთელი ერთობლიობის საფუძველზე:

ევროპის კავშირში ინტეგრაციული პროცესების მთავარი მიზნები განსაზღვრულია სხვადასხვა დოკუმენტებით:

ევროკავშირის ძირითადი დოკუმენტი დღეისათვის არის 2003 წლის ”მიერთების შეთანხმება” (Treaty of Accession), რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლია 1 მაისს. ზემოთაღნიშნული შეთანხმებებით განსაზღვრული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა სახის ვალდებულებები ჩამოყალიბდა ერთიან დოკუმენტში, ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტში, რომლის მიღების პროცედურა ამჟამად მიმდინარეობს.

იხ. ევროპის კონსტიტუცია

ევროკავშირის კომპეტენციები

ევროკავშირი არის მრავალსექტორიანი ინტეგრაციის განვითარებული ფორმა, რომლის კომპეტენცია ვრცელდება ევროპის 27 სახელმწიფოს ეკონომიკაზე, მრეწველობაზე, მოქალაქეთა უფლებებზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. ევროპულ ხელშეკრულებათა დადებისას წევრი სახელმწიფოები სუვერენიტეტის ნაწილს გადასცემდნენ იმ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს , რომლებიც იცავენ ეროვნულ და საერთო ინტერესებს. ევროკავშირის გამგებლობაშია, კერძოდ, საერთო ეკონომიკური ბაზარი, საბაჟო კავშირი, ერთიანი ვალუტა, საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა და სხვა.

ევროკავშირის ინსტიტუტები

ტრადიციული საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან ევროპის კავშირს განასხვავებს მისი უნიკალური ინსტიტუციური სტრუქტურა. შექმნილია დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რომლების ავსებენ ერთიმეორეს და ყოველ მათგანს გარკვეული როლი აკისრია გადაწყვეტილებათა მირების პროცესში.

ევროპის კავშირის სისტემის საერთო ორგანოები და ინსტიტუტები:

ევროპის კავშირის საბჭო

ევროკავშირის საფინანსო ორგანიზაციები:

ევროკავშირის სხვა დამხმარე ორგანოები:

ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტები სხვადასხვა ქვეყნებში და ქალაქებშია განთავსებული: ბრიუსელი (ბელგია), სტრასბურგი (საფრანგეთი), ლუქსემბურგი (ლუქსემბურგი), მაინის ფრანკფურტი (გერმანია). ევროკავშირს ოფიციალური პოლიტიკური ცენტრი არა აქვს, თუმცა დე-ფაქტო ”დედაქალაქად” ბრიუსელი ითვლება.

ევროკავშირის სიმბოლოები

ევროკავშირის წევრები

ევროკავშირის დამფუძნებელი სახელმწიფოები:

  ევროკავშირის წევრები
  კანდიდატები

ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოები:

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოები:

ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს ევროპის ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც აღიარებს პლურალისტურ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, იცავს საკუთარი მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს, გააჩნია გამართული და კონკურენტუნარიანი საბაზრო ეკონომიკა, იზიარებს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიზნებს.

იხ. ევროკავშირის გაფართოება
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link GA თარგი:Link GA თარგი:Link GA თარგი:Link GA თარგი:Link GA