შინაარსზე გადასვლა

რეიუნიონი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეიუნიონი
ფრანგ. Réunion
რეიუნიონი
რეიუნიონის
ჰიმნი: მარსელიეზა
რეიუნიონის მდებარეობა
დედაქალაქისენ-დენი
21°07′ ს. გ. 55°32′ ა. გ. / 21.117° ს. გ. 55.533° ა. გ. / -21.117; 55.533
ოფიციალური ენა ფრანგული
მთავრობა საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი
 -  პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი
 -  გენერალური საბჭოს პრეზიდენტი ნასიმა დინდარი
 -  რეგიონული საბჭოს პრეზიდენტი დიდიე რობერი
 -  პრეფექტი დომინიკ სორენი
ფართობი
 -  სულ 2 512 კმ2 
მოსახლეობა
 -  2021 აღწერა 871 157 კაცი 
 -  სიმჭიდროვე 347 კაცი/კმ2 
მშპ (მუპ) 2010 შეფასებით
 -  სულ 14,4 მილიარდი € 
 -  ერთ მოსახლეზე 17 520 € 
ვალუტა ევრო (EUR)
დროის სარტყელი UTC+04:00
ქვეყნის კოდი RE
Internet TLD .re
სატელეფონო კოდი +262

რეიუნიონი (ფრანგ. Réunion) — კუნძული ინდოეთის ოკეანეში, აღმოსავლეთ აფრიკაში, მადაგასკარიდან აღმოსავლეთით, მავრიკიდან დაახლოებით 200 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით. ადმინისტრაციულად რეიუნიონი საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტია. მოსახლეობა 2021 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 871 157 ადამიანს (2021 წელი)[1]. ადმინისტრაციული ცენტრი — სენ-დენი (189 109 ად. 2021 წ.). სასაათე სარტყელია UTC+04:00 და არ იცვლება ზაფხულის დროზე, შესაბამისად ემთხვევა საქართველოს დროს.

რეიუნიონი ევროკავშირის ყველაზე მოშორებული რეგიონია და როგორც საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი, წარმოადგენს ევროზონის ნაწილს.[2]

კუნძულის რუკა
კუნძულ რეიუნიონის ხედი კოსმოსიდან
რეიუნიონის ფიზიკური რუკა
რეიუნიონის სანაპირო

კუნძულის ტერიტორიის ფართობია — 2512 კმ², სანაპირო ხაზის სიგრძე — 207 კმ. იგი მასკარენის კუნძულების ყველაზე დასავლეთი კუნძულია. კუნძულს აქვს ვულკანური წარმოშობა და მთიანია. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — პითონ-დე-ნეჟის ჩამქრალი ვულკანი (3069 მეტრი), მისი უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა 12-20 ათასი წლის წინ. სიმაღლით მეორეა — გრო-მორნი (3019 მეტრი) პითონ-დე-ნეჟის მთიანეთში. კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პითონ-დე-ლა-ფურნეზის (Piton de la Fournaise) მოქმედი ვულკანი, სიმაღლით 2631 მეტრი. XVII საუკუნიდან დაფიქსირებულია მისი დაახლოებით 150 ამოფრქვევა. კუნძულის ყველაზე დაბალი წერტილი მისი სანაპირო ზოლია. ლავურ მინდვრებს უკავია რეიუნიონის ფართობის დაახლოებით 20 %.

მიუხედავად იმისა, რომ რეიუნიონი მდებარეობს მასკარენის კუნძულების შემადგენლობაში, მისი გეოლოგია განსხვავდება არქიპელაგის სხვა კუნძულებისაგან. პითონ-დე-ნეჟი სიმაღლით ბევრად აღემატება მავრიკის უმაღლეს წერტილს (პითონ-დე-ლა-რივიერ-ნუარი, 826 მეტრი) და კუნძულ როდრიგესს (390 მეტრი). რეიუნიონი წარმოიქმნა 2 მილიონი წლის წინ, მაშინ როდესაც მავრიკი — 8 მილიონზე მეტი წლის წინ.

რადგანაც კუნძული შედარებით ახალგაზრდაა (3 მილიონი წელი[3]), მარჯნული წარმონაქმნები (ასაკით 8000 წლიდან[4]) ჯერ კიდევ ნაკლებად განვითარებულია და უფრო გვიანდელ კუნძულებთან შედარებით უკავიათ დიდი ზედაპირი, რომელთაგან უმრავლესობა უპირატესად წარმოდგენილია მარჯნის რიფების სახით[3][4].

ეს წარმონაქმნები ზღუდავენ წყალმარჩხ «ლაგუნებს»[3][4], რომელთაგან ყველაზე დიდის სიღრმე არ აჭარბებს 200 მეტრს, სიგანით 1 მეტრიდან 2 მეტრამდე[5]. ეს ლაგუნები, რომლებიც ქმნიან მარჯნული რიფების ზოლს სიგრძით 25 კმ (ანუ კუნძულის სანაპირო ზოლის 12 %-ს), საერთო ფართობით 12 კმ²[3][4], მდებარეობენ კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე და მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

კუნძულის ცენტრალური ნაწილი — ეროზიით დანგრეული ვულკანური რაიონი, რომელშიც მრავლადაა ფართე მყინვარული ცირკები, რომელთა ფსკერი დაფარულია ნაყოფიერი ვულკანური ნიადაგით. მდინარეები სავსეა ჩანჩქერებით.

ცირკებს ეხებიან მაგიდისებური პლატოები. კუნძულის დასავლეთ ნაწილში ისინი დაფარულია ტყეებით. სამხრეთ-აღმოსავლეთის პლატოებს ზოგან არ აქვს ნიადაგი, შედგება შავი ბაზალტისაგან.

კლიმატი ტროპიკული და პასატურია. მთებში ტემპერატურა დაბალია. მაისიდან ნოემბრის ჩათვლით ტემპერატურა დაბალია, ხოლო ატმოსფერული ნალექები ცოტაა, ნოემბრიდან მაისამდე — ცხელი და ნოტიო სეზონია.

მთებში — ტროპიკული ტყეები და მინდვრებია. კუნძულის სამხრეთ-დასავლეთით — სავანებია.

რეიუნიონი — მასკარენის ტყეების ეკორეგიონის ნაწილია, რომელიც XVII საუკუნიდან საკმაოდ დაზარალებულია, მასზე ადამიანის ზემოქმედების გამო, ბევრი ენდემური სახეობა გადაშენებულია.

XVI საუკუნის დასაწყისში პორტუგალიელების მოსვლამდე ევროპელებმა თითქმის არაფერი იცოდნენ რეიუნიონის შესახებ.[6] არაბი ვაჭრები კუნძულს იცნობდნენ Dina Morgabin-ის სახელით.[7] კუნძული ჩვენი წელთაღრიცხვის 1153 წელს რუკაზე დაიტანა არაბმა გეოგრაფმა ალ-იდრისმა.[8] კუნძულს სავარაუდოდ ასევე სტუმრობდნენ სუაჰილის და მალაელი მეზღვაურები.[6]

ევროპელთაგან ამ რეგიონში პირველი აღმოჩენები გააკეთეს პორტუგალიელმა მეზღვაურებმა 1507 წელს, მაგრამ მათ შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია არ არსებობს. დაუსახლებელი კუნძული სავარაუდოდ პირველმა აღმოაჩინა ექსპედიციამ, რომელსაც მეთაურობდა პედრუ დი მაშკარენიაში, რომელმაც რეიუნიონის გარშემო არსებულ კუნძულების ჯგუფს თავისი სახელი დაარქვა.[9] თვითონ რეიუნიონს სახელად უწოდა „სანტა აპოლონია“, მისი საყვარელი წმინდანის პატივსაცემად[7], რაც იმაზე მეტყველებს, რომ პორტუგალიელის აღმოჩენის თარიღი, შესაძლებელია იყო 9 თებერვალი. დიოგუ ლოპიშ დი შეკეირა სავარაუდოდ გადავიდა რეიუნიონის და როდრიგესის კუნძულებზე 1509 წელს.[8]

ერთ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ პორტუგალიელებმა ხელუხლებელ მდგომარეობაში დატოვეს სანტა აპოლონიის კუნძული.[9] რეიუნიონის ოკუპაცია განახორციელა საფრანგეთმა და მის მართვას ახორციელებდა პორტ-ლუიდან (მავრიკი). თუმცა პირველად საფრანგეთმა საკუთარი პრეტენზიები კუნძულზე წამოაყენა 1638 წელს, როდესაც ფრანსუა-კუშე და სალომონ ჟუბერი მას ეწვივნენ 1638 წლის ივნისში.[10] საფრანგეთმა კუნძული ოფიციალურად დაიპყრო 1642 წელს და მეფე ლუი XIII-ის ბრძანებით, ბურბონების სამეფო დინასტიის პატივსაცემად მას ეწოდა ილ დე ბურბონი. იმავე წელს კუნძულზე მადაგასკარიდან გადმოასახლეს თორმეტი ფრანგი ამბოხებული, რომლებიც საფრანგეთში დაბრუნდნენ 1649 წელს. კოლონიზაცია დაიწყო 1665 წელს, როდესაც ფრანგულმა ოსტ-ინდურმა კომპანიამ კუნძულზე საცხოვრებლად გააგზავნა პირველი 20 დასახლებული.

„რეიუნიონი“ — სახელია რომელიც კუნძულს მიეცა 1793 წელს საფრანგეთის კონვენციის ბრძანებით საფრანგეთში ბურბონების დინასტიის ჩამოგდების შემდეგ პარიზის ეროვნული გვარდიის მარსელის რევოლუციონერთა კავშირის პატივსაცემად, რომელიც შედგა 1792 წლის 10 აგვისტოს. 1801 წელს კუნძულს დაერქვა „ილ ბონაპარტი“, ნაპოლეონ ბონაპარტის პატივსაცემად. 1810 წელს კუნძული დაიპყრო დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ესკადრილიამ, კომანდორ ჯოსიაზ როულის მეთაურობით, რომელმაც კუნძულს დაუბრუნა ძველი სახელი — „ბურბონი“. 1815 წლის ვენის კონგრესზე კუნძულზე აღსდგა საფრანგეთის სუვერენიტეტი და ასევე მან დაიბრუნა სახელი „ბურბონი“ 1848 წლის საფრანგეთის რევოლუციამდე, რომლის შემდეგაც დღემდე მას ჰქვია „რეიუნიონი“.

XVII საუკუნიდან XIX საუკუნის ჩათვლით, ფრანგული კოლონიზაციის შედეგად კუნძულზე გაჩნდა აფრიკელი, ჩინელი, ინდოელი და მალაიზიელი მოსახლეობის ჯგუფები. 1690 წლიდან დაწყებული, არა-ევროპელთა უმრავლესობა მონებად ჰყავდათ გადაქცეული. კოლონიაში მონობა გაუქმდა 1848 წლის 20 დეკემბერს. ამის შემდეგ, ბევრი უცხოელი მუშა აქ მოდიოდა კონტრაქტ დადებული მუშების სახით. 1869 წელს სუეცის არხის გახსნის შემდეგ კუნძულის დანიშნულებამ, როგორც ოსტ-ინდოეთისკენ მიმავალ სავაჭრო გზაზე გაჩერების ადგილმა დაბლა დაიწია.

მეორე მსოფლიო ომის დროს, რეიუნიონი იმყოფებოდა ვიშის რეჟიმის ხელისუფლების ქვეშ 1942 წლის 30 ნოემბრამდე, როდესაც მებრძოლი საფრანგეთის (ფრანგ. la France combattante) ანუ „თავისუფალი საფრანგეთის“ (ფრანგ. la France libre) შეიარაღებულმა ძალებმა დაიპყრეს კუნძული ესმინეციდან Léopard. რეიუნიონი გახდა საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი 1946 წლის 19 მარტიდან. ამ დეპარტამენტის კოდია — 974.

ХХ საუკუნის ბოლოს რამდენიმე ათეულ წელიწადში (1968-1982), რეიუნიონიდან 1630 ბავშვი გადაასახლეს საფრანგეთის სოფლის რაიონებში, კერძოდ კრეზის დეპარტამენტში, ვითომდა სწავლის და მუშაობის უკეთესი შესაძლებლობებისათვის. შედეგად, შემდგომში ბევრმა მათგანმა გადაიტანა ძალადობა და არასახარბიელო ოჯახები, სადაც ისინი იყვნენ საცხოვრებლად გამწესებულები. ამ ბავშვების ბედი, ცნობილი როგორც ორგანიზაცია „ლე-დე-ლა-კრეზის ბავშვები“, ყველასათვის ხნობილი გახდა 2002 წელს. რეიუნიონში გადახვეწილმა ჟან-ჟაკ მარტიალმა სარჩელი შეიტანა გოლიზმის პრინციპების გავლენიანი პოლიტიკოსის მიშელ დებრეს წინააღმდეგ „არასრულწლოვნების გატაცებისათვის, დატყვევებისათვის და დეპორტაციისთვის“.[11] 2005 წელს ანალოგიური საქმე აღიძრა საფრანგეთის მთავრობის წინააღმდეგ რეიუნიონის კრეზეში ასოციაციის საქმის შესახებ.[12]

2005 და 2006 წლებში, რეიუნიონს თავს დაატყდა ჩიკუნგუნიის გამანადგურებელი ეპიდემია, დაავადების, რომელიც გადადის მოსკიტების კბენის შედეგად. ბი-ბი-სის ახალი ამბების ბიუროს მონაცემებით, რეიუნიონზე ვირუსით 255 000 ადამიანია დაავადებული 2006 წლის 26 აპრილის მდგომარეობით.[13] იმავე წელს მავრიკის და მადაგასკარის მეზობელი კუნძულების მოსახლეობა ამ დაავადების ეპიდემიით ასევე დაზარალებულია.[14][15] რამდენიმე შემთხვევა ასევე მოხდა საფრანგეთის მატერიკულ ნაწილშიც, რასაც ხელი შეუწყო ავიაკომპანიებმა, რომლებსაც ამ რეგიონიდან ხალხი გადაჰყავდა. საფრანგეთის მთავრობის მეთაურმა დომინიკ დე ვილპენმა გააგზავნა დახმარების საგანგებო პაკეტი, საერთო თანხით 36 მილიონი ევრო ($57,6 მილიონი აშშ დოლარი) და დაახლოებით 500 საფრანგეთის ჯარისკაცი, კუნძულზე კოღოების მოსპობის სამუშაოების ჩასატარებლად.

პოლიტიკური მოწყობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეიუნიონი რეგულირდება საფრანგეთის კანონმდებლობით და კონსტიტუციით, რომელიც პრაქტიკულად იგივეა რაც 1958 წლის 28 სექტემბრის საფრანგეთის კონსტიტუცია. საარჩევნო უფლება ეძლევა აბსოლუტურად ყველა პირს, რომლებიც 18 წელზე უფროსები არიან.

კუნძულის ეროვნული დღესასწაულია — 14 ივლისი, ბასტილიის აღების დღე, 1790 წლის ამ დღეს გამართული ფედერაციის დღესასწაულის (Fête de la Fédération) მოსაგონებლად. კუნძულს მინიჭებული აქვს კოდი „RE“.

რეიუნიონის მოსახლეობა ირჩევს საფრანგეთის სენატის 3 და საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის 5 დეპუტატს.

აღმასრულებელი ხელისუფლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფოს მეთაურია საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელიც ნიშნავს პრეფექტს. გენერალური საბჭოს პრეზიდენტი ასრულებს მთავრობის მეთაურის ფუნქციებს.

საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნები რეიუნიონზეც ტარდება. ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტი პრეფექტის დანიშვნისას ითვალისწინებს საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციებს. გენერალური და რეგიონული საბჭოების პრეზიდენტები ირჩევიან ამ საბჭოების წევრების მიერ.

საკანონმდებლო ხელისუფლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთპარტიულ გენერალურ საბჭოს ჰყავს 47 დეპუტატი. ერთპარტიულ რეგიონულ საბჭოს კი 45 დეპუტატი. წევრები ირჩევა პირდაპირი არჩევნების გზით 6 წლის ვადით.

რეიუნიონი ირჩევს სამ წარმომადგენელს საფრანგეთის სენატში და ხუთს ეროვნულ ასამბლეაში.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციულად რეიუნიონი იყოფა 4 ოლქად.

ოლქი ადმ. ცენტრი მოსახლეობა,[16]
ად. (2011)
ფართობი,
კმ²
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
კანტონების რიცხვი კომუნების რიცხვი
1 სენ-ბენუას ოლქი სენ-ბენუა 122 225 736 166,07 9 6
2 სენ-დენის ოლქი სენ-დენი 197 883 423 467,81 14 5
3 სენ-პოლის ოლქი სენ-პოლი 211 448 467 452,78 10 5
4 სენ-პიერის ოლქი სენ-პიერი 297 025 878 338,30 16 8
სულ 828 581 2504 330,90 49 24

ოლქები იყოფიან 24 კომუნად.

რეიუნიონის ადმინისტრაციული რუკა
კომუნა
(ქართ.)
კომუნა
(ფრანგ.)
INSEE-ს კოდი საფოსტო
ინდექსი
მოსახლეობა,[17]
ად. (2011 წელი)
ფართობი,
კმ²
1 ანტრ-დე Entre-Deux 97403 97414 6285 66,83
2 ბრა-პანონი Bras-Panon 97402 97412 11 838 88,55
3 ლა-პლენ-დე-პალმისტი La Plaine-des-Palmistes 97406 97431 5354 83,19
4 ლა-პოსესიონი La Possession 97408 97419 30 911 118,35
5 ლე-პორი Le Port 97407 97420 37 558 16,62
6 ლე-ტამპონი Le Tampon 97422 97430 74 998 165,43
7 ლე-ავირონი Les Avirons 97401 97425 10 705 26,27
8 ლ'ეტან-სალე L'Étang-Salé 97404 97427 13 530 38,65
9 პეტიტ-ილი Petite-Île 97405 97429 11 573 33,93
10 სალასი Salazie 97421 97433 7418 103,82
11 სენ-ბენუა Saint-Benoît 97410 97470 35 733 229,61
12 სენ-დენი Saint-Denis 97411 97400 145 347 142,79
13 სენ-ჟოზეფი Saint-Joseph 97412 97480 36 401 178,50
14 სენ-ლე Saint-Leu 97413 97436 31 837 118,37
15 სენ-ლუი Saint-Louis 97414 97450 52 523 98,90
16 სენ-პიერი Saint-Pierre 97416 97410 80 356 95,99
17 სენ-პოლი Saint-Paul 97415 97460 103 916 241,28
18 სენ-ფილიპი Saint-Philippe 97417 97442 5031 153,94
19 სენ-ანდრე Saint-André 97409 97440 55 090 53,07
20 სენტ-მარი Sainte-Marie 97418 97438 29 962 87,21
21 სენტ-როზი Sainte-Rose 97419 97439 6792 177,60
22 სენტ-სიუზანი Sainte-Suzanne 97420 97441 22 574 58,84
23 სილაო Cilaos 97424 97413 5623 84,40
24 ტრუა-ბასენი Trois-Bassins 97423 97426 7226 42,58
სულ 828 581 2504,72

2011 წლის მოსახლეობის რაოდენობის ბალანსის მიხედვით[18]:

მოსახლეობა (2011 წელი): 828 581 ადამიანი

20 წელზე უმცროსები: 276 691 ადამიანი (33,0 %)

20 წლიდან 59 წლის ჩათვლით: 454 766 ადამიანი (54,3 %)

60 წელზე უფროსები: 106 411 ადამიანი (12,7 %)

სიკვდილიანობის კოეფიციენტი (2011): 4,8 ათასი.

ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი (2011): 7,3 ათასი.

სიცოცხლის ხანგრძლივობა (2011): 76,5 წელი მამაკაცებისთვის და 82,9 წელი ქალებისთვის

შობადობის კოეფიციენტი (2011): 16,9 ათასი.

შობადობის დონის ინდექსი (2011): 2,36 ბავშვი ერთ ქალზე

მოსახლეობის მატება: 1,2 % წელიწადში 2006-2011 წლების პერიოდში

მათ შორის 1,3 % ბუნებრივი მატება

ეთნიკური შემადგენლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეთნიკური ჯგუფები შედგება ევროპული, აფრიკული, მალაგასიელი, ინდოელი და ჩინური წარმოშობის ხალხისგან, ასევე სხვა ბევრი შერეული რასებისაგან. კუნძულზე ეთნიკური ჯგუფების ამ დასახელებებს ჰქვია: იაბსი (Yabs), კაფრესი (კუნძულზე დაბადებული მალაგასიელი ან აფრიკელი წარმოშობის ადამიანი — Cafres), მალბარსი (კუნძულზე დაბადებული წარმოშობით სამხრეთ ინდოეთის რეგიონელი ადამიანი — Malbars), ზარაბსი (კუნძულზე დაბადებული წარმოშობით სამხრეთი აზიის რეგიონელი მუსლიმი ადამიანი — Zarabes) (ეს ბოლო ორი ეთნიკური ჯგუფი ინდური წარმოშობისაა) და შინუასი (კუნძულზე დაბადებული წარმოშობით ჩინელი ადამიანი — Chinois).

თითოეული ეთნიკური ჯგუფის წილი დაზუსტებით ცნობილი არ არის, საფრანგეთის 1958 წლის კონსტიტუციის თანახმად აკრძალულია ეთნიკური საკითხების აუცილებელი გამოყოფა მოსახლეობის აღწერის დროს[19] რაც ასევე სავალდებულოა რეიუნიონისათვის, როგორც საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ნაწილისთვის. თეთრკანიანები კუნძულის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედია, ინდოელებიც ასევე მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედს შეადგენენ, ხოლო ჩინური წარმოშობის მოსახლეობა რეიუნიონის დაახლოებით 3 %-ია. შერეული რასის მოსახლეობის და ასევე აფრო-მალაგასიელი წარმოშობის ხალხის შემადგენლობის პროცენტები შეფასების სხვადასხვა პერიოდში ხშირად საკმაოდ განსხვავებულია. რეიუნიონზე ასევე ცხოვრობს ვიეტნამელების საკმაოდ მცირე რაოდენობის მოსახლეობაც.[20][21]

ტამილი და გუჯარათელი წარმოშობის ხალხი შეადგენს ინდო-რეიუნიონელი მოსახლეობის უმრავლესობას; ბიჰარები და სხვა წარმოშობის ხალხი შეადგენენ მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს.[22] თანამედროვე პაკისტანიდან, ჩრდილოეთი ინდოეთიდან და სხვა ადგილებიდან მოსულ კუნძულის მუსლიმურ თემს ხშირად ეძახიან ზარაბსებს (Zarabes).

კრეოლები (მათ ეძახიან სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ხალხს, ვინც დაიბადა კუნძულზე) შეადგენენ მოსახლეობის უმრავლესობას. ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან კრეოლებს მოიცავენ მეტროპოლიიდან (მათ ეძახიან Zoreils), მაიოტადან და კომორის კუნძულების კავშირიდან ჩამოსულებს.

ფრანგული ენა — რეიუნიონის ერთადერთი ოფიციალური ენაა. თუმცა რეიუნიონზე მოსახლეობის უმრავლესობა ხშირად ლაპარაკობს რეიუნიონის კრეოლურ ენაზე. ეს ენა ხშირად ისმის ნებისმიერ ადმინისტრაციაში ან ოფისში, მაგრამ სწავლება მიმდინარეობს მხოლოდ ფრანგულ ენაზე.[23]

ტამილური ენა ისწავლება, როგორც ფაკულტატიური ენა ზოგიერთ სკოლაში.[22] მოსახლეობის სხვადასხვა ეთნიკური შემადგენლობის გამო, სხვა ენებზე, როგორებიცაა ჩინური ენა და მისი დიალექტები ასევე ლაპარაკობენ ჩინური ეთნოსის წარმომადგენლები, მაგრამ ახალგაზრდა თაობა უპირატესობას ფრანგულ ენას ანიჭებს. ინდურ ენებზე მოლაპარაკეთა რაოდენობა (ძირითადად, ურდუ ენა და გუჯარათული ენა) ასევე მკვეთრად ეცემა. არაბული ენა ისწავლება მეჩეთებში და მასზე ლაპარაკობს არაბების მცირე რაოდენობის თემი.

რეიუნიონზე ყველაზე უფრო გავრცელებული რელიგიაა ქრისტიანობა, კერძოდ კათოლიციზმი, რომელიც შედის რომის კათოლიკური ეკლესიის სენ-დენი-დე-ლა-რეიუნიონის ეპარქიის იურისდიქციაში. რელიგიური შეფასებით ქრისტიანია მოსახლეობის 84,9 %, ინდუსი — 6,7 % და მუსლიმი — 2,15 %.[24]

კუნძულზე ასევე წარმოდგენილია ინდუიზმი, ისლამი, ჩინეთის ხალხური რელიგიები და ბუდიზმი. დიდი ქალაქების უმრავლესობას აქვს მეჩეთი და ინდუსური ტაძარი, რომლებიც მუსლიმურ და ინდუს მოსახლეობას საშუალებას აძლევს ისარგებლონ თავიანთი აღმსარებლობის წესებით.[25]

ძირითადი სასოფლო-სამეურნეო საექსპორტო კულტურაა — შაქრის ლერწამი. ასევე მოჰყავთ სიმინდი, კარტოფილი, ბანანი, ინდური მანგო. მეცხოველეობა — ძირითადად ღორი და თხა.

ფართედაა გავრცელებული ტურისტული ბიზნესი.

მრეწველობა — ძირითადად შაქრის ლერწმისაგან იწარმოება შაქარი და რომი.

შაქართან ერთად, ექსპორტზე გადის რომი, ვანილი, ნემსიწვერის ესენცია, რომელიც მოიხმარება პარფიუმერიაში და სხვა არომატიზატორები.

კუნძულზე მცხოვრებ ფრანგებსა და ინდურ, კრეოლურ და სხვა თემებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი სხვაობა ცხოვრების დონეში. საფრანგეთის ხელისუფლება ახდენს რეიუნიონის ეკონომიკის სუბსიდირებას, რათა აღმოფხვრას ეს განსხვავება.

რეიუნიონზე განვითარებულია ავტოქსელი, რომელიც მოიცავს საერთო ჯამში 2784 კმ-ის მანძილს. სადაც 2187 კმ მყარი საფარითაა. მაფატეს მყინვარულ ცირკში ავტოგზით მისვლა შეუძლებელია, ასე რომ, იქ მოხვედრა შესაძლებელია ან ფეხით, ან შვეულმფრენით.

ავტოგზების განვითარებას ხელი შეუწყო ავტომაგისტრალების სისტემის შექმნამ, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს ქვეყნის მთავარ ქალაქებს.

  • Н1 მიდის სენ-დენიდან სენ-პიერამდე, რომელიც ასევე უკავშირდება ლე-პორტს, სენ-პოლს, ლა-სალინ-ლე-ოტს და სენ-ლუის. მას აქვს 76 კმ სიგრძე.
  • Н2 მიდის სენ-დენიდან სენ-ბენუამდე, რომელსაც ასევე კავშირი აქვს სენ-ანდრესთან. მისი სიგრძე შეადგენს 34 კმ-ს.
  • Н3 მიუხედავად იმისა, რომ გზა მიემართება სენ-პიერიდან სენ-ბენუამდე, ავტობანი მიდის მხოლოდ სენ-პიერიდან ლე-ტამპონამდე, რომლის სიგრძეა 7 კმ.

საზღვაო ტრანსპორტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზღვაო მოგზაურობის პირობებში, რეიუნიონში არსებობს ორი ძირითადი პორტი: ლე-პორტი და პუანტ-დე-ჰალე. არსებობს ექვსი ნავსაყუდელი. რეიუნიონს აქვს სავაჭრო ფლოტი ერთი გემისაგან შემდგარი, მასით 1000 ბრუტო-რეგისტრულ ტონაზე მეტი, რომელიც ქიმიური ტანკერია.

კუნძულზე არსებობს ორი აეროპორტი, რომელთაგან ორივეს აქვს ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი. ძირითადი აეროპორტია როლან გაროსის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც სენ-დენიდან შორიახლოს მდებარეობს, ხოლო მეორე — სენ-პიერთან ახლოს მყოფი aéroport de Pierrefond, მდებარეობს კუნძულის სამხრეთ ნაწილში.

რეიუნიონზე არ არსებობს რკინიგზა, მოკლე ტურისტული ხაზის გარდა, რომელიც საწყის ეტაპზე იყო მსხვილი სარკინიგზო ქსელის ნაწილი.

რეიუნიონის ცენტრალური სამედიცინო უნივერსიტეტის ორი ძირითადი ინფრასტრუქტურა მდებარეობს სენ-დენის სამედიცინო ცენტრ „ფელიქს გიიონში“ და სამხრეთ რეიუნიონის სამედიცინო ცენტრში. სენ-დენიში ასევე არსებობს კერძო წმინდა კლოტილდას კლინიკა. ეს სტრუქტურები მოიცავენ პათოლოგიური და საოპერაციო მომსახურების უმრავლესობას. მხოლოდ ზოგიერთი მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი იმყოფება დიდ ქალაქებში. დისპანსერები არსებობენ სხვა პატარა დასახლებულ პუნქტებში და სოფლებში. სოფლებში მყოფი ექიმები კონსულტაციებისთვის დადიან ავტომობილებით, ხოლო ისეთ ადგილებში სადაც გზა არ არსებობს (მაფატეს მყინვარულ ცირკში) ფეხითაც უწევთ სიარული.

იმავე დროს საერთო პრაქტიკის ბევრი ექიმი და სპეციალისტი, რომლებიც მთელ კუნძულზე იმყოფებიან, კონცენტრირებულნი არიან დიდ ქალაქებში. მრავალი სამედიცინო დახმარების სამსახური არსებობს, იმ ასეულობით ათასი ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველწლიურად ფეხით სავალი ბილიკებით მოგზაურობენ მთელ კუნძულზე და მოწყვეტილები არიან გარე სამყაროს.

რეიუნიონის კუნძულზე ერთი კერძო აკადემიაა, რომლის რექტორია, ტიერი ტერეტი 2013 წლის იანვრიდან[26]. რექტორატი მდებარეობს საოლქო ცენტრში, მუფიის რაიონში, სენ-დენიში. 2012 წლის სექტემბერში, კუნძულზე იყო 522 სკოლა, საბავშვო ბაღი და/ან ბაგა-ბაღი, მათ შორის 26 კერძო დაწყებითი საფეხურის 120 230 მოსწავლით, 82 კოლეჯი, მათ შორის 6 კერძო 61 300 მოსწავლით, 32 საერთო განათლების ლიცეუმი და ტექნოლოგიური სასწავლებელი, მათ შორის 3 კერძო 23 650 მოსწავლით და 15 პროფესიულ-ტექნიკური სკოლა, მათ შორის 2 კერძო 16 200 სტუდენტით.

რეიუნიონზე უპირატესი განათლების სფეროზე გავლენას ახდენს ნახევარზე ცოტა მეტი პირველი და მეორე დონის მოსწავლეები[27].

ბაკალავრიატის შედეგები შედარებით ახლოა ქვეყანის საშუალო მაჩვენებელთან — 2012 წლის 81,4 %-თან, ნაცვლად 2011 წლის 82,4 %-ისა (შესაბამისად, 84,5 % და 85,6 % საშუალოდ ქვეყანაში).

უმაღლესი განათლების სისტემაში, რეიუნიონის უნივერსიტეტში სწავლობს 11 600 სტუდენტი, რომლებიც იმყოფებიან სხვადასხვა ქალაქებში, კერძოდ, სენ-დენიში და ლე-ტამპონში. 5800 სხვა სტუდენტი დაყოფილია სპეციალობის მიხედვით, საშუალო სკოლებში და სხვა სასწავლებლებში[28].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Décret n° 2023-1256 du 26 décembre 2023 authentifiant les chiffres des populations de métropole, des départements d'outre-mer de la Guadeloupe, de la Guyane, de la Martinique et de La Réunion, et des collectivités de Saint-Barthélemy, de Saint-Martin, et de Saint-Pierre-et-Miquelon fr. Government of France. ციტირების თარიღი: 2023-12-27
  2. Réunion is pictured on all Euro banknotes, on the back at the bottom of each note, right of the Greek ΕΥΡΩ (EURO) next to the denomination.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Dynamique des peuplements ichtyologiques associ´es aux r´ecifs artificiels `a l’ˆıle de la R´eunion (ouest de l’oc´ean Indien) - Implication dans la gestion des pˆecheries cˆoti`eres.[მკვდარი ბმული]
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Colonisation ichtyologique des platiers de La Réunion et biologie des post-larves de poissons coralliens.
  5. Etude comparative des récifs coralliens de l’archipel des Mascareignes, Station marine d’Endoume et Centre d’Océanographie, Marseille, et Centre Universitaire de La Réunion, Saint Denis de La Réunion, in: Guézé P. (dir.) Biologie marine et exploitation des ressources de l'Océan Indien occidental, Paris: ORSTOM, 1976, (47), p. 153-177
  6. 6.0 6.1 Slaves, freedmen, and indentured laborers in colonial Mauritius By Richard Blair Allen. pg. 9
  7. 7.0 7.1 Tabuteau, Jacques (1987). Histoire de la justice dans les Mascareignes (French). Paris: Océan éditions, გვ. 13. ISBN 2-907064-00-2. ციტირების თარიღი: 11 June 2011. 
  8. 8.0 8.1 Histoire de La Réunion. Iledelareunion.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-22. ციტირების თარიღი: 2013-03-12.
  9. 9.0 9.1 Moriarty, Cpt. H.A. (1891). Islands in the southern Indian Ocean westward of Longitude 80 degrees east, including Madagascar. London: Great Britain Hydrographic Office, გვ. 269. OCLC 416495775. 
  10. | Journal de l'île de la Réunion. Clicanoo.re. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-23. ციტირების თარიღი: 2013-03-12.
  11. Jean-Jacques Martial (2003). Une enfance volée. Les Quatre Chemins, გვ. 113. ISBN 978-2-84784-110-7. ციტირების თარიღი: 13 September 2012. 
  12. Châtain, Georges (18 August 2005). „Les Réunionnais de la Creuse veulent faire reconnaître leur "déportation" en métropole". Le Monde. ციტირების თარიღი: 13 September 2012.
  13. „Island disease hits 50,000 people“. BBC News. 2 February 2006. ციტირების თარიღი: 18 August 2007.
  14. wwwnc.cdc.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-04. ციტირების თარიღი: 2015-08-01.
  15. „Madagascar hit by mosquito virus“. BBC News. 6 March 2006. ციტირების თარიღი: 18 August 2007.
  16. რეიუნიონის მოსახლეობა (2011 წელი)
  17. მოსახლეობის აღწერა 2011 წელი
  18. რეიუნიონის 2011 წლის მოსახლეობის ბალანსი
  19. SSRN-Why France Needs to Collect Data on Racial Identity - In a French Way by David Oppenheimer. Papers.ssrn.com. ციტირების თარიღი: 2010-04-16.
  20. Clicanoo. La Réunion Métisse. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-11-20. ციტირების თარიღი: 2015-08-02.
  21. Anthropometric evaluations of body composition of undergraduate students at the University of La Réunion. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-13. ციტირების თარიღი: 2015-08-02.
  22. 22.0 22.1 NRI (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-15. ციტირების თარიღი: 2010-04-16.
  23. Ethnologue report (language code:rcf). Ethnologue.com. ციტირების თარიღი: 2010-04-16.
  24. Country Profile: Reunion (Department of Reunion). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-13. ციტირების თარიღი: 2015-08-02.
  25. Réunion. newworldencyclopedia.org.
  26. Thierry Terret, nouveau recteur d’académie (4 janvier 2013).[მკვდარი ბმული]
  27. Éducation prioritaire. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-02. ციტირების თარიღი: 2015-08-04.
  28. Chiffres-clés de l'académie. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-02. ციტირების თარიღი: 2015-08-04.