ბასილისკუსი (ლათ.Basiliscus), ქვეწარმავლების გვარი იგუანასებრთა ოჯახისა. მამალს კეფაზე კანის სოლისებრი გამონაზარდი აქვს, ზურგისა და კუდის წინა მესამედის გასწვრივ კი - კანის ნაკეცებისაგან წარმოქმნილი ქედი. ბასილისკოებრნი კარგად ცურავენ, ყვინთავენ და დარბიან. ბასილისკოს 4 სახეობა გავრცელებულია ტროპიკულ ამერიკაში. ცხოვრობენ მდინარის პირას ხეებზე. ცნობილია მუზარადიანი ბასილისკო (Basiliscus basiliscus), რომლის სიგრძე 80 სმ აღწევს, გვხვდება პანამასა და კოსტა-რიკაში.