შინაარსზე გადასვლა

ბასილისკუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბასილისკუსი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Basiliscus

ბასილისკუსი (ლათ. Basiliscus) — ქვეწარმავლების გვარი იგუანასებრთა ოჯახისა. მამალს კეფაზე კანის სოლისებრი გამონაზარდი აქვს, ზურგისა და კუდის წინა მესამედის გასწვრივ კი — კანის ნაკეცებისაგან წარმოქმნილი ქედი. ბასილისკუსები კარგად ცურავენ, ყვინთავენ და დარბიან. ბასილისკუსის 4 სახეობა გავრცელებულია ტროპიკულ ამერიკაში. ცხოვრობენ მდინარის პირას ხეებზე. ცნობილია მუზარადიანი ბასილისკუსი (Basiliscus basiliscus), რომლის სიგრძე 80 სმ აღწევს, გვხვდება პანამასა და კოსტა-რიკაში.