შინაარსზე გადასვლა

კუდუგუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
01:57, 6 ივლისი 2022-ის ვერსია, Arkaitz1974 (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ქალაქი
კუდუგუ
ფრანგ. Koudougou

კუდუგუს სარკინიგზო სადგური
გერბი

ქვეყანა ბურკინა-ფასოს დროშა ბურკინა-ფასო
რეგიონი დასავლეთ-ცენტრალური
კოორდინატები 12°15′00″ ჩ. გ. 2°22′00″ დ. გ. / 12.25000° ჩ. გ. 2.36667° დ. გ. / 12.25000; -2.36667
ფართობი 272 კმ²
ცენტრის სიმაღლე 282[1]
მოსახლეობა 93 165 კაცი (2013)
სიმჭიდროვე 342,52 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+0
სატელეფონო კოდი +226 50
ოფიციალური საიტი mairie-koudougou.net
კუდუგუ — ბურკინა-ფასო
კუდუგუ

კუდუგუ (ფრანგ. Koudougou) — ქალაქი ბურკინა-ფასოში.

ქალაქი კუდუგუ მდებარეობს ბურკინა-ფასოს ცენტრალურ ნაწილში, 75 კმ-ით დასავლეთით ქვეყნის დედაქალაქ უაგადუგუდან. ქალაქი დასავლეთ-ცენტრალური რეგიონის და ბულკიემდეს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია. ადმინისტრაციული თვალსაზრისით ქალაქი დაყოფილია 10 სექტორად. 2005 წელს აქ გაიხსნა უნივერსიტეტი.

2013 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 93 165 ადამიანს[2]. ქალაქის კომუნაში ცხოვრობს 131 825 ადამიანი (2006 წელი) და უპირატესად დასახლებულია გურუნსის და მოსის ხალხის წარმომადგენლებით[3].

ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:

1985 1996 2005 2006 2013
51 529 72 490 91 444 82 720 93 165

ეკონომიკა და ტრანსპორტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუდუგუს ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა. ქალაქში ასევე არსებობს საფეიქრო, ბამბის გადამამუშავებელი და სასურსათო მრეწველობის მცირე საწარმოები. ქალაქზე გადის რკინიგზა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აბიჯანს და უაგადუგუს. ამას გარდა, კუდუგუზე გადის საავტომობილო გზები № 13, № 14 და № 21. უაგადუგუს საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს 41 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით კუდუგუს ცენტრიდან; ის ასრულებს რეგულარულ რეისებს დასავლეთი აფრიკის ბევრი დიდი ქალაქიდან, ასევე პარიზიდან და ბრიუსელიდან.

დამეგობრებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Koudougou, Burkina Faso Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2014-02-01.
  2. Koudougou. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-12. ციტირების თარიღი: 2013-02-07.
  3. Resultats préliminaires du recensement de 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-21. ციტირების თარიღი: 2017-10-01.
  4. Partnerschaften. Koudougou დაარქივებული 2014-10-13 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)
  5. Jumelage. Koudougou — Burkinafaso (1972) დაარქივებული 2017-10-11 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული)