კუდუგუ
ქალაქი | |||
---|---|---|---|
კუდუგუ ფრანგ. Koudougou | |||
კუდუგუს სარკინიგზო სადგური | |||
| |||
ქვეყანა | ბურკინა-ფასო | ||
რეგიონი | დასავლეთ-ცენტრალური | ||
კოორდინატები | 12°15′00″ ჩ. გ. 2°22′00″ დ. გ. / 12.25000° ჩ. გ. 2.36667° დ. გ. | ||
ფართობი | 272 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 282[1] მ | ||
მოსახლეობა | 93 165 კაცი (2013) | ||
სიმჭიდროვე | 342,52 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+0 | ||
სატელეფონო კოდი | +226 50 | ||
ოფიციალური საიტი | mairie-koudougou.net | ||
კუდუგუ (ფრანგ. Koudougou) — ქალაქი ბურკინა-ფასოში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი კუდუგუ მდებარეობს ბურკინა-ფასოს ცენტრალურ ნაწილში, 75 კმ-ით დასავლეთით ქვეყნის დედაქალაქ უაგადუგუდან. ქალაქი დასავლეთ-ცენტრალური რეგიონის და ბულკიემდეს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია. ადმინისტრაციული თვალსაზრისით ქალაქი დაყოფილია 10 სექტორად. 2005 წელს აქ გაიხსნა უნივერსიტეტი.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2013 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 93 165 ადამიანს[2]. ქალაქის კომუნაში ცხოვრობს 131 825 ადამიანი (2006 წელი) და უპირატესად დასახლებულია გურუნსის და მოსის ხალხის წარმომადგენლებით[3].
ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:
1985 | 1996 | 2005 | 2006 | 2013 |
---|---|---|---|---|
51 529 | 72 490 | 91 444 | 82 720 | 93 165 |
ეკონომიკა და ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუდუგუს ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა. ქალაქში ასევე არსებობს საფეიქრო, ბამბის გადამამუშავებელი და სასურსათო მრეწველობის მცირე საწარმოები. ქალაქზე გადის რკინიგზა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აბიჯანს და უაგადუგუს. ამას გარდა, კუდუგუზე გადის საავტომობილო გზები № 13, № 14 და № 21. უაგადუგუს საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს 41 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით კუდუგუს ცენტრიდან; ის ასრულებს რეგულარულ რეისებს დასავლეთი აფრიკის ბევრი დიდი ქალაქიდან, ასევე პარიზიდან და ბრიუსელიდან.
დამეგობრებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Koudougou, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Koudougou, Burkina Faso Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2014-02-01.
- ↑ Koudougou. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-12. ციტირების თარიღი: 2013-02-07.
- ↑ Resultats préliminaires du recensement de 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-21. ციტირების თარიღი: 2017-10-01.
- ↑ Partnerschaften. Koudougou დაარქივებული 2014-10-13 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)
- ↑ Jumelage. Koudougou — Burkinafaso (1972) დაარქივებული 2017-10-11 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული)