შინაარსზე გადასვლა

მრგვალი პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
17:29, 16 სექტემბერი 2023-ის ვერსია, InternetArchiveBot (განხილვა | წვლილი) (Reformat 1 URL (Wayback Medic 2.5)) #IABot (v2.0.9.5) (GreenC bot)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
მრგვალი პარკი
სომხ. Օղակաձեւ Զբոսայգի
პოპლავოკის ტბა მრგვალ პარკთან
მდებარეობა ერევანი, სომხეთის დროშა სომხეთი
ფართობი 30 ჰა
მმართველი ორგანო ერევნის საკრებულო

მრგვალი პარკი (სომხ. Օղակաձեւ Զբոսայգի), ასევე, ცნობილი, როგორც ახალგაზრდობის პარკი — საზოგადოებრივი პარკი სომხეთის დედაქალაქ ერევანში, მდებარეობს კენტრონის რაიონში. იწყება გრიგოლ განმანათლებლის საკათედრო ტაძარით სამხრეთით მეცის ქუჩიდან და მთავრდება პოპლავოკის ტბასთან, მეშტოცის ავენიუსთან ჩრდილოეთით. პარკი მდებარეობს ხანჯუიანის, ერვანდ კოჩარის, ალექს მანუკიანის, მოსკოვიანისა და ისააკიანის ქუჩების გასწვრივ და ქმნის ნახევარწრიული ფორმის არეალს ერევნის დაბლობის ნაწილის ირგვლივ.[1] პარკის დაახლოებითი სიგრძეა 2 500 მეტრი, ხოლო საშუალო სიგანე 120 მეტრს შეადგენს.

მრგვალ პარკში მდებარე ცნობილი ნაგებობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრგვალ პარკში მდებარეობს ხელოვნების მრავალი ნიმუში, მათ შორის ალექსანდრე გრიბოედოვის, ანდრანიკ ოზანიანის, ვარდან მამიკონიანის, ეღიშცე ჩარენცის, ტიგრან პეტროსიანის, მიქაელ ნალბანდიანის, არმენ ტიგრანიანის, ფრიტიოფ ნანსენის, ავეტიქ ისააკიანისა და ვაჰან ტერიანის ძეგლები.

2012 წლის ოქტომბერში პარკში გაიხსნა ქველმოქმედთა ბილიკი, სადაც განთავსებულია ექვსი ცნობილი სომეხი ქველმოქმედის (ბოღოს ნუბარი, ალექსანდრე მანთაშევი, ალექს მანუკიანი, გალუსტ გულბენკიანი, მიქაელ არამიანცი, ჰოვანეს ლაზარიანი) ქანდაკება.[2]

პარკის სხვა მნიშვნელოვანი მონუმენტებია კარარისა და ერევნის მეგობრობის მონუმენტი, ხელახლა შობის მონუმენტი, ლოდინის მონუმენტი და გაცოცხლებული სომხეთისადმი მიძღვნილი მონუმენტი.

პარკში, ასევე, მდებარეობს:

  1. Parks in Yerevan
  2. Benefactors' walkway. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-27. ციტირების თარიღი: 2015-10-15.