მულხრა
იერსახე
მულხრა | |
---|---|
სხვა სახელი | მულხურა |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | მესტიის მუნიციპალიტეტი (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე) |
ქალაქები | მესტია |
სათავე |
სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთი კალთა 43°04′15″ ჩ. გ. 42°56′36″ ა. გ. / 43.070972° ჩ. გ. 42.943500° ა. გ. |
შესართავი |
ენგური 43°00′15″ ჩ. გ. 42°37′41″ ა. გ. / 43.004306° ჩ. გ. 42.628139° ა. გ. |
სიგრძე | 27 კმ |
აუზის ფართობი | 435 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 22,5 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
მულხრა ვიკისაწყობში |
მულხრა, მულხურა — მდინარე საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 27 კმ, აუზის ფართობი 435 კმ². სათავე აქვს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, ტვიბერის მყინვარზე, ერთვის მდინარე ენგურს სოფელ კვანჭიანარის მახლობლად. საზრდოობს წვიმის, თოვლის, მყინვარული და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის აპრილიდან ოქტომბრამდე, წყალმცირობა - ოქტომბრიდან აპრილამდე, ნოემბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე - ყინულნაპირისი და თოში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 22,5 მ³/წმ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 195.
|