მაგანა
მაგანა | |
---|---|
მდინარე მაგანა ქალაქ ჯვართან | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე) |
ქალაქები | ჯვარი |
სათავე |
ეგრისის ქედი 42°45′13″ ჩ. გ. 42°14′38″ ა. გ. / 42.753694° ჩ. გ. 42.244111° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2460 მ |
შესართავი |
ენგური 42°43′33″ ჩ. გ. 42°01′52″ ა. გ. / 42.726056° ჩ. გ. 42.031333° ა. გ. |
სიგრძე | 34 კმ |
აუზის ფართობი | 141 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 8.10 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
მაგანა[1][2] — მდინარე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სათავე აქვს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2460 მ სიმაღლეზე, სიგრძე 34 კმ, აუზის ფართობი 141 კმ². ერთვის მდინარე ენგურს მარცხნიდან ქალაქ ჯვართან. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები — შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 8.10 მ³/წმ. მაგანის სათავეში, ზ. დ. 2654 მეტრზე მდებარეობს ტობავარჩხილის ტბა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 322.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 65.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 107.
|
|