იდილ ბირეტი
იდილ ბირეტი | |
---|---|
ბირეტი 2012 წელს | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 21 ნოემბერი, 1941 |
დაბ. ადგილი | ანკარა, თურქეთი |
ჟანრ(ებ)ი | კლასიკური მუსიკა |
საქმიანობა | პიანისტი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ფორტეპიანო |
საიტი | idilbiret.eu/en |
იდილ ბირეტი ვიკისაწყობში |
იდილ ბირეტი (თურქ. İdil Biret; დ. 21 ნოემბერი, 1941, ანკარა, თურქეთი) — თურქი საკონცერტო პიანისტი, რომელიც ცნობილია რომანტიკული რეპერტუარების ინტერპრეტაციებით.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბირეტი თავისი მუსიკალური განათლება ხუთი წლის ასაკში, მიტათ ფენმენთან დაიწყო, რომელიც თავის დროზე სწავლობდა ნადია ბულანჟესა და ალფრედ კორტოტთან. როდესაც ბირეტი შვიდი წლის იყო, თურქეთის პარლამენტმა სპეციალური კანონი შეიმუშავა და მიიღო, რომელმაც ბირეტს საშუალება მისცა სწავლა საზღვარგარეთ განეგრძო, რის შემდეგ ის საფრანგეთში, პარიზის კონსერვატორიაში, ნადია ბულანჟეს ზედამხედველობის ქვეშ სწავლობდა. მან ასევე სწავლობს მედელეინ დე ვალმალიეტესთან, რომელმაც ის გააცნო ისეთ კომპოზიტორებს, როგორიცაა ბრამსი, რომლის კომპოზიციაც მოგვიანებით ჩაიწერა. დაამთავრა სწავლა 15 წლის ასაკში, სამ პრიზთან ერთად. შემდგომი განათლება განაგრძო ალფრედ კორტოტთან და ვილჰელმ კემფთან.
მუსიკალური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]16 წლის ასაკიდან ბირეტი მსოფლიოს ყველაზე გამორჩეულ ორკესტრებში სოლისტობდა, მათ შორისაა ლონდონის სიმფონია, ლონდონის ფილარმონიული ორკესტრი, ბოსტონის სიმფონია, ლენინგრადის ფილარმონიული ორკესტრი, ლეიფციგ გევანდჰაუსი, დრეზდენის სტაცკაპელა, რომანული შვეიცარიის ორკესტრი, ტოკიოს ფილარმონიული ორკესტრი, ვარშავის ფილარმონიული ორკესტრი და სიდნეის სიმფონია. თანამშრომლობდა გამოჩენილ დირიჟორებთან, როგორიცაა ჰერმან შერხენი, პიერ მონტექსი, ერიხ ლეინსდორფი, რუდოლფ კემპი, გენადი როჟდესტვენსკი, აარონ კოპლანდი, რაფაელ ფრუბეკ დე ბურგოსი, ჩარლზ მაკერასი, ჟან ფოურნეტი, ხოსე სერებრიერი, მოშე ატმონი, ენტონი ვიტი და ჰიროიუკი ივაკი. ბირეტმა ასევე კონცერტები გამართა ბერლინში, მონრეალში, სტამბოლში, დუბროვნიკში, მონპელიეში, ნოჰანტში, პერსეპოლისში, როიანსა და ათენში. პარასკევს, 1963 წლის 22 ნოემბერს, ერიკ ლეინსდორფის ხელმძღვანელობით, ბოსტონის სიმფონიურ დარბაზში ბირეტის ამერიკული კონცერტის პრემიერა შედგა. კონცერტის დაწყებამდე, მაესტრო ლეინსდორფმა მიმართა აუდიტორიას და განაცხადა, რომ „ჩვენ ახლა უსადენო კავშირით გავიგეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მკვლელობის მსხვერპლი გახდა!“. მას შემდეგ, რაც აუდიტორია შოკში ჩავარდა, საორკესტრო მენეჯმენტი და მოთამაშეები შეთანხმდნენ გააგრძელონ მის ბირეტის კონცერტი.[1]
მან რამდენიმე საფორტეპიანო კონკურსში ჟიურის წევრი იყო: ვან კლიბურნი (აშშ), დედოფალი ელისაბედი (ბელგია), მონრეალი (კანადა), ლისტი (ვაიმარი, გერმანია) და ბუზონი (იტალია).
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბირეტი 1971 წლიდან სახელმწიფო არტისტია, რომელიც მას თურქეთის მთავრობამ მიანიჭა, მის მიერ თურქეთის კულტურაში შეტანილი წვლილისთვის.
ბირეტმა ასევე მიიღო შემდეგი ჯილდოები: ლილი ბულანჟეს საპატიო ჯილდო ბოსტონში (აშშ), ჰარიეტ კოენის/დინუ ლიპატის ოქროს მედალი ლონდონში (დიდი ბრიტანეთი), პოლონეთის სამხატვრო პრემია, საფრანგეთის ეროვნული ორდენი, ადელაიდა რისტორის ჯილდო (იტალია). 2007 წელს, პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ, პოლონეთის კულტურაში შეტანილი წვლილისა და შოპენის მუსიკის პოპულარიზებისთვის, მას საპატიო ორდენით დააჯილდოვა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სრული ბიოგრაფია დაარქივებული 2016-12-10 საიტზე Wayback Machine.
- იდილ ბირეტი და ვილჰელმ კემპი, სურათები დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine.
- იდილ ბირეტის რეპერტუარი დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine.
- მოგონებები იდილ ბირეტზე დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine.
- ალან ვეინერის ხსოვნა დაარქივებული 2012-02-18 საიტზე Wayback Machine.
- მოკლე ბიოგრაფია და დისკოგრაფია დაარქივებული 2006-12-10 საიტზე Wayback Machine.
- იდილ ბირეტის ოფიციალური გვერდი დაარქივებული 2018-06-05 საიტზე Wayback Machine.
- იდილ ბირეტის არქივი დაარქივებული 2020-12-18 საიტზე Wayback Machine.
- იდილ ბირეტის ხმა კონცერტზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Radio broadcast of the concert, WFLN-FM, Philadelphia