შინაარსზე გადასვლა

აბანინდრანათ თაგორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბანინდრანათ თაგორი
დაბადების თარიღი 7 აგვისტო 1871
კალკუტა ბრიტანეთის ინდოეთი
გარდაცვალების თარიღი 5 დეკემბერი 1951 (80 წლის)
კალკუტა, ბრიტანეთის ინდოეთი
მოქალაქეობა ბრიტანეთის ინდოეთის დროშა ბრიტანეთის ინდოეთი
ინდოეთის დროშა ინდოეთი
განათლება კალკუტის ხელოვნების სკოლა
Sanskrit Collegiate School
პროფესია მხატვარი
ჯილდოები კალკუტის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი
ხელმოწერა

აბანინდრანათ თაგორი (ბენგ. গগনেন্দ্রনাথ ঠাকুর,დ.  7 აგვისტო, 1871 —  გ. 5 დეკემბერი, 1951) — ცნობილი ინდოელი მხატვარი და ხელოვნების პედაგოგი, თანამედროვე ინდური ფერწერის ფუძემდებელი.[1]

აბანინდრანათ თაგორი, 1907 წ.

აბანინდრანათ თაგორი  წარმოშობით ცნობილი და გავლენიანი  თაგორების ოჯახიდან გახლდათ. გუნენდრანათ თაგორის ვაჟი დაიბადა კალკუტას მახლობლად მდებარე ჯორასანკოს მამულში, სადაც გაატარა ბავშვობა. ადრეული ბავშვობიდანვე აღიზარდა უძველესი ეროვნული ხელოვნებისადმი მხურვალე სიყვარულით. 18801889 წლებში სწავლობდა კალკუტის სანსკრიტულ კოლეჯში. 1890 წელს ჩაირიცხა კალკუტის ხელოვნების სკოლაში.[2]

1890-იანი წლების შუა პერიოდიდან მან დაიწყო თანამშრომლობა ჟურნალ Sadhana-სთან, როგორც ილუსტრატორმა. პარალელურად ბიძის, რაბინდრანათ თაგორის წიგნების ილუსტრაციით იყო დაკავებული. 1897 წლიდან აქტიურად სწავლობდა ევროპულ მხატვრობას, პარალელურად გატაცებული იყო მოგოლური ფერწერით. 1907 წელს ძმასთან — გაგანენდრანათ თაგორთან და ერნესტ ჰაველთან ერთად ჩამოაყალიბა აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების ინდური საზოგადოება.  მოგვიანებით გახდა ხსენებული საზოგადოების დირექტორი. დროთა განმავლობაში საზოგადოება ხელოვნების სკოლად გადაკეთდა.[3]

1913 წელს მან თავისი ნამუშევრები წარადგინა ლონდონსა და პარიზში, ხოლო 1919 წელს — იაპონიაში პერსონალურ გამოფენებზე.

შემდგომში მან აქტიურად იმოგზაურა ინდოეთში, სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. ამ მოგზაურობის შემდეგ შექმნა ნამუშევრების ახალი სერია. განსაკუთრებით ცნობილია „არაბული ღამეების“ სერია, რომელიც დასრულდა 1930 წელს.

მომდევნო წლებში აბანინდრანათ თაგორმა საკმაოდ დიდი დრო დაუთმო ფერწერის ტექნიკის, ხელოვნების საფუძვლების შესწავლას. მისი ბოლო ნამუშევარი გარდაცვალებამდე 20 წლით ადრე შეიქმნა, როდესაც ის 60 წლის იყო. ხელოვანმა  გადაწყვიტა, რომ იმაზე უკეთესს ვეღარაფერს შექმნიდა, რაც უკვე გააკეთა, ამიტომ თავი  მთლიანად პედაგოგიურ საქმიანობას მიუძღვნა. იგი სამართლიანად ითვლება თანამედროვე ინდური ფერწერის მამამთავრად. თაგორი გახლდათ შესანიშნავი მასწავლებელი და აღზარდა გამოჩენილი მხატვრების მთელი პლეადა, მათ შორის იყვნენ:  ნანდალალ ბოში, ასიტ კუმარ ხალდარი, დევი პრასად როი ჩოუდჰური, მუკულ ჩანდრა დეი, ჯამინი როი, ბირეშვარ სენი და მრავალი სხვა.

განეშ ჯანანი

აბანინდრანათ თაგორი თანამედროვე ეროვნული ინდური ფერწერის ფუძემდებელია. ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ღიად ებრძოდა დასავლური ხელოვნების ბანალურ აკადემიზმს და ფსევდოეროვნულ ექსტრავაგანტულ დეკორატიულ ფერწერას, რომელიც ფართოდ გავრცელდა ინდოეთში მე-19 საუკუნის ბოლოს.

შეისწავლა რა საკუთარი ხალხის მემკვიდრეობა, დაეუფლა ევროპული და შორეული აღმოსავლეთის ფერწერის ტექნიკას, თაგორმა შექმნა საკუთარი სტილი, რომელშიც დახვეწილად გააერთიანა ყველაფერი, რაც მრავალი წლის განმავლობაში გაითვისა.

რაბინდრანათ თაგორი -Uccelli migranti-Carabba-1918.png

თავისი მოღვაწეობის დასაწყისში მხატვარმა გაილაშქრა დასავლური ხელოვნების გავრცელების წინააღმდეგ. მის ადრეულ ნამუშევრებს ეკუთვნის ომარ ხაიამის ლექსების ილუსტრაციები, პორტრეტები, მათ შორის რაბინდრანათ თაგორის პასტელური პორტრეტი, ნახატები ისტორიულ თემებზე, რაჯპუტისა და მოგოლთა სკოლების პირდაპირი გავლენით შექმნილი მინიატურების სერია, რომელიც გამოირჩევა წერის საოცარი დახვეწილობით, ფიგურული გამომსახველობითა და ფერთა ჟღერადობის სიმდიდრით.[4]

მხატვარი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ფერების მიმართ და მათ თავის ნახატებში იყენებდა, როგორც გამოსახვის ერთ-ერთ მთავარ საშუალებას. ამის დასტურია მისი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი „გზის დასასრული“, რომელშიც ხელოვანმა უდაბნოში მომაკვდავი აქლემი გამოსახა. მძიმე ბარგით დატვირთული ცხოველი ნელა იჩოქებს. ის ვეღარასდროს ადგება. სურათი დახატულია იისფერ-მეწამულ ტონებში. არა მხოლოდ სიუჟეტი, არამედ ფერიც დასასრულის დასტურია. როგორც დღე კვდება, მზის ჩასვლის შემდეგ იასამნისფერ-მეწამულ ბინდიში იძირება, ისე ცხოველი  უხალისოდ ეშვება და კვდება უდაბნოს ბნელ ქვიშაზე.[5]

საერთო ჯამში, მხატვრის აქტივში  500-მდე ნახატი, ილუსტრაცია და ესკზია.[6] [7]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Abanindranath Tagore // Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online (გერმ.) / Hrsg.: A. Beyer, B. Savoy — B: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — doi:10.1515/AKL
  2. Abanindranath Tagore // ბროკჰაუზის ენციკლოპედია (გერმ.) / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  3. Guha-Thakurta, Tapati (1992). The making of a new "Indian" art : artists, aesthetics, and nationalism in Bengal, c. 1850-1920. Cambridge [England]: Cambridge University Press. pp. 147–179. ISBN 9780521392471.
  4. Samsad Bangali Charitabhidhan (Biographical Dictionary), Chief Editor: Subodh Chandra Sengupta, Editor: Anjali Bose, 4th edition 1998, (in Bengali), Vol I, page 23, ISBN 81-85626-65-0, Sishu Sahitya Samsad Pvt. Ltd., 32A Acharya Prafulla Chandra Road, Kolkata.
  5. Swati Chattopadhyay, Representing Calcutta: Modernity, Nationalism, and the Colonial Uncanny. Routledge 2006.
  6. Unattributed. "Abanindranath Tagore Biography". iloveindia.net. Retrieved 11 December 2011.
  7. Romain, Julie. "Book Review for The Alternate Nation of Abanindranath Tagore". caa.reviews. Retrieved 19 June 2021.