აბდელაზიზ ჯერადი
იერსახე
აბდელაზიზ ჯერადი | |
ალჟირის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 28 დეკემბერი, 2019 |
პრეზიდენტი | აბდელმაჯიდ ტებუნი |
წინამორბედი | საბრი ბუკადუმი |
დაბადებული | 12 თებერვალი, 1954 ხენშელა, ალჟირი |
განათლება | პარიზის ნანტერის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
აბდელაზიზ ჯერადი (არაბ. عبد العزيز جراد, დ. 12 თებერვალი, 1954, ხენშელა, ალჟირი)[1] — ალჟირელი პოლიტიკოსი. ალჟირის პრემიერ-მინისტრი 2019 წლის 28 დეკემბრიდან[2].
აბდელაზიზ ჯერადი დაიბადა 1954 წლის 12 თებერვალს ალჟირის ქალაქ ხენშელაში. საშუალო სკოლა დაამთავრა ალჟირში ხოლო სწავლა გააგრძელა პარიზის ნანტერის უნივერსიტეტში. იგი ასევე მუშაობდა ალჟირის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორად და გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე წიგნი[3]. 2019 წლის 28 დეკემბერს დანიშნეს პრემიერ-მინისტრად და პრეზიდენტმა დაავალა ახალი მთავრობის ფორმირება[4][5].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Hafiane, Badra. Le président Tebboune nomme Abdelaziz Djerad Premier ministre et le charge de former le gouvernement. ციტირების თარიღი: Dec 28, 2019.
- ↑ Algeria names Abdelaziz Djerad as its new prime minister: State TV (28 December 2019).
- ↑ Tebboune nomme Abdelaziz Djerrad Premier ministre (28 December 2019).
- ↑ Algerian president appoints new PM ahead of forming new cabinet.
- ↑ Algeria Names New Prime Minister (December 28, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 28, 2019. ციტირების თარიღი: დეკემბერი 29, 2019.