აბე (მთვარის კრატერი)
მთვარის კრატერი | |
---|---|
აბე | |
Abbe | |
მონაცემები | |
დიამეტრი | 63.98 კმ |
მოცულობა | 3800 კმ³ |
ტიპი | დარტყმითი კრატერი |
სახელწოდება | |
ეპონიმი | ერნსტ აბე |
დამტკიცებულია | IAU (1970) |
მდებარეობა | |
57.58° ს. გ. 174.77° ა. გ. / 57.58° ს. გ. 174.77° ა. გ. | |
ციური სხეული | მთვარე |
აბე ვიკისაწყობში |
კრატერი აბე (ლათ. Abbe) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის უკანა მხარის სამხრეთ ნაწილში. სახელი ეწოდა გერმანელი ფიზიკოს-ოპტიკოსის და ასტრონომის ერნსტ აბეს პატივსაცემად (დამტკიცებულ იქნა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ 1970 წელს). კრატერის წარმოქმნა ნექტარულ პერიოდში ივარაუდება.[1]
კრატერის აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრატერი მდებარეობს მატერიკულ ადგილას. მის ჩრდილოეთით განლაგებულია კრატერები ჰესი და ბოილი, დასავლეთით — კრატერი პუანკარე, სამხრეთ-აღმოსავლეთით — კრატერები ჰარეთი და კაბანესი[2]. კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 57°35′S 174°46′E / 57.58° ს. გ. 174.77° ა. გ., დიამეტრი 63.98 კმ[3], სიღრმე 2.74 კმ[1].
კრატერის წრიული ზვინული ეროზიითაა დაზიანებული. მისი ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ დასავლეთი ნაწილები გადაფარულია შედარებით მომცრო კრატერებით. კრატერის ფსკერი შედარებით სწორეა, დარღვეულია რამდენიმე მცირე კრატერით. კრატერის ზვინულის ყველაზე მაღალი ნაწილი 1260 მეტრს შეადგენს[1]. კრატერის სიახლოვეს არსებობს მცირე ველი, რომელიც ატარებს არაოფიციალურ სახელს „აბეს ველი“. კრატერის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 3800 კმ³-ს[1].
სატელიტური კრატერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აბე[3] | კოორდინატები | დიამეტრი, კმ |
---|---|---|
H | 58°26′S 177°35′E / 58.44° ს. გ. 177.58° ა. გ. | 25.1 |
K | 59°49′S 176°52′E / 59.82° ს. გ. 176.86° ა. გ. | 26.1 |
M | 61°45′S 175°14′E / 61.75° ს. გ. 175.24° ა. გ. | 28.6 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი — Abbe
- Цифровой фотографический атлас Луны
- Описание кратера на сайте The Moon-Wiki. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-31. ციტირების თარიღი: 2023-12-29.
- Andersson, L.E., and E.A. Whitaker, NASA Catalogue of Lunar Nomenclature, NASA Reference Publication 1097, October 1982.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Lunar Impact Crater Database. Losiak A., Kohout T., O’Sulllivan K., Thaisen K., Weider S. (Lunar and Planetary Institute, Lunar Exploration Intern Program, 2009); updated by Öhman T. in 2011. Archived page
- ↑ Кратер Аббе на карте LAC132. ციტირების თარიღი: 2020-07-05
- ↑ 3.0 3.1 Справочник Международного Астрономического Союза. ციტირების თარიღი: 2020-07-05