აბლაცია (ართმევა)
აბლაცია (ლათ. ablatio — „ართმევა“) — ნივთიერების მასის ართმევა მყარი სხეულის ზედაპირიდან გარსშემომდინარე ცხელი აირის ნაკადით სხეულის ეროზიის, ლღობის ან სუბლიმაციის შედეგად. აბლაცია შეიჩნევა, მაგ., მეტეორების ან ხელოვნური კოსმოსური სხეულების დიდი სიჩქარით მოძრაობისას ატმოსფეროში. იყენებენ რაკეტულ ძრავას, კოსმოსური საფრენი აპარატისა და ჰიპერბგერითი თვითმფრინავის აირის ნაკადით გახურებულ ნაწილთა თბოცვლისათვის (გასაცივებლად), რაც ხორციელდება კონსტრუქციული მასალის ან გასახურებელ ზედაპირზე დატანილი სპეციალური ნივთიერების შრის ლღობის ან სუბლიმაციის მეშვეობით. ნაკადის მიმართულებით მოძრავი სუბლიმაციის პროდუქტები წარმოქმნის აირის ფარდას, რომელიც იცავს კონსტრუქციის კედლებს ატმოსფეროსთან ან წვის პროდუქტებთან უშიუალო კონტაქტისაგან. აბლაციურ მასალად იყენებენ პლასტმასებს, კერამიკულ მასალებსა და მათ კომბინაციას (არმირებული პლასტმასები და კერამიკა, გაჟღენთილი მასალები და სხვა).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 30.