ავსტრალიის უდაბნოები
იერსახე
უდაბნოებს ავსტრალიის კონტინენტზე მნიშვნელოვანი ფართობი უკავია. უდაბნოების ტერიტორია ძირითადად დასავლეთ და ჩრდილოეთ ავსტრალიაშია. ავსტრალიის ტერიტორიაზე მრავალი პატარა და დიდი უდაბნოა, მათი ფართობი შეადგენს 1371000 კმ²-ს, რაც მთლიანი კონტინენტისy 18%.[1]
უდაბნოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უდაბნო | შტატი/ტერიტორია | ფართობი | პროცენტული რაოდენობა ავსტრალიაში |
---|---|---|---|
ვიქტორიის დიდი უდაბნო | დასავლეთი ავსტრალია, სამხრეთი ავსტრალია | 348 750კმ² | 4% |
დიდი ქვიშიანი უდაბნო | დასავლეთი ავსტრალია | 267 250 კმ² | 3.5% |
ტანამის უდაბნო | დასავლეთი ავსტრალია, ჩრდილოეთი ტერიტორია | 184 500 კმ² | 2.4% |
სიმფსონის უდაბნო | სამხრეთი ავსტრალია, კუინზლენდი, ჩრდილოეთი ტერიტორია | 176 500 კმ² | 2.3% |
გიბსონის უდაბნო | დასავლეთი ავსტრალია | 156 000 კმ² | 2.0% |
პატარა ქვიშიანი უდაბნო | დასავლეთი ავსტრალია | 111 500 კმ² | 1.5% |
სტრელეცკის უდაბნო | სამხრეთი ავსტრალია, კუინზლენდი, ახალი სამხრეთი უელსი | 80 250 კმ² | 1.0% |
სტიორტის ქვიანი უდაბნო | სამხრეთი ავსტრალია, კუინზლენდი, ახალი სამხრეთი უელსი | 29 750 კმ² | 0.3% |
ტირარის უდაბნო | სამხრეთი ავსტრალია | 15 250 კმ² | 0.2% |
პედირკას უდაბნო | სამხრეთი ავსტრალია | 1 250 კმ² | 0.1% |
ვიქტორიის დიდი უდაბნო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიქტორიის დიდი უდაბნო მდებარეობს დასავლეთ და სამხრეთ ავსტრალიაში. იგი გადაშლილია 700 კილომეტრზე და მისი ფართობი შეადგენს 424 ათ. კმ2.
გიბსონის უდაბნო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გიბსონის უდაბნო მდებარეობს დასავლეთ ავსტრალიაში. უდაბნოს ფართობი არის 156 000 კმ². სწორედ ეს ტერიტორიები აქვთ საცხოვრებლად ავსტრალიელ აბორიგენებს.
სიმფსონის უდაბნო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უდაბნოს ძირითადი ნაწილი მდებარეობს ჩრდილოეთ ტერიტორიაზე, სიმფსონის უდაბნოს გარკვეული ნაწილი აგრეთვე ვრცელდება კუინზლენდის და სამხრეთი ავსტრალიის ტერიტორიებზეც. უდაბნოს ფართობი შეადგენს 176 500 კმ²-ს.
ავსტრალიის სხვა უდაბნოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უდაბნოების ჯგუფი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დასავლეთის უდაბნოები – ჯგუფში შედის გიბსონის, დიდი ქვიშიანი და პატარა ქვიშიანი უდაბნო.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Geosciences Australia Major Desert Table. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-01. ციტირების თარიღი: 2009-12-20.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Encarta( დაარქივებული 2009-10-30 საიტზე Wayback Machine. 2009-10-31)
- მსოფლიოს წიგნი დაარქივებული 2009-04-22 საიტზე Wayback Machine.
- ნაციონალური გეოგრაფია
|