ალბერტ ჰაიმი
ალბერტ ჰაიმი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 12 აპრილი, 1849[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბ. ადგილი | ციურიხი[7] |
გარდ. თარიღი | 31 აგვისტო, 1937[7] [2] [3] [4] [5] [6] (88 წლის) |
გარდ. ადგილი | ციურიხი[7] |
დასაფლავებულია | ზილფელდის სასაფლაო |
მოქალაქეობა | შვეიცარია |
საქმიანობა | გეოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი და არამხატვრული მწერალი |
მუშაობის ადგილი | ციურიხის უნივერსიტეტი და ციურიხის შვეიცარიის უმაღლესი ტექნოლოგიური სკოლა |
ალმა-მატერი | ციურიხის შვეიცარიის უმაღლესი ტექნოლოგიური სკოლა[8] [9] [10] , ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და ციურიხის შვეიცარიის უმაღლესი ტექნოლოგიური სკოლა[10] |
მეუღლე | მარი ჰაიმ-ფეგტლინი[11] |
დედა | Sophie Heim-Fries |
შვილ(ებ)ი | არნოლდ ჰაიმი[12] და Helene Heim |
ნათესავ(ებ)ი | Heinrich Freudweiler[12] და ანა სუზანა ფრისი |
ჯილდოები | მარსელ ბენუას პრემია, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[13] , უოლასტონის მედალი[14] და ედუარდ ზიუსის მედალი |
ალბერტ ჰაიმი (გერმ. Albert Heim; დ. 12 აპრილი, 1849 — გ. 31 აგვისტო, 1937) — შვეიცარიელი გეოლოგი და გლაციოლოგი. სახელი მოუხვეჭა სამტომიანმა ნაშრომმა „შვეიცარიის გეოლოგია“ (1916-1922 წწ.). დაიბადა ქალაქ ციურიხში. სწავლობდა ციურიხისა და ბერლინის უნივერსიტეტებში. 1873 წლიდან ციურიხის პოლიტექნიკური სკოლის პროფესორია, ხოლო 1875 წლიდან გეოლოგიის პროფესორი უნივერსიტეტში. 1882 წელს დაინიშნა შვეიცარიის გეოლოგიური სამსახურის დირექტორად, 1884 წელს ბერნის უნივერსიტეტში მიანიჭეს ფილოსოფიის საპატიო დოქტორის ხარისხი.
მრავალრიცხოვანი შრომების ავტორია. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ალპების გეოლოგიის, გლაციოლოგიისა და გეომორფოლოგიის საკითხების შესწავლაში. გააფართოვა ცოდნა მყინვარების მიერ რელიეფის გავლენასა და დინამიკურ მთათწარმოშობაზე. მნიშვნელოვანია მისი გამოკვლევები ალპების ტექტონიკის საკითხებში. მთათწარმოშობის მექანიზმს კონტრაქციის ჰიპოთეზის პოზიციიდან განიხილავდა. 1912 წელს მონაწილეობა მიიღო შვეიცარიის გეოლოგიური რუკის შედგენაში. ლონდონის გეოლოგიური საზოგადოების მედალი (1904). 1905 წლიდან შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრი.
თხზულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Untersuchungen über den Mechanismus der Gebirgsbildung, Bd 1-2, Atlas, Basel. 1878;
- Geologie der Schweiz, Bd 1—2, Lpz., 1919-22.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 SIKART — 2006.
- ↑ 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 5.0 5.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 6.0 6.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas — 2009.
- ↑ 7.0 7.1 7.2 Гейм Альберт // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ Albert Heim - The Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ 10.0 10.1 Albert Heim (1849–1937)
- ↑ Historische Lexikon der Schweiz, Dictionnaire historique de la Suisse, Dizionario storico della Svizzera — Bern: 1998.
- ↑ 12.0 12.1 https://www.deutsche-biographie.de/pnd118773658.html#ndbcontent
- ↑ List of Royal Society Fellows 1660-2007 — ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 165.
- ↑ https://www.geolsoc.org.uk/About/Awards-Grants-and-Bursaries/Society-Awards/Wollaston-Medal