ალ-აინი
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ალ-აინი العين | |||
| |||
ქვეყანა | არაბთა გაერთიანებული საამიროები | ||
კოორდინატები | 24°12′27″ ჩ. გ. 55°44′41″ ა. გ. / 24.20750° ჩ. გ. 55.74472° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 292 მეტრი | ||
ოფიციალური ენა | არაბული ენა | ||
მოსახლეობა | 374 000 კაცი (2009) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
ოფიციალური საიტი | https://www.dmt.gov.ae/aam | ||
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1343 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ალ-აინი (არაბ. العين) სიმწვანის გამო აგრეთვე ცნობილი როგორც ქალაქი-ბაღი — მეოთხე უდიდესი ქალაქი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და სიდიდით მეორე აბუ-დაბის საამიროში. 2009 წლის მონაცემემებით მისი მოსახლეობა 374 000 ადამიანს შეადგენს. მდებარეობს დედაქალაქ აბუ-დაბიდან 160 კმ-ით აღმოსავლეთით და დუბაიდან 120 კმ-ით სამხრეთით. ალ-აინში დაიბადა საიდ იბნ სულტან ალ-ნაჰაიანი — არაბთა გაერთიანებული საამიროების პირველი პრეზიდენტი.
ალ-აინი გაშენებულია ომანთან საზღვრის სიახლოვეს, ბურაიმის ოაზისში. იგი ქვეყნის ერთადერთი მსხვილი ქალაქია, რომელიც ზღვის სანაპიროსგან მოშორებით მდებარეობს. აბუ-დაბის, ალ-აინისა და დუბაის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალები ქვეყნის ცენტრში ქმნიან გეოგრაფიულ სამკუთხედს; თითოეული ეს ქალაქი მეორეს დაახლოებით 130 კმ-იანი გზით უკავშირდება.
ქალაქში მოქმედებს უნივერსიტეტი.
ალ-აინის ღირსშესანიშნაობებს შორისაა ზოოპარკი, რომელიც უდიდესია მთელს ქვეყანაში, გასართობი პარკი „Hili Fun City“, ისტორიული მუზეუმები, ციხე-სიმაგრეები, მრავალი პარკი, ბაღი და რეკრეაციული ზონა, მათ შორის ჯებელ-ჰაფიტის მთა, რომელზეც 1 კმ სიმაღლეზე მიემართება დაკლაკნილი საავტომობილო გზა (სერპატინი). მთის ძირშიც გამოედინება მინერალური წყაროები.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იუნესკოს ოფიციალურ საიტზე
- Al Ain Expat დაარქივებული 2011-12-24 საიტზე Wayback Machine.
- Al Ain Municipality დაარქივებული 2012-02-11 საიტზე Wayback Machine.
- Al Ain: Oasis in the Desert (Photographic essay from Al Ain Women's College) დაარქივებული 2012-05-03 საიტზე Wayback Machine.
- Al Ain Bank დაარქივებული 2012-09-20 საიტზე Wayback Machine. - rakbankdirect.ae
|