შინაარსზე გადასვლა

ანამბრის შტატი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შტატი
ანამბრის შტატი
ინგლ. Anambra State
დროშა

ქვეყანა ნიგერიის დროშა ნიგერია
ადმ. ცენტრი Awka[1]
შიდა დაყოფა Aguata[2] [3] , Anambra East[2] [3] , Anambra West[2] [3] , Anaocha[2] [3] , Nnewi South[2] [3] , Nnewi North[2] [3] , Onitsha South[2] [3] , Onitsha North[2] [3] , Ogbaru[2] [3] , Idemili North[2] [3] , Ekwusigo[2] [3] , Njikoka[2] [3] , Ihiala[2] [3] , Idemili South[2] [3] , Ayamelum[2] [3] , Awka South[2] [3] , Awka North[2] [3] , Dunukofia[2] [3] , Orumba South[2] [3] , Orumba North[2] [3] და Oyi[2] [3]
კოორდინატები 6°20′00″ ჩ. გ. 7°00′00″ ა. გ. / 6.33333° ჩ. გ. 7.00000° ა. გ. / 6.33333; 7.00000
დაარსდა 3 თებერვალი, 1976[1]
ფართობი 4844 კმ²
ოფიციალური ენა Igbo[1] და ინგლისური ენა
მოსახლეობა 4 177 828 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 862,47 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
საფოსტო ინდექსი 420001[1]
ოფიციალური საიტი anambrastate.gov.ng

ანამბრის შტატი (ინგლ. Anambra State) — შტატი ნიგერიის სამხრეთით. ფართობის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე პატარა შტატი ნიგერიაში (35-ე ადგილი 36 შტატს შორის). ყველაზე უფრო დიდი ქალაქები — ონიჩა და ნევი. შტატს სახელი დაერქვა მდინარე ანამბრის გამო.

  • ადმინისტრაციული ცენტრი — აუკა.
  • ფართობი — 4844 კმ², მოსახლეობა — 4 177 828 კაცი (2006).[4]

შტატის ტერიტორიაზე X საუკუნიდან 1911 წლამდე მდებარეობდა შუა საუკუნეების სახელმწიფო ნრი. ნიგერიის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ანამბრა გახდა ბიაფრის ომის არენა: ქალაქ ულიში/ამორკაში აშენდა აეროდრომი, რომლითაც ბიაფრის ტერიტორიაზე ქალაქ სან-ტომეს გავლით მიეწოდებოდა ჰუმანიტარული დახმარება. შვედი ავიატორი კარლ გუსტავ ფონ როზენი ბიაფრის რესპუბლიკას დაეხმარა საჰაერო ფლოტის შექმნაში, რომელიც შედგებოდა Malmö MFI-9 ტიპის 5 თვითმფრინავისაგან და ბაზირებული იყო უგას აეროდრომდე.

1976 წელს აღმოსავლეთის ცენტრალური შტატის დაყოფისას შეიქმნა ანამბრის შტატი, რომელიც 1991 წელს გაიყო თანამედროვე ანამბრის და ენუგუს შტატებად.

ანამბრის შტატის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი (98 %) შედგება იგბოს ხალხისაგან. უმცირესობაში მყოფი იგალას ხალხი ცხოვრობს შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთში.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Anambra State LGA Map alt text
ანამბრის შტატის ადმინისტრაციული რუკა.

ადმინისტრაციული თვალსაზრისით ანამბრის შტატი დაყოფილია 21 თვითმმართველობის რაიონად.

შტატის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბუნებრივი აირის, ნავთობის და ბოქსიტების მოპოვება. 2006 წელს აქ გაიხსნა ნიგერიაში პირველი კერძო ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა — Orient Petroleum Refinery. პრაქტიკულად მთელი მისი ტერიტორია ვარგისია მიწათმოქმედებისათვის. შტატში ძირითადად კულტივირებულია ზეთოვანი პალმა, სიმინდი, ბრინჯი, იამსი და მანიჰოტი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]