ანდრე სტილი
იერსახე
ანდრე სტილი | |
---|---|
ფრანგ. André Stil | |
დაბადების თარიღი | 1 აპრილი, 1921[1] [2] [3] |
დაბადების ადგილი | ერნი |
გარდაცვალების თარიღი | 3 სექტემბერი, 2004[4] [2] [3] [5] (83 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | კამელა |
დასაფლავებულია | კამელა |
საქმიანობა | მწერალი[3] , სცენარისტი და ჟურნალისტი[3] |
ენა | ფრანგული ენა |
მოქალაქეობა |
საფრანგეთი სსრკ |
ალმა-მატერი | ჩრდილოეთ საფრანგეთის ლილის უნივერსიტეტი |
ჟანრი | რომანი |
ჯილდოები | სტალინური პრემია, Eugène Dabit populist novel award, საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი და ღირსების ორდენის ოფიცერი |
ანდრე სტილი (ფრანგ. André Stil; დ. 1 აპრილი, 1921 — გ. 3 სექტემბერი, 2004) — ფრანგი ნოველისტი, ჟურნალისტი, რომანისტი და საზოგადო მოღვაწე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანდრე სტილი დაიბადა 1921 წელს. ლიტერატურული მოღვაწეობა ჟურნალისტობით დაიწყო ფრანგული „წინააღმდგეგობის“ წლებში. იგი ავტორია რომანებისა: „პირველი დარტყმა“, „ჩვენ ერთმანეთი ხვალ გვეყვარება“. რომანებში სტილი ეხება ეპოქის აქტუალურ მოვლენებს და ასახავს საფრანგეთის მუშათა კლასის ცხოვრებას, მის გაჭირვებას, ბრძოლას, მისწრაფებებსა და იდეალებს.
მოთხრობათა და ნოველების კრებულებიდან აღსანიშნავია: „სენა“ გავიდა ზღვაში და ათი სხვა მოთხრობა მშვიდობის დასაცავად“, „ბედნიერების საკითხი დასმულია“, „ტკივილი“ და სხვა.
სტილი გარდაიცვალა 2004 წლის 3 სექტემბერს ქალაქ კამელაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფრანგული ნოველა, ტომი 2; „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1976; გვ. 554.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Стиль Андре // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #119177404 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Who's Who in France — Paris: 1953. — ISSN 0083-9531; 2275-0908