შინაარსზე გადასვლა

ანშლუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანშლუსი (გერმ. Anschluss  — მიერთება, კავშირი) — ავსტრიის შესვლა გერმანიის შემადგენლობაში, მოხდა 1938 წლის 12–13 მარტში. ავსტრიის დამოუკიდებლობა აღდგა 1945 წლის აპრილში, მეორე მსოფლიო ომის დროს, მოკავშირეთა ჯარების მიერ ავსტრიის დაკავების შემდეგ და დაკანონდა სახელმწიფო ხელშეკრულებით 1955 წელს, ანშლუსის დასასრულს. ავსტრიაში ანშლუსი „ანექსიის“ სინონიმია.

ავსტრია-უნგრეთის დაშლის შემდეგ, პირველი მსოფლიო ომის შედეგად პოლიტიკურ რუკაზე გაჩნდა ორი დიდი გერმანული სახელმწიფო: გერმანია და ავსტრია. უკანასკნელი ითვლებოდა არასიცოცხლისუნარიანად და ხელოვნურად წარმოდგენილად თავის არცთუ ისე დიდ საზღვრებში და ამიტომ მან დაკარგა ძირითადი სამრეწველო უნარი. გერმანიასთან ხელახალი შეერთების მოძრაობა ორივე მხრიდან ძლიერი იყო, ძირითადად ომის შემდეგ პერიოდში. ვერსალისა და სენ-ჟერმენის ხელშეკრულებებსა (1919) და ჟენევის პროტოკოლში (1922 წლის ოქტომბერი) იყო სტატიები ანშლუსის აკრძალვაზე. 1931 წლის მართში გერმანიისა და ავსტრიის მთავრობებმა გამოთქვეს წინადადება საბაჟო კავშირზე. გამარჯვებული ქვეყნები ეწინააღმდეგებობენ მას.

გერმანიის ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლიდან ანშლუსი გერმანიის საგარეო პოლიტიკის ძირითად კურსად იქცა. ავსტრიის ყველა სახელმწიფო სტრუქტურა თვალთვალდებოდა გერმანიის საიდუმლო დაზვერვის მიერ. 1933 წლის აპრილში პუნქტი ანშლუსზე მოხსნილ იქნა ავსტრიელ სოციალ დემოკრატთა პროგრამიდან. უფრო გვიან, 19 ივნისს, კანცლერმა ენგელბერტ დოლფუსმა ავსტრიის ტერიტორიაზე ნსდაპ-ის მოქმედებები აკრძალა. ამის შემდეგ, მმართველმა ჯარებმა და ჰეიმვერმა მოაწყვეს 1934 წლის თებერვლის აჯანყება ავსტრიაში, დოლფუსმა გააერთიანა მემარჯვენე ძალათა კავშირი და ეკლესიები და გამოაცხადა 1934 წლის „მაისის კონსტიტუცია“.

1934 წლის 25 ივნისს, დაახლოებით შუადღეს, 154 ავსტრიელი-ესესელი SS-ის 89-ე ავსტრიული დანაყოფიდან, ავსტრიის სამოქალაქო გვარდიიის ფორმაში გადაცმულები, შევარდნენ კანცელარიაში და დაატყვევეს კანცლერი დოლფუსი, მისი გადადგომის მოთხოვნით, რათა ახალი კანცლერი გამხდარიყო ანტონ რინტელენი. დოლფუსმა სერიოზული ჭრილობების მიუხედავად უარი განაცხადა. მას წინ დაუდეს კალამი და ქაღალდი, ჩასჩიჩინებდნენ, რომ აღმოუჩენდენ სამედიცინო დახმარებას და კვლავ სთხოვეს გადადგომა. მან არც ექიმი მიიღო და არც მღვდელი. რამდენიმე საათის შემდეგ დოლფუსი გარდაიცვალა, მაგრამ ისე, რომ არ დაურღვევია ფიცი. იმავე დროს, მთავრობამ პარლამენტის შენობას ალყა შემოარტყა. საღამოს გახდა ცნობილი, რომ დოლფუსს ღიად უჭერდა მხარს მუსოლინი, საპასუხოდ დაიწყო გადატრიალება, მობილიზირდა ხუთი დივიზია, რომლებიც სწრაფად მოდიოდნენ ბრენერის უღელტეხილით ავსტრიის საზღვრებთან. 19 საათში აჯანყებულები გამოუვალ მდგომარეობაში დანებდნენ.

გასაგებია, ბინძური მეთოდები ყოველთვის არ იძლევა შედეგს, ამიტომ გერმანულმა მმართველობამ შეცვალა ტაქტიკა, მუშაობაში ჩართო სდ და გესტაპო და მნიშვნელოვნად გაზარდეს მუშაობა ავსტრიის მთავრობასთან, რომელსაც მეთაურობდა კანცლერი კურტ ფონ შუშინგი. ამავდროულად, გერმანიის სპეცსამსახურებმა თავიანთი მოქმედება გაააქტიურეს ავსტრიელ ნაცისტთა შორის. მაგალითად, ავსტრიის ნაცისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ინჟინერ რეინტალერი, ჯერ კიდევ 1934 წლის შემოდგომიდან საიდუმლოდ იღებდა მიუნხენიდან 200 ათას მარკას ყოველთვიურად. 1936 წლის 11 ივლისიდან შუნინგმა გააფორმა ხელშეკრულება გერმანიასთან, რომლითაც ავსტრია ფაქტობრივად უნდა გაყოლოდა ნაცისტური გერმანიის პოლიტიკას. თავის მხრივ, გერმანიამ ცნო დამოკიდებულება და სუვერენიტეტი ავსტრიისა და მის საგარეო პოლიტიკაშიც აღარ ჩაერეოდა.

1938 წლის 12 თებერვალს კანცლერი შუნინგი გამოძახებულ იქნა ჰიტლერის რეზიდენციაში, ბერჰტესგადენში, სადაც მოაწერეს ხელი სამპუნქტიან ულტიმატუმს, ქვეყანა ფაქტობრივად გერმანიის კონტროლირებადი გახდა და პრაქტიკულად მესამე რაიხის პროვინცია გახდა:

  1. ავსტრიელ ნაცისტთა ლიდერი, არტურ ზაის-ინკვართი დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად, ავსტრიული პოლიციის სრული კონტროლისთვის;
  2. გამოცხადდა ახალი პოლიტიკური ამნისტია ნაცისტებისთვის, განსხვავებული დანაშაულებების გარეშე;
  3. ავსტრიის ნაცისტური პარტია შეუერთდა პატრიოტულ ფრონტს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]