არსუფის პირველი ალყა
არსუფის ალყა | |||
---|---|---|---|
ჯვაროსნული ლაშქრობების ნაწილი | |||
პირველი ალყა | |||
თარიღი |
პირველი: გვიანი ოქტომბერი–შუა დეკემბერი, 1099 მეორე: აპრილი, 1102 | ||
მდებარეობა | არსუფი (დღ. ისრაელი) | ||
შედეგი |
პირველი: ფატიმიანთა გამარჯვება მეორე: ჯვაროსანთა გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
არსუფის პირველი ალყა — ალყა, რომელიც გაიმართა ქალაქ აპოლონიის (ჯვაროსანთათვის — არსუფი) ასაღებად. აპოლონია იყო ანტიკური ქალაქი იუდეაში, იგი თარიღდება გვიანი რომაული ხანით. მდებარეობდა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, კესარიიდან 21 მილით სამხრეთით, დღევანდელ ისრაელში. 640 წელს ქალაქი მუსლიმებმა დაიპყრეს და გაამაგრეს, რათა ბიზანტიელთა შეტევებისათვის გაეძლო.
1099 წელს გოდფრუა ბუიონელი შეეცადა დაეპყრო არსუფი, მაგრამ ვერ შეძლო ფლოტის არარსებობის გამო. ქალაქის მმართველებმა რაიმონ დე სენ-ჟილს, გოდფრუასთან დაპირისპირებაში მყოფ დიდგვაროვანს, შესთავაზეს დანებება, მაგრამ გოდფრუამ უარი განაცხადა.[2] რაიმონმა გაამხნევა კიდევაც გარნიზონი, რათა არ დანებებულიყვნენ, რომ დაენახებინა გოდფრუას სისუსტე.[3] გოდფრუა ბუიონელის არმიაში იყო და ბრძოლაში დაიღუპა ფრანკო I მაასმეხელენელი, მისივე ნათესავი.
არსუფის მეორე ალყა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბალდუინ I-მა დაიწყო მეორე ალყა და ხმელეთიდან და ზღვიდან ერთობლივი შეტევის შემდეგ, 1102 წლის 29 აპრილს არსუფი დაეცა. მაცხოვრებლებს უფლება მისცეს ქალაქი დაეტოვებინათ. ჯარისკაცებმა ქალაქი ხელახლა ააშენეს. 1187 წელს არსუფი მუსლიმებმა დაიპყრეს, მაგრამ 1191 წლის 7 სექტემბერს რიჩარდ ლომგულსა და სალადინს შორის გამართული არსუფის ბრძოლის შემდეგ ისევ ქრისტიანებმა დაიბრუნეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Riley-Smith, Jonathan, The First Crusaders, 1095-1131, Cambridge University Press, London, 1997
- Runciman, Steven, A History of the Crusades, Volume One: The First Crusade and the Foundation of the Kingdom of Jerusalem, Cambridge University Press, London, 1951
- Stevenson, W (1907). The Crusaders in the East: a brief history of the wars of Islam with the Latins in Syria during the twelfth and thirteenth centuries. Cambridge University Press.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Stevenson 1907, p. 39.
- ↑ Runciman, Steven (1951) A History of the Crusades, Volume One, გვ. 298.
- ↑ Runciman, Steven (1951) A History of the Crusades, Volume One, გვ. 308–309.