არჩილ დავითიანი
იერსახე
არჩილ ივანეს ძე დავითიანი (დ. 27 დეკემბერი, 1917, სურამი, — გ. 30 იანვარი, 1987, თბილისი) — საქართველოში მოღვაწე პუბლიცისტი, მთარგმნელი, ეროვნებით სომეხი.
მისი პირველი წერილი 1937 წელს ჟურნალ „ოქტომბერში" გამოქვეყნდა. დავითიანმა ქართულ ენაზე თარგმნა ა. შირვანზადეს, მურაცანის, რაფის, ნარ-დოსის, ჰ. თუმანიანის, ს. ზორიანის, რ. ქოჩარის, გ. მაჰარის, ს. ხანზადიანის, ბ. სეირანიანის და სხვა სომეხი კლასიკოსებისა და თანამედროვე მწერლების თხზულებანი. სომხურ ენაზე თარგმნა (ბ. სეირანიანთან ერთად) ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კონსტანტინე გამსახურდია და სომხეთი (ავტორი). - თბილისი, 1987.
- თეატრალური მეგობრობის ფურცლები : ქართულ-სომხური თეატრალური ურთიერთობა (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1984.
- მეგობრობის მერიდიანებზე : წერილების კრებული (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1977.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თითმერია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 288.