შინაარსზე გადასვლა

აფშარიდების იმპერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აფშარიდების დინასტია
افشاریان

 

1736–1796
 

დროშა გერბი
{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
აფშარიდების იმპერია ნადირ-შაჰის დროს
დედაქალაქი მეშჰედი
ენები სპარსულითურქული
რელიგია ისლამი
მთავრობა მონარქია
შაჰანშაჰი
 -  1736–1747 ნადირ-შაჰი
 -  1747–1748 ადილ-შაჰი
 -  1748 იბრაჰიმ აფშარი
 -  1748–1796 შაჰ რუჰ აფშარი
ისტორია
 -  შეიქმნა 1736
 -  გაუქმდა 1796
ფართობი
 -  1738 3 000 000 კმ² (1 158 306 მლ²)
დღეს ამ ტერიტორიაზე
* სპარსული - სახელმწიფოს ოფიციალური ენა
* თურქული - ნადირ-შაჰის მკვიდრი ენა
Faravahar background
Faravahar background

ირანის ისტორია

სპარსეთის მეფე
ძვ.წ
უძველესი ისტორია
პროტო ელამი 3200–2800
ელამის დინასტია 2800–550
მითანი 1500–1200
კასიტი 10 საუკუნე.
მარლიკი 10 ს–7 ს.
მანას სამეფო 10 ს–7 ს.
მიდიელების იმპერია 728–550
აქემენიდების იმპერია 550–330
სელევკიდების სახელმწიფო 312–150
პართიის იმპერია 247–ახ.წ 226
ახ.წ
სასანიდების იმპერია 226–651
სპარსეთის ხალიფატი 637–651
ომაიანთა ხალიფატი 661–750
აბასიანთა ხალიფატი 750–1258
ტაჰირიდები 821–873
ალავიდების დინასტია 864–928
საჯიდსების დინასტია 889/890–929
საფარიდები 861–1003
სამანიდები 875–999
ზიარიდების დინასტია 928–1043
ბუიდების დინასტია 934–1062
სალარიდები 942–979
მამუნდისები 995-1017
ღაზნევიდების იმპერია 963–1187
ღურიდების დინასტია 1149–1212
სელჯუკთა იმპერია 1037–1194
ხვარაზმელების დინასტია 1077–1231
ილხანელები 1256–1353
მუზაფარიდების დინასტია 1314–1393
ჩობანდის დინასტია 1337–1357
ჯალაირდების დინასტია 1339–1432
თემურიდების იმპერია 1370–1506
ყარა-ყოიუნლუ 1407–1468
აყ-ყოიუნლუ 1378–1508
სეფიანთა იმპერია 1501–1722*
ჰოტაკების დინასტია 1722–1729
აფშარიდების იმპერია 1736–1750
ზენდები 1750–1794
ყაჯარების დინასტია 1781–1925
ფეჰლევიანები 1925–1979
ირანის ისლამური რესპუბლიკა 1979 - დღემდე

აფშარიდების დინასტია ან აფშარიდების იმპერია (სპარს. افشاریان) — აზიური იმპერია, რომელსაც აფშარიდების სამეფო დინასტია მართავდა. დინასტიის წარმომადგენლები წარმოშობით აფშარის ტომიდან, ხორასანიდან იყვნენ.[1] აფშარიდების დინასტია ირანს მე-18 საუკუნეში მართავდა. იგი 1736 წელს წარჩინებულმა სამხედრო მეთაურმა ნადირ-შაჰმა დააარსა, რომელმაც სეფიანთა იმპერიის უკანასკნელი წარმომადგენელი ტახდიდან ჩამოაგდო და თავი ირანის მეფედ გამოაცხადა. იმპერია ტერიტორიის მხრივ ყველაზე დიდი ნადირ-შაჰის მეფობის დროს იყო, იმპერია მოიცავდა დღევანდელ ირანს, საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ჩრდილოეთ კავკასიის უმეტეს ნაწილს (დაღესტანი, ყაბარდო-ბალყარეთი და ჩეჩნეთის ნაწილი), ავღანეთს, ბაჰრეინს, ერაყისა და ქუვეითის უმეტეს ნაწილს, თურქმენეთს, პაკისტანს, თურქეთის ნაწილს, ჩრდილოეთ ინდოეთსა და ომანს. მისი გარდაცვალების შემდეგ იმპერიის დიდი ნაწილი ზენდებმა და დურანებმა გადაინაწილეს. ამის შემდეგ აფშარიდების სამმართველო შემოიფარგლებოდა მცირე ხორასანის სახელმწიფოთი. საბოლოოდ აფშარიდების დინასტიის წარმომადგენელი ტახტიდან 1796 წელს მოჰამედ ხან ყაჯარმა ჩამოაგდო, მან სპარსეთის ახალი იმპერია დააარსა და ზემოთ ჩამოთვლილ ბევრ რეგიონში სპარსული ფეოდალობა აღადგინა.

დინასტიას სახელი აფშარის ტომიდან დაერქვა, სწორედ ამ ტომიდან იყო წარმოშობით ნადირ-შაჰი. აფშარები მე-13 საკუნუში თურქესტანიდან აზერბაიჯანში გადასახლდნენ. მე-17 საუკუნის დასაწყისში კი უზბეკებისაგან ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრების დაცვის მიზნით შაჰ-აბას დიდმა აფშარების დიდი ნაწილი აზერბაიჯანიდან ხორასანში გადაასახლა, რის შემდეგაც აფშარები ამ რეგიონის ადგილობრივი მოსახლეები გახდნენ. ნადირ-შაჰი აფშარების ერთ-ერთ განშტოების "კირკლუს" წევრი იყო.[2]

აფშარიდი მონარქების სია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
 
 
 
 
 
 
იმამ კული
(გარდ. 1704)
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
იბრაჰიმ ხანი
(გარდ. 1738)
 
 
 
ნადირ-შაჰი
(მეფ. 1736–1747)
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ადილ-შაჰი
(მეფ. 1747–1748)
 
იბრაჰიმ აფშარი
(მეფ. 1748)
 
რეზა ყოლი მირზა
(დ. 1719 – 1747
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
შაჰ რუჰ აფშარი
(მეფ. 1748–1796)
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ნადირ მირზა
(გარდ. 1803)
 

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ჯეიმი სტოუკსი, ენტონი გორმენი (2010). აფრიკისა და შუა აღმოსავლეთის ხალხების ენციკლოპედია. ინფობეიზ ფაბლიშინგი. გვ. 11. ონლაინ გამოცემა
  2. კემბრიჯის ირანის ისტორია. კემბრიჯის პრესა. ტომი 7. გვ. 2-4