ბაგირი
იერსახე
ბაგირი — ფოლადის მავთულისგან, მცენარეული (ქერელი, ბამბა) ან ქიმიური ბოჭკოს (კაპრონი, ნეილონი, პერლონი) ნართისგან დამზადებული თოკი. ქერელის ბაგირი ძლიერ მოქნილია, მას მეურნეობის სხვადასხვა დარგში იყენებენ. ფოლადის ბაგირი 1827 წელს გამოიგონა გერმანელმა ვ. ალბერტმა. ფოლადის ბაგირის პირველი საგრეხი ქარხანა ააგეს 1840 წელს სლოვაკეთში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბარამიძე, კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 126-127.