ბადის ნაპირი
იერსახე
ბადის ნაპირი (ინგლ. Budd Coast) — უილქსის მიწის სანაპიროს ნაწილი (აღმოსავლეთი ანტარქტიდა). მდებარეობს ა. გ. 110° და 116° შორის. ზღვაში შეჭრილია დიდი ნახევარკუნძულის სახით, თითქმის მთლიანადაა დაფარული ყინულის სქელი ფენით. ამ ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაპირზე მდებარეობს გრირსონის ოაზისი, რომელშიც განლაგებულია ავსტრალიური სამეცნიერო სადგური უილქსი (1957). ბადის ნაპირი აღმოაჩინა ამერიკულმა ექსპედიციამ ჩარლზ უილქსის ხელმძღვანელობით. ატარებს ამ ექსპედიციის ერთ-ერთი გემის კაპიტნის სახელს.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Бадда Берег // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 2 — М., 1970.