უძველეს დროში კართაგენელთაკოლონია იყო, შემდეგ რომაელების, არაბების. 1229-1235 – მალიორკა და ივისა არაგონმა დაიპყრო. 1287 – მინორკა დაიმორჩილა ალფონს III-მ და არაბები განდევნა. 1708 – მინორკა ინგლისელებმა დაიკავეს. 1756 – კუნძულები ფრანგებმა (ჰერცოგი რიშელიე) დაიკავეს. ლეგენდის თანახმად სწორედ ამ დროს შეიქმნა მაიონეზი, სოუსი პორტ-მაოს აღების დღეს შეიქმნა და სპეციალურ სოუსს მაონეზი უწოდეს. 1936-1939 – მალიორკა და ივისა ფრანკისტებს ემორჩილებოდა, მინორკა – რესპუბლიკელებს.